x
image
ლურჯი თოლია
ევროპის ქვეშ დაკარგული კონტინენტი აღმოაჩინეს

image

ასობით მილიონი წლის წინ, დედამიწაზე არსებობდა ერთი გიგანტური სუპერკონტინენტი, სახელად პანგეა, რომელიც თანდათანობით დაიყო დღეს არსებულ კონტინენტებად. ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ პროცესში, დაახლოებით 120 მილიონი წლის წინ, ერთ-ერთი კონტინენტი თანამედროვე სამხრეთ ევროპის ქვეშ შეცურდა და დღემდე იქ იმალება.

დაკარგული კონტინენტი, რომელსაც „დიდ ადრიას“ უწოდებენ, 240 მილიონი წლის წინ გაჩნდა, მას შემდეგ, რაც ის გონდვანას გამოეყო. დიდი ადრია მართლაც საკმაოდ დიდი იყო. ვრცელდებოდა ამჟამინდელი ალპებიდან ირანამდე, მაგრამ მისი გარკვეული ნაწილი მაინც წყალქვეშ იყო მოქცეული. ანუ, მკვლევართა განცხადებით, მოიცავდა კუნძულებისა და არქიპელაგების მთელ სერიას. ის ჩრდილოეთით მოძრაობდა, ბოლოს კი ევროპას შეეჯახა.

დიდი ადრია აფრიკის ტექტონიკურ ფილას მიეკუთვნებოდა (მაგრამ არ იყო მისი ნაწილი, რადგან მათ შორის ოკეანე იყო), რომელიც ნელა ცურდებოდა ევრაზიის ფილის ქვეშ, თანამედროვე სამხრეთ ევროპასთან.

დაახლოებით 100-120 მილიონი წლის წინ, დიდი ადრია ევროპას შეეჯახა და მის ქვეშ ჩაძირვა დაიწყო, მაგრამ ზოგიერთი ქანი იმდენად მსუბუქი იყო, რომ დედამიწის მანტიაში არ ჩაიძირა და მაღლა ამოვიდა. სწორედ ასეთი ნგრევის პროცესის შედეგად წარმოიქმნა ალპები, სადაც ეს უძველესი ქანები ჩაჭედილი დარჩა.

0
479
2-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
479
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0