x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"შუშის სასახლეში ქრისტეს ტირილი იყოო, ივანიშვილს კითხვით დაუწყია, და იქ დაწყებულა რაც დაწყებულა" - ნახეთ, რა კულუარულ ინფორმაციას ასაჯაროებს ელისო კილაძე

image


ჟურნალისტი და გაზეთ "ქრონიკა +" - ის რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში იმ სკანდალურ ინფორმაციას ასაჯაროებს, რომელიც მისმა კონფიდენციალურმა წყარომ მას რამდენიმე დღის წინ მიაწოდა, კილაძის თქმით, ახალგაზრდა, 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები შუშის სასახლეში დაიბარა, სადაც მათ ერთგვარი "განკითხვის დღე" მოუწყო და გამოძიებისთვისა და დამნაშავეების დასასჯელად ერთი თვის ვადა მისცა, გახარიას კი საქმის პირად კონტროლზე აყვანა დაავალა: "კვირის აქცენტების მერე, როცა სულ სამ ეპიზოდში ჩამოეშალათ გამოძიება, ძალოვანი უწყებების პირველი პირები შუშის სასახლეში იხმეს. ქრისტეს ტირილი იყოო, - ჩემმა წყარომ. ივანიშვილს კითხვით დაუწყია, ჟურნალისტები რომ დადიან, რამდენი ხართ ნამყოფი შემთხვევის ადგილასო? აღმოჩნდა რომ არც ერთი ! მეორე კითხვა ჩვენებებს ეხებოდა, რა ცირკი მოაწყვეთ, ამდენი და ამდენჯერ შეცვლილი ჩვენებები რა უბედურებააო. პროკურორს ახსნა უცდია, დაზუსტების უფლება აქვს მოწმესო! და იქ დაწყებულა რაც დაწყებულა...ოფლში იწურებოდნენ სიმწრისგანო ! ჰო, უკითხავს, ნინო გიორგობიანი ვინ არისო.... ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ერთი თვე მიუცია გამოძიებისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის. გახარიასთვის უთქვამს, პირად კონტროლზე აიყვან საქმეს და პირადად აგებ პასუხს შედეგებზეცო! და რა გააკეთა გენერალურმა პროკურატურამ? მკვლელობის საქმე ცალკე გამოყო-მხარე აღარ არსებობს, შესაბამისად, მედიას მასალები არ ექნება ! და ქოცვაჭარი ბიძა აფრინა ნარეკვავში ტვ პირველთან ერთად, გვარამია და კილაძე იტყუებიანო! ადექვატურები ესენი .. დროის ათვლა დაიწყო, ახლა ვერსიებში გახლართულები სხედან და ფიქრობენ, -19 წლის სასტიკად მოკლული ბიჭის ცხედარი როგორ მიიტანონ წყლამდე. ჰო, ნიკა ჟვანიას ადვოკატი შეუცვალეს, გიორგი ყავლაშვილი დაუნიშნეს(ქოცნახირის ბღავილი რატომ არ მესმის სისხლიანი ცხრა წელეეეეო, თუ არ იცით ვინაა?) დაჩი ბუაძეს ქალაქგარეთ "შვებულება" შეაწყვეტინეს და დაკითხვაზე დაიბარეს !(არადა, დათესილი იყო) ნახალოვკის კლასტერი დაიშალა !"- დაწერა ელისო კილაძემ სოციალურ ქსელში.



0
231
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
231