x
წმინდა მამების 7 გამონათქვამი, რომელიც თქვენს დღეს უკეთესობისკენ შეცვლის
image

ყოველდღიური განწყობის შეცვლა სულ მცირე დეტალებსაც კი შეუძლიათ, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ ვიზრუნო თქვენს დღევანდელ განწყობაზე და შემოგთავაზოთ წმინდა მამების რამოდენიმე გამონათქვამი, რომელიც აუცილებლად დაგმუხტავთ დადებითად.

1.ბრძენი ბევრს იფიქრებს, ვიდრე რაიმეს იტყოდეს, სახელდობრ: რა, ვის, სად და როდის უნდა უთხრას.
(წმ.ამბროსი მედიოლანელი)

2.ვერცერთი სიტყვა, რომელიც საქმეს არ ეყრდნობა, ყურს ვერ გასცდება, მაგრამ როდესაც სიტყვა საქმესთან ერთიანდება, ცოცხლდება და გულამდე აღწევს.
(წმ.ისიდორე პელუზიელი)

3.საკუთარი თავის ცოდნა-ყველაზე ძნელი და ყველაზე სასარგებლო ცოდნაა.
(აბა პიემანი)


4.რაც უფრო მკაცრად და მიუკერძოებლად მსჯელობს ადამიანი საკუთარი საქმეების შესახებ, მით უფრო შემწყნარებელი და სამართლიანია მისი განსჯა მოყვასის საქმეების მიმართ.
(წმ.ნილოს სინელი)

5.სიძულვილი ანდა შური სათნოების ნიღაბქვეშ-იგივეა, რაც მწარე წყალი ოქროს ჭურჭელში.
(წმ.ეფრემ ასური)

6.მწუხარება ჩვენი სკოლაა, სადაც ვსწავლობთ.
(წმ.იოანე ოქროპირი)

7.ჭეშმარიტმა სიყვარულმა არ იცის შიში და დაბრკოლება.
(ეპ.ლეონიდე ოქროპირიძე)

0
173
2-ს მოსწონს
ავტორი:ანი ბალიაშვილი
ანი ბალიაშვილი
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0