x
მეტი
  • 28.09.2020
  • სტატია:103593
  • ვიდეო:347837
  • სურათი:467973
როგორ და რატომ გახდა ინგლისის I დედოფალი «სისხლიანი მერი»

მერი ტიუდორი ჰენრი VIII და კატალინა არაგონელის ერთადერთი შვილი და ინგლისის პირველი ქალი მონარქი იყო... ამიტომ, მამას ქალიშვილი სიგიჟემდე უყვარდა, მას მუდამ ანებივრებდა და «გვირგვინის ყველაზე მშვენიერ მარგალიტს» ეძახდა. მაგრამ, ეს მანამდე გაგრძელდა, ვიდრე მეფე მის ახალ სიყვარულს — მომხიბლავ ენ ბოლეინს არ შეხვდა.


image


როდესც ჰენრი და ენი დაქორწინდნენ, მერი მარტო დარჩა, ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით — მამამ და დედინაცვალმა ის დედას დააშორეს და ოთხ კედელს შორის გამოკეტეს. ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ სწორედ ბავშვობაში გადატანილი ტრამვა გახდა მომავალი დედოფლის სისასტიკის მიზეზი. თუმცა, მისი ბიოგრაფიის დეტალურად გაცნობის შემთხვევაში, «სისხლიანი მერის» ცხოვრების, არაერთი საინტერესო ფაქტის «ამოქექვა» შეიძლება, რომელსაც შეეძლო მის შემდგომ ქმედებებზე ემოქმედა...

მერი I ტიუდორი ისტორიაში, როგორც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მმართველი ისე შევიდა. სწორედ ამიტომ შეარქვეს დედოფალს, მისმა ქვეშევრდომებმა «სისხლიანი მერი».


imageჰენრი VIII


1509 წლის 11 ივნისს ჰენრი VIII და კატალინა არაგონელმა გრინვიჩის სამლოცველოში ჯვარი დაიწერეს. მომდევნო წლების მანძილზე კატალინა წარმატებით ასრულებდა ესპანეთის ელჩის როლს და ინგლისში მამის ინტერესებს იცავდა. მაგრამ, მისი პირდაპირი მოვალეობა მემკვიდრის გაჩენა იყო და ამიტომ, მეუღლის ყოველ ფეხმძიმობას ჰენრი დიდი მღელვარებით ელოდა.

რატომ «ყოველი»? იმიტომ, რომ პირველი ფეხმძიმობა ვადაზე ადრე, მკვდარი ბავშვის დაბადებით დასრულდა. მალე დედოფალი ისევ დაფეხმძიმდა და 1511 წლის პირველ დღეს, ტახტის მემკვიდრე გაჩინა. მაგრამ, ბავშვი 2 თვისაც არ იყო, მოულედნელად რომ გარდაიცვალა. შემდეგ დედოფალს კიდევ ორჯერ ჰქონდა წარუმატებელი ფეხმძიმობა და სამეფო ოჯახს მემკვიდრის დაბადების იმედი გადაეწურა... მაგრამ, 1515 წელს დედოფალი ისევ დაფეხმძიმდა და მომდევნო წლის 18 თებერვალს მას ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც მერი დაარქვეს.


imageკატალინა არაგნელი


ჰენრი, ქალიშვილის დაბადების გამო, იმედგაცრუებული დარჩა და ამიტომ, ჯერ კიდევ ნორჩ პრინცესას და საფრანგეთის პრინცის ფრანსუა III დე ვალუას ნიშნობას გაუკეთა ორგანიზება. ამასთან, ქორწინების ხელშეკრულებაში ჩააწერინა, რომ თუ მეფეს ვაჟი არ შეეძინებოდა, მის შემდეგ ტახტს მერი დაიკავებდა. თუმცა, მეფეს არ ახარებდა ის აზრი, რომ ინგლისის მეფე, შეიძლებოდა ფრანგი გამხდარიყო, სწორედ ისევე, როგორც აზრი, რომ ქვეყნის მომდევნო მმართველი ქალი უნდა ყოფილიყო.

ჰენრის ტახტის მემკვიდრის დაბადების იმედი მანამდე ჰქონდა, ვიდრე დედოფლის კიდევ ერთი ფეხმძიმობა არ დასრულდა უშედეგოდ. იმ დროს პოლიტიკური ვითარება ევროპაში ძალიან დაიძაბა. ჰენრიმ საფრანგეთის მეფესთან შეხვედრის შემდეგ, ამ ქვეყანასთან სამოკავშირო ურთიერთობის გაგრძელება აღარ ისურვა და ახალი ალიანსი საღვთო რომის იმპერატორთან კარლ V გააფორმა. შესაბამისად, საფრანგეთის პრინცთან მერის ნიშნობა ჩაიშალა და ის უკვე კარლის საცოლე გახდა. იმ შემთხვევაში, თუ ამ ქორწინების შედეგად ვაჟი დაიბადებოდა, ინგლისის ტახტი მას გადაეცემოდა.

