x
მეტი
  • 13.08.2020
  • სტატია:102492
  • ვიდეო:347285
  • სურათი:466412
რატომ არ შეიძლება საპირფარეშოში კითხვა და კიდევ 2 ჩვევა, რომელიც თქვენს ჯანმრთელობას ვნებს

image


როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ამ რამდენიმე დამღუპველ ჩვევას უმჯობესია მანამდე გადაეჩვიოთ, სანამ მათ, თქვენი ორგანიზმითვის საბოლოოდ, გამოუსწორებელი ზიანი მიუყენებია. მაშ, ასე გთავაზობთ იმ 3 მავნე ჩვევას, რომელიც თქვენს ჯანმრთელობას ისე ანადგურებს, რომ ამის შესახებ წარმოდგენაც კი არ გაქვთ.



კითხვა საპირფარეშოში



image


ექსპერტები ამტკიცებენ რომ უნიტაზზე, გაზეთით ან "გაჯეტით" დიდი ხნის განმავლობაში ჯდომის შედეგად შესაძლოა ჰემოროი ( ბუასილი) გაგიჩნდეთ, ვინაიდან დიდი ხნის განმავლობაში ამ მდგომარეობაში ყოფნით მსხვილი ნაწლავის დეფორმირება ხდება, იქმნება ზედმეტი დაძაბულობა, რის შედეგადაც კვანძები ჩნდება. საპირფარეშოში სმარტფონით განმარტოება კიდევ ერთ სერიოზულ რისკთან - მიკრობებთან არის დაკავშირებული, რომელიც უნებურად, სხვადასხვა ნივთთან თქვენი პირდაქირი კონტაქტის შედეგად ტელეფონის ეკრანზე ხვდება, საიდანაც შემდეგ უკვე თქვენს სახეზე გადადის, ამიტომ შეეცადეთ საპირფარეშოში ტელეფონი თან არასდროს წაიღოთ.




ტრაპეზი ტელევიზორის ან მონიტორის წინ



image


თუ ტელევიზორის ან კომპიუტერის წინ ჭამის მოყვარული ხართ, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ ამ დროს მთელი თქვენი ყურადღება არა საკვებზე, არამედ ეკრანზეა კონცენტრირებული, სწორედ ამიტომ, ორგანიზმი მყისიერად, დანაყრებისთანავე სიგნალს არ გაწვდით, რის გამოც, ბევრ, ზედმეტ და უსარგებლო კალორიას იღებთ.




ყოველდღიური დაბანა



image


ექიმები ირწმუნებიან, რომ ყოველდღიურ დაბანას არაფერი სასიკეთოს მოტანა არ შეუძლია, პირიქით, ხშირი დაბანით თქვენ დამცავი კანის ფენას მთლიანად იცილებთ, რის შედეგადაც კანის საფარზე წარმოქმნილი მიკრობზარების მეშვეობით ნებისმიერი სახის ინფექციით შესაძლოა უფრო იოლად დასნებოვდეთ.





0
242
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
242