x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
" კარიერისტია, ყველაფერს ხელს აფარებს, მე უფრო მაინტერესებს გამოძიება, ვიდრე ამ კაცს" - დაკავებული არასრულწლოვანის მამა მირიან ნიკოლაძეზე

image


გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამა თამაზ ხომასურიძე აცხადებს, რომ ადვოკატ მირიან ნიკოლაძეს პირადი ინტერესების გარდა სხვა არაფერი ამოძრავებს, ამიტომ ის გიორგი შაქარაშვილის დედასთან პირისპირ შეხვედრას ითხოვს, ხომასურიძე აქვე განმარტავს, რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდის და ამ ყველაფერში გარდაცვლილი ახალგაზრდას, 19 წლის ფეხბურთელის ბიძა, მირიან ნიკოლაძეც მონაწილეობს, რომელიც საქმის ჩაფარცხვით არის დაკავებული. არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამის აზრით ნიკოლაძე კარიერისტია, რომელიც პირველ რიგში, პოლიტიკურ გეგმებზე ფიქრობს, რაც შეეხება მის არასრულწლოვან შვილს, მისი თქმით, თუ ის რაიმენაირად გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ფიგურირებს კანონის უმკაცრესი ზომით უნდა დაისაჯოს და სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს: "ყველაფერს ფარცხავს, თუ დაამტკიცებენ, რომ ჩემი შვილი დამნაშავეა, ჩემმა შვილმა არ გაიხაროს და სამუდამო პატიმრობა მისცენ. თეორიულად დასაშვებია, რომ მეც მატყუებს, მაგრამ გამოძიებამ გაარკვიოს. მკვლელი ვინც არ უნდა იყოს, ჩემი შვილიც რომ იყოს, სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოს. მაგრამ ეს კარიერისტი კაცი იმის მაგივრად, რომ გამოძიებას ყველა დეტალში ჩაეძიოს, შეცდომა არ გააპარებინოს, ყველაფერს ხელს აფარებს, მე უფრო მაინტერესებს გამოძიება, ვიდრე ამ კაცს. მაგალითად, ფაქტების განადგურება არ აინტერესებს. ბიძამისი კარიერისტი ადამიანია, არ ვიცი სამინისტროს რაზე მოელაპარაკა. ხალხს გააცნო თავი თორემ აქამდე ვინ იცნობდა? ის პოლიტიკურ გეგმებზე ფიქრობს. გამოძიება არასწორად მიმდინარეობს", - განაცხადა ჟურნალისტებთან შეხვედრისას თამაზ ხომასურიძემ. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ექვსი არასრულწლოვნის წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ 4 დღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად ფეხბურთელის ცხედარი მდინარე არაგვში იქნა ნაპოვნი. პროკურატურის მიერ გავრცელებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზად ასფიქსია, წყალში დახრჩობით დასახელდა. გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.



0
98
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
98