თუმცა, ჰენრი არც ამ გადაწყვეტილებით იყო კმაყოფილი — მეფეს უნდოდა, რომ ინგლისის ტახტი მის ვაჟს დაეკავებინა. ხოლო, სამეფო კარის ლაქიებმა ჭორაობა დაიწყეს, რომ მეფეს მეუღლის უარყოფა უნდოდა, რადგან ის ვეღარ ფეხმძიმდებოდა. გარდა ამისა, იმ პერიოდში მეფის ყურადღება მთლიანად დედოფლის ფრეილინა – ენ ბოლეინისკენ იყო მიმართული და ეს მის სხვა გატაცებებს არ ჰგავდა. ეტყობიდა, რომ მეფე შეყვარებული იყო...

ვარაუდები გამართლდა და 1527 წელს ჰენრიმ მეუღლესთან დაშორება გადაწყვიტა. თუმცა, ამის გაკეთება არც ისე მარტივი იყო, რადგან საამისოდ არანაირი მიზი არ არსებობდა, მეფის იმ განცხადების გარდა, რომ თითქოსდა, «მათი ქორწინება დაწყევლილი იყო» და რომ მკვდრადშობილი ბავშვები «ღვთის ნიშანი» იყო. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო განხილვები 1534 წლამდე გაგრძელდა და 23 მაის მეფის გამარჯვებით დასრულდა. ხოლო, 28 მაის მისი მეუღლე უკვე ენ ბოლეინი იყო.

მთელი ამ ხნის მანძილზე, მერი შორიდან აკვირდებოდა მშობლებს შორის დაძაბულ ურთიერთობებს, რადგან ხმის ამოღების უფლება არ ჰქონდა — როგორც მას უთხრეს, «ეს სახელმწიფო მნიშვნელობის საქმე იყო და მას იქ არაფერი ესაქმებოდა».


imageჰენრი და ენ ბოლეინი


როდესაც ენ ბოლეინი მერის დედინაცვალი ოფიციალურად გახდა, კატალინა არაგონელი სასახლიდან გააძევეს და შვილთან ურთიერთობა აუკრძალეს. ყოფილი დედოფალი სიცოცხლის ბოლომდე კიმბოლტონის სასახლეში ცხოვრობდა, მარი კი — მას შემდეგ, რაც ყველა ტიტული, ძვირფასეულობა და მსახურები ჩამოართვეს, საკუთარ საძინებელში გამოკეტეს. 1534 პრინცესა მერი მეფის «უკანონოდ შობილ ქალიშვილად» გამოაცხადეს, რომელიც ქვეყანას ჰენრის და კატალინას «ცოდვითი თანაცხოვრების» შედეგად მოევლინა. ხოლო, ტახტის ერთადერთი მემკვიდრე ენის ქალიშვილი ელისაბედი გახდა.

მერი თავისი ნატურით მეამბოხე იყო და ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებდა. გოგონა თავს ისევ პრინცესად და ტახტის მემკვიდრედ თვლიდა. თუმცა, არ იცოდა მამის კეთილგანწყობა როგორ დაებრუნებინა.

მერი მთელ დღეებს საკუთარ საძინებელში ატარებდა, რადგან იქიდან გამოსვლა ეკრძალებოდა. მოსამსახურეებს მასთან საჭმელ-სასმელი მიჰქონდათ და თუ ვინმე გოგონასადმი სულ მცირე კეთილგანწყობას გამოიჩენდა, დედოფლის ბრძანებით, სასტიკად ისჯებოდა. მერი კი, ყველანაირად ცდილობდა, რომ ერთ დროს მზრუნველი მამისთვის ხმა მიეწვდინა და მსახურების ხელით, წერილებს უგზავნიდა. მაგრამ, არცერთი წერილი ადრესატამდე არ მისულა. თუმცა, რომც მისულიყო, საეჭვოა, რომ რამე შეცვლილიყო.

