x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
155 კილოგრამიანმა ტესი ჰოლიდეიმ მინი ქვედაბოლოში ყველა გააოცა

image


ტესი ჰოლიდეი ერთ - ერთი ყველაზე პოპულარული "პლუს - ზომის" ამერიკელი მოდელია, რომელიც მსოფლიოში ცნობილი თავისი უჩვეულო და მიმზიდველი გარეგნობით გახდა, 165 სმ - ის სიმაღლის გოგონა არც მეტი, არც ნაკლები - 155 კილოგრამს იწონის. ტესის მთავარი ხიბლი კი, ჭარბი წონის მიუხედავად, სწორედ მის სასიამოვნო გარეგნობაშია.


image


მომხიბვლელი მოდელი ზედმეტი წონის გამო საერთოდ არ კომპლექსდება და სასეირნოდ ყოველთვის საკმაოდ თამამ და სექსუალურ "ლუქებს" ირჩევს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ მძიმეწონიანმა მოდელმა სოციალურ ქსელში ფოტო განათავსა, რომელშიც ის საკუთარი გამომწერების წინაშე, საკმაოდ პროვოკაციული იმიჯით, კერძოდ კი, - მინი ქვედაბოლოთი და მოკლე ტოპით პოზირებს.


image


გოგონას ერთგული თაყვანისმცემლები მისი ასეთი თამამი გადაწყვეტილებით აღფრთოვანებულები დარჩნენ და მოდელის მისამართით სასიამოვნო კომპლიმენტებიც არ დაიშურეს, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც მისივე ჯანმრთელობისთვის ტესის დაუყონებლივ დიეტაზე გადასვლა და გახდომა ურჩიეს.


image





0
247
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
247