შოუბიზნესი ნაოჭები და მოშვებული კანი: მონიკა ბელუჩის დაბერებულმა სახემ თაყვანისმცემლები შოკში ჩააგდო 2020, 30 ივლისი, 22:43 ცოტა ხნის წინ, ინტერნეტსივრცეში პაპარაცების მიერ გადაღებული მონიკა ბელუჩის ახალი ფოტოები გამოჩნდა, რომელზეც ლეგენდარული ვარსკვლავი არც თუ იდეალურად გამოიყურება. კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, მსოფლიოს ამჯერად განსჯის ახალი თემა მიეცა. სრულიად სამყარო ყველასთვის საყვარელი "მალენას" გარეგნულმა ცვლილებებმა მეტისმეტად აღაშფოთა. რა თქმა უნდა, არ ღირს ტემპერამენტიანი ლამაზმანის ასაკის დავიწყებაც, იტალიელი კინომსახიობი და მილიონობით მამაკაცის გულთამპყრობელი არც მეტი, არც ნაკლები - 55 წლის არის.საკუთარ ასაკთან შედარებით ვფიქრობ ის არც თუ ცუდ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება, თუმცა როგორც ჩანს, ინტერნეტმომხმარებლებს სურთ რომ ლამაზმანი მუდამ ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს და შესანიშნავ ფორმაში რაც შეიძლება კიდევ უფრო დიდხანს დარჩეს. აღსანიშნავია ისიც, რომ მონიკა ყოველთვის ბუნებრივი სილამაზისა და ქირურგიული ჩარევების გარეშე დაბერების მომხრე იყო, სწორედ ამიტომ არც ახლა აპირებს ის პლასტიკური ქირურგის დანის ქვეშ "გასაახალგაზრდავებლად" დაწოლას.469 1-ს მოსწონს |