x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
აღმოაჩინეს ეგზოპლანეტა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია სიცოცხლის საძებნელად

image

2019 წლის სექტემბერში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ პირველად ისტორიაში, პოტენციურად სასიცოცხლო პლანეტაზე აღმოაჩინეს წყლის ორთქლი. პლანეტა, სახელად K2-18b სუპერდედამიწის ტიპისაა და გარს უვლის ჩვენგან 110 სინათლის წლის მანძილზე მდებარე წითელ ჯუჯა ვარსკვლავ K2-18-ს, თანაც სასიცოცხლო ზონის შუაგულში — ანუ ვარსკვლავიდან ისეთ მანძილზე, რომ მის ზედაპირზე შესაფერისი ტემპერატურაა უნდა იყოს თხევადი წყლის შესანარჩუნებლად (წყალი არც აორთქლდეს და არც გაიყინოს). თუმცა, სიცოცხლისათვის ხელსაყრელობა მხოლოდ შესაფერის მანძილზე როდია დამოკიდებული; ამის ნათელი მაგალითია მარსი.

K2-18b ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი ეგზოპლანეტაა, ანუ მზის სისტემის მიღმა მდებარე პლანეტა, რომლის ატმოსფეროშიც წყლის ორთქლია, ტემპერატურა კი ზედაპირზე თხევადი წყლის შენარჩუნებისთვის საჭირო დიაპაზონში მერყეობს. ეს არ გახლავთ დადასტურებული მტკიცებულება იმისა, რომ K2-18b ნამდვილად არის სიცოცხლისათვის ხელსაყრელი, მაგრამ იმას კი ნამდვილად მიუთითებს, რომ ასეთ პლანეტებს სასიცოცხლო პოტენციალი აქვთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სასიცოცხლო პლანეტების ძებნისას მხოლოდ კლდოვან პლანეტებზე არ უნდა ვფოკუსირდეთ.

0
145
2-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
145
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0