x
მეტი
  • 30.09.2020
  • სტატია:103638
  • ვიდეო:347818
  • სურათი:468035
თავის მასაჟი - აზიელი ქალების სილამაზის საიდუმლო

აღმოსავლურ მედიცინა განიხილება, როგორც სხეულზე ორიენტირებული საუკეთესო საშუალება. სხეულის გამაჯანსაღებელი პროცედურების უმეტესობა აზიიდან მომდინარეობს, მათ შორის კი ღირსეულ ადგილს იკავებს თავისა და სახის მასაჟი. ის აუმჯობესებს კანისა და თმის მდგომარეობას, ზრდის სხეულის ენერგეტიკას, აუმჯობესებს ტვინის აქტივობას.

image

ინდოეთში ტრადიციული თავისა და სახის მასაჟის ტექნიკა დაახლოებით 4000 წლის წინ წარმოიშვა. შემდეგ გამოჩნდა ჩინეთში, იაპონიაში, ტაილანდსა და ვიეტნამში.

დღეისათვის, მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ მასაჟი ზრდის ქსოვილების ოქსიგენაციას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. და რაც ყველაზე მთავარია, მასაჟი აუცილებელია ჩვენი თმისთვის, რადგან ის აუმჯობესებს მის ტონს და სძენს მას სიმტკიცესა და ბზინვარებას.

დიენ შამი - სახეზე ენერგიული წერტილების სტიმულირებაა. ვიეტნამელი ქალებისთვის დიენ შამი ყოველდღიური რიტუალია, ისევე როგორც სარეცხი.

შიროთშამპი- შესანიშნავი საშუალებაა შაკიკის სამკურნალოდ, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ტკივილი თვალზე გადაეცემა. მასაჟი არის მატონიზირებელი და ამავე დროს, ამშვიდებს სხეულს. პროცედურის შემდეგ, სრულად ქრება უძილობა.

აღნიშნული მასაჟი კეთდება თავზე და მხრებზე, თუმცა პროცედურა მთელს სხეულზე ახდენს გავლენას.

ეს მასაჟი განსაკუთრებით ეფექტურია, მთელი დღე კომპიუტერთან მუშაობის შემდეგ.

თავის მასაჟი არანაკლებ დადებითად მოქმედებს თმაზე. ის გვეხმარება შევუნარჩუნოთ ჩვენს თმას ბუნებრივი ბზინვარება. ასევე ხელს უწყობს მის ზრდას.

კო ბი დო - ეს არის ტრადიციული იაპონური მასაჟის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც 45 სხვდასხვა ტექნიკას აერთიანებს.

პროცედურა უწყება სახეზე თბილი ტილოების დადებით, ამ დროს ხდება კანზე

სითხის მიკროცირკულაცია და იხსნება ფორები. შემდეგ კი, მასაჟისტი მსუბუქი

მოძრაობებით იყენებს ვარდის ეთერზეთებს, არბილებს და ატენიანებს კანს.

სილამაზესა და ჯანმრთელობას გისურვებთ!

0
17
1-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0