x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ყველაზე დიდი კოღო მსოფლიოში
ვის არ სმენია გრძელფეხება კოღოს შესახებ, რომელიც ჩვეულებრვისაგან თავისი ზომით განსხვავდება? მიუხედავად იმისა, რომ ისინი აბსოლუტურად უვნებელნი არიან ბევრ ადამიანს უჩნდება სურვილი სწრაფადვე მოშორდეს დიდ ფრთებიან და გრძელფეხება მონსტრს.


მაგრამ კოღოები, რომლებიც ჩვენს ტერიტორიაზე ბინადრობენ გაცილებით პატარები არიან თავიანთ თანამოძმეებთან შედარებით, რომლებიც ჩინეთშია გავრცელებული. ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით ერთ – ერთ პროვინციაში, ჩინელი ნატურალისტების მიერ ორგანიზებული ექსპედიციის დროს, აღმოჩენილი იქნა უზარმაზარი კოღო გრძელფეხებათა ოჯახიდან.

image

აღმოჩენა ეკუთვნის ენტომოლოგ ჟაო ლის, რომელიც არის ჩინეთის მწერების მუზეუმის დირექტორი ქალაქ ჩენდუში. მეცნიერი ირწმუნება, რომ ჩვენს წინაშე ყველაზე დიდი კოღოა, რომელიც ოდესმე აღმოუჩენიათ. ამის შესამოწმებლად, ჟაომ რამდენიმე თვე გაატარა არქივების შესწავლაში და თავისი კოღოს პარამეტრების შედარებაში სხვა ნიმუშებთან. გიგანტური მწერის ფრთების სიგრძეა 11, 15 სმ, რაც ერთი მესამედით მეტია ამ ოჯახის ტიპიურ წარმომადგენელთან შედარებით.


imageროგორც ჩანს ჩვენს წინაშეა ისტორიაში უდიდესი კოღო, რომლის დაჭერაც ადამიანმა მოახერხა.

0
54
1-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0