ერთხელ მეფე ისე განარისხა ქალიშვილის სიჯიუტემ, რომ მომაბეზრებელი წარსულის საკითხი, ერთხელ და სამუდამოდ გადასაწყვეტად, მერის და ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ, სასამართლოში სარჩელის შეტანა გადაწყვიტა. თუმცა, ჰენრი როგორც არუნდა სასტიკი მმართველი ყოფილიყო, საკუთარი შვილის სიკვდილით დასჯა მაინც ვერ შეძლო... და მერი გადარჩა. მაგრამ, იმ ემოციებმა, რომლის გადატანა მას, იმ რთულ პერიოდში მოუხდა, ინგლისის მომავალი მონარქი სამუდამოდ შეცვალა.


image
1534 წელს ენი ისევ დაფეხმძიმდა. მაშინ ჰენრის დიდი ხნის ოცნების ახდენის — ნანატრი ვაჟის დაბადებს შანსი გაუჩნდა. თუმცა, მას იმედგაცრუება ელოდა... გარკვეული პერიოდის შემდეგ, დედოფალმა ბავშვი დაკარგა, ხოლო მეფემ ნუგეში მის ფრეილინასთან ჯეინ სეიმურთან ჰპოვა. სწორედ მან გააჩინა ინგლისის ტახტის მემკვიდრე და მომავალი მეფე ედუარდ VI.

ჯეინზე რომ დაქორწინებულიყო, ჰენრიმ ხრიკს მიმართა და საკუთარი მეუღლე ღალატში დაადანაშაულა... და მერის ბოროტმა დედინაცვალმა სიცოცხლე ეშაფოტზე დაასრულა. ამის შემდეგ, მერის, მამასთან ურთიერთობა შედარებით გამოუსწორდა. თუმცა, იმ მომენტისთვის, გოგონას საკმაოდ დიდი წყენა ჰქონდა დაგროვდა მოღალატე მამის მიმართ.

მერიმ ახალ დედინაცვალთან დამეგობრება შეძლო და სწორედ მისი ძალისხმევით მოხდა გოგონასთვის პრინცესას და ტახტის მემკვიდრის ტიტულის დაბრუნება. ხოლო, როდესაც ჯეინი გარდაიცვალა (მშობიარობას გადაყვა), მერიმ ეს დანაკარგი ძალიან მძიმედ გადაიტანა. ფაქტიურად, ის ერთადერთი იყო, ვინც ჯეინის დაღუპვას გლოვობდა, — ყველა დანარჩენი, ტახტის მემკვიდრის დაბადებით იყო გახარებული. 15 წლის ასაკში, ფილტვების დაავადებით, გარდაიცვალა ედუარდ VI–ც.

მამის და ძმის გარდაცვალების შემდეგ, ინგლისის სამეფო ტახტზე მერი ავიდა და ქვეყნის ისტორიაში, პირველი ქალი მონარქი გახდა. მან გადაწყვიტა, თუნდაც უკვე გარდაცვლილი მამისთვის დაემტკიცებინა, რომ მასში ეჭვი ტყუილად ეპარებოდა — რომ ის ინგლისის საუკეთესო მმართველი იქნებოდა და მომავალში, სახელმწიფოს ღირსეულ მემკვიდრეს აჩუქებდა... საქმროსადმი კი, დედოფალს შემდეგი მოთხოვნები ჰქონდა: ის უნდა ყოფილიყო კეთილი, საკმარისად ახალგაზრდა, იმისთვის რომ შვილი შესძენოდა, არც ისე ღარიბი, კეთილშობილური წარმომავლობის, ერთგული... და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მერი, იმ პერიოდისთვის, უკვე 38 წლის იყო და განსაკუთრებული სილამაზით არ გამოირჩეოდა.



imageფილიპე II


სასახლეში ყველა ხვდებოდა, რომ როდესაც მერი თავისი ოცნების მამაკაცს აღწერდა, მასში ესპანეთის პრინცს ფილიპეს გულისხმობდა, რომელიც იმ დროისთვის, ქვრივი იყო, შვილი ჰყავდა და მასზე 11 წლით უმცროსი იყო. როდესაც მერიმ მისი პორტრეტი პირველად ნახა, მაშინვე იკითხა, «პრინცი მართლაც ასეთი ლამაზი არისო?». ხოლო, პირადად შეხვედრის შემდეგ, დარწმუნდა, რომ მისი გული დაპყრობილი იყო.

მერის საათობით შეეძლო პრინცთან მათ მომავალზე საუბარი და ტახტის მემკვიდრის სახელზე ფიქრი. ხოლო, ფილიპე ამ დროს მხოლოდ იმაზე ოცნებობდა, რომ დედოფალი დროზე დაფეხმძიმებულიყო, შვილი გაეჩინა და მამას მისთვის ესპანეთში დაბრუნების უფლება მიეცა. «და თუ მშობიარობას გადაყვება...», — თავისთვის ფიქრობდა ფილიპე, მაშინ, ვიდრე მემკვიდრე გარკვეულ ასაკს არ მიაღწევდა, ინგლისის ტახტი მას დარჩებოდა.

ქორწილიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, დედოფალმა საყვარელ მეუღლეს სასიხარულო ამბავი აცნობა, — ის ფეხმძიმედ იყო. თუმცა, მერის ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელდა, ექიმმა მას უთხრა, რომ სავარაუდოდ, ორსულობა ტრაგიკულად დასრულდებოდა... ხოლო, ფილიპე ესპანეთში გაემგზავრა, ვითომდა მამის დაჟინებული თხოვნით. მეუღლეს დაჰპირდა, რომ მალე დაბრუნდებოდა, მაგრამ ინგლისში კარგა ხანს აღარ გამოჩენილა. მერი კი, კიდევ დიდ ხანს წერდა მას გრძელ წერილებს... ხოლო მისგან, მხოლოდ მოკლე პასუხებს და მისთვის ფულის სესხების თხოვნებს იღებდა.

მაშინ მერიმ გადაწყვიტა, თავი მთლიანად სახელმწიფო საქმეებისთვის მიეძღვნა და ინგლისი ისეთი გაეხადა, როგორზეც ყოველთვის ოცნებობდა... მაგრამ, შეგიძლიათ წარმოიდგინით, რას ნიშნავს უსაზღვრო ძალაუფლება შეყვარებული და გულგატეხილი ქალის ხელში?! მთელი ქვეყანა დენთით სავსე კასრზე ოჯდა, ხოლო სიმშვიდე მხოლოდ იმ მოკლე პერიოდებში ისადგურებდა, როდესაც ფილიპე მეუღლეს პატივს დასდებდა და ცოტა ხნით ესტუმრებოდა ხოლმე...

მალე გაირკვა, რომ დედოფალი ისევ ფეხმძიმედ იყო, თუმცა, ისევე როგორც წინა შემთხვევაში, მერის იმედგაცრუება ელოდა, რადგან ბავშვს დაბადება არ ეწერა.


image ელისაბედ I


ამის შემდეგ, მთელი თავისი მრისხანება და ბრაზი, უსამართლო ბედის გამო, დედოფალმა რეფორმატორების წინააღმდეგ მიმართა, რომლებიც რამდენიმე წლის წინ, მას ავიწროვებდნენ. ქვეყნის მასშტაბით, ერთმანეთის მიყოლებით, კოცონს ანთებდნენ... დედოფალმა ბრძანა, რომ არავინ დაენდოთ, მათ შორის ისინივ, ვინც კათოლიკობის მიღებაზე თანხმობას იტყოდა. ქვეყანაში «წმენდა» 4 წელს გაგრძელდა და რელიგიური, თუ პოლიტიკური მოტივით დევნის მსხვერპლი ასობით ადამიანი გახდა. სასტიკი მმართველობა ქვეყანაში, მერის სიკვდილის შემდეგ დაუსვა.

1558 შემოდგომაზე, დედოფალი ცებ-ცხელებით დაავადდა და იმავე წელს, მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი სიკვდილის შემდეგ ტახტზე, ენ ბოლეინის ქალიშვილი, ელისაბედი ავიდა, რომელიც ისტორიაში როგორც თამამი რეფორმატორი და ნიჭიერი მმართველი შევიდა. 1603 წელს, როდესაც ის გარდაიცვალა, დის გვერდით, უესტმინსტერის სააბატოში დაკრძალეს. დების საერთო საფლავზე ინგლისელებმა მხოლოდ ერთი — მათი საყვარელი ელისაბედ I ქანდაკება აღმართეს. ხოლო მერის, სამშობლოში, არცერთი ძეგლი არ დაუდგეს, რადგან მისი სახელი სისხლიან რეპრესიებთან ასოცირდება.

imageimageimage* ყოფილმა აგენტმა პრინცესა დიანას მკვლელობა აღიარა
* საიდუმლო, რომელსაც ბრიტანეთის სამეფო კარი საუკუნეზე მეტხანს მალავდა
* ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები, ერთის გარდა, ნათესავები არიან

* თუ სურვილია, საბაბიც მოიძებნება... 3 ყველაზე უაზრო ომი კაცობრიობის ისტორიაში

* როგორი იქნებოდა მსოფლიო, ევროპული იმპერიები რომ არ დაშლილიყო

0
479
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
479
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0