x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვიდეო: ოქროს ქვა, რომელიც ფიზიკის კანონის საწინააღმდეგოდ 2600 წელია კლდიდან არ ვარდება
image




ბუდას ოქროს ქვა, კლდის ნაპირზე მდებარე მასიური ქვა, არის მნიშვნელოვანი სალოცავი ადგილია ბირმელი ბუდისტებისთვის.




თითქოს სადაცა ეს ქვა მთიდან მოწყდება და მიანმის დიდ ხრამში ჩავარდება. თუმცა, უზარმაზარი გრანიტის ქვა, რომელიც ოქროს ქვად არის ცნობილი, სასწაულებრივად დგას კლდის ნაპირზე უკვე 2600 წელია, მას შემდეგ, რაც ბირმის სულებმა ის მაღლა აიტანეს.





image





მომლოცველები აქ ჩადიან, რათა ბუდას თაყვანი სცენ და ქვის ზედაპირზე დაამატონ ოქროს ფოთოლი, რომელიც გრავიტაციას იცავს და დელიკატურად აბალანსებს ქვის მდებარეობას 1100 მეტრის სიმაღლის მთაზე.




ის ნამდვილად საოცრებაა. ლეგენდის თანახმად, ოქროს ქვა დამაგრებულია ბუდას თმის ღერზე, რომელიც მან ადგილობრივ მაცხოვრებელს გადასცა. მიანმეში ხალხს სრულად სჯერა ლეგენდის. ასობით ათასი ბირმელი აქ მოდის ყოველწლიურად, რათა, იგრძნონ სიახლოვე ბუდასთან და უბრალოდ ხელით შეეხონ ოქროს ქვას.





image




მათ, ვისაც სურს დარწმუნდეს, რომ ქვა არ არის კლდის ნაწილი, უფლება აქვთ შეეხონ მას. ლოდს შეუძლია სრიალი, მაგრამ ფიზიკის ყველა კანონის საწინააღმდეგოდ, ის არ ვარდება. ადამიანს არ შეუძლია ამ სასწაულის ადგილიდან დაძვრა.



ქვას არ ეშინია ქარის და მიწისძვრის, მაგრამ მაინც არის ის, რისიც ეშინია - ეს არის ქალის შეხება. ამბობენ, რომ მხოლოდ ქალის მსუბუქ ხელს შეუძლია ოქროს ლოდის ჩამოგდება. აქედან გამომდინარე, სუსტი სქესის წარმომადგენლებს სალოცავთან ათ მეტრზე მიახლოების უფლება არ აქვთ.





image



დაღამებისთანავე ოქროს ქვის გარშემო ყველაფერი ივსება იდუმალებით, ამ იდუმალებას აძლიერებს სანთლების შუქი და პატარა სურნელოვანი სანთლების არომატი.








0
345
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
345
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0