x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
როგორ აღინიშნება წელს „ელიაობა“ და „დედოფლისწყაროობა“? (ვიდეო)
image


მრავალი წელია დედოფლისწყაროელები 2 აგვისტოს ელია თეზბიტელის ხსენების დღეს, ანუ „ელიაობას“ ზეიმობენ... ელია თეზბიტელის სახელობის მონასტერში, რომელიც ელიას მთაზეა შეფენილი ღამისთევა იმართება, მთელი დღის განმავლობაში კი მთაზე მრევლი ადის. ეს დღე გამორჩეულია იმითაც, რომ საზღვარგარეთ და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში დასაქმნებული ადგილობრივები ტრადიციის მიხედვით 2 აგვისტოს მშობლიურ ფესვებს უბრუნდებიან და ნათესავებთან ერთად ელიაობას აღნიშნავენ.



2013 წლიდან დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი შიოლაშვილის ინიციატივით ამავე დღეს დაარსდა „დედოფლისწყაროობის“ დღესასწაული, სადაც საღამოს ცენტრალურ მოედანზე გალა-კონცერტი იმართება. ამავე დღეს ტრადიციად იქცა დედოფლისწყაროს საპატიო მოქალაქეების დასახელება და წარმატებული დედოფლისწყაროელის სტატუსის მქონე ახალგაზრდების გამოვლენა. ამ ჟესტით მუნიციპალიტეტი ცდილობს მადლობა უთხრას და ღვაწლი დაუფასოს ყველას, ვისაც რაიმე წვლილი შეაქვს დედოფლისწყაროს განვითარებისთვის.


რა იგეგმება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში წელს 2 აგვისტოს? - როგორ აღინიშნება „ელიაობისა“ და „დედოფლისწყაროობის“ ტრადიციად ქცეული დღე პანდემიის პირობებში? დედოფლისწყაროს ტელევიზია ცდილობდა გაერკვია, რა ელით წლევანდელ ელიაობაზე დედოფლისწყაროელებსა და მის სტუმრებს? --- დეტალების დასადგენად დედოფლისწყაროს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრს ვეწვიეთ.



დედოფლისწყაროს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის დირექტორი ილია მარტყოფლიშვილი ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ უკვე რამდენიმე კვირაა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, საქართველოში ღია კონცერტების გამართვა უკვე დასაშვები გახდა, თუმცა მხოლოდ ღია სივრცეში. მაგრამ როგორც ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, აქვე კანონით დადგენილია კიდევ ერთი რეგულაცია, რომ გარე ღონისძიება არ უნდა იყოს მასშტაბური, - კონცერტი არ უნდა გადაიქცეს მასობრივი თავშეყრის ადგილად და მას არ უნდა ესწრებოდეს 200-ზე მეტი მაყურებელი. ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, რომ „დედოფლისწყაროობის“ დღესთან დაკავშირებით კონცერტის გამართვის შემთხვევაში ამ რეგულაციის დაცვა რთული იქნება, რადგან გასულ წელს ათასზე მეტი მაყურებელი ესწრებოდა. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს დედოფლისწყაროს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის დირექტორთან, ილია მარტყოფლიშვილთან, რომელიც ლალი მეხრიშვილმა ჩაწერა.


0
138
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0