x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
რატომ ფიქრობს გიორგი მასხულია სუიციდზე და როგორ მოხვდა დედამისი საავადმყოფოში?
image


დაპირისპირება ცნობად სახეებს შორის პიკს აღწევს. დიზაინერი და სამოდელო სააგენტო „გოლდენ ბრენდის“ დირექტორი, მისტერ ვალენტინის ხელძღვანელი გიორგი მასხულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართავს.

როგორც დიზაინერი წერს, გადაცემა „ფარულ კონვერტში“ აჩვენეს მასზე გაკეთებული პოსტი, რის გამოც ის საზოგადოების მხრიდან ბულინგის მსხვერპლი გახდა და დიზაინერი სუციდით იმუქრება.


„გთხოვთ მიიღოთ შესაბამისი ზომები, წინააღმდეგ შემთხვევაში მე იძულებული გავხდები სუიციდის მსხვერპლი გავხდე, რათა ჩემთვის უცნობი ინფორმაცია ნინო ადამაშვილმა გაასაჯაროვა სოციალურ ქსელში, ეს გამოიწვია სატელევიზიო გადაცემა ფარულ კონვერტში, რომლის წამყვანიც არის ია ფარულვა და მისი სტუმარი გადაცემაში იყო გიორგი ნაზღაიძე, სადაც გადაცემაში აჩვენეს ჩემზე გაკეთებული პოსტი რამაც გამოიწვია საზოგადოების მხრიდან ჩემზე ბულინგი.



ეს არის განზრახ მიზან მიმართული, ზეწოლა ჩემს მიერ რამაც მიმიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე.გთხოვთ სათანადო ზომები მიიღოთ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული ვხდები ია ფარულავას, გიორგი ნაზღაიძის, და ნინო ადამაშვილის მიზანმიმართული ჩემს მიმართ განხორციელებული ზეწოლის გამო სუიციდის მსხვერპლი გავხდე“- წერს გიორგი მასხულია.


ცნობისთვის, დიზაინერმა გიორგი მასხულიამ ია ფარულავას ფეისბუქ პოსტი მიუძღვნა, სადაც იგი ფარულავს მოუწოდებდა, რომ მის ბულინგს შეშვებოდა.


* * *

დიზაინერი და სამოდელო სააგენტო გოლდენ ბრენდის დირექტორი გიორგი მასხულია სოციალურ ქსელ პოსტს აქვეყნებს და მსახიობ ია ფარულავას მიმართავს.
„პირდაპირ ამას გეუბნები საჯაროდ ია ფარულავა ვერასოდეს იქნები ვერც მშობელი და ვერ გაიგებ დედის თქმას შენი შვილიდან და ნაზღაიძე დედაშენს უნდა გაეკეთებინა აბორტი შენს გამო რომ ესეთი ს..ი არსებობ, უბრალოდ როგორ არ გცხვენიათ ამ ტელე არხებს რომ ყველაფერს აშუქებთ და კადრულობთ რეიტინგების გამო, ხომ უნდა გაითვალისწინოთ რაღაცეები მაინც, ასეთი დაბალი დონის დადგმული თოქ-შოუები რაუბედურება, ამასთან დაკავშირებით აუცილებლდ მივიღებ ზომებს და ამას ასე არ დავტოვებ, უკვე ძან ყელში ხართ ამ თქვენი სირული ბულინგით.

ფარულავას, რომ ვინმეს რამე გაუკვირდება ან ნაზღაიძეს ვერ გაუგია რა უნდა საერთოთ, უბრალოდ გადაცემას უყურებენ მშობლები, ოჯახის წევრები, როგორ არ გრცხვენიათ რომ პიარის გამო ყველაფერს აშუქებთ, საშინლად უდაბლესი დონის ადამიანები ხართ.
უნიჭოების ხროვას მიყვას ტელე გადაცემები და თოქ-შოუები, ვინც ერთმანეთი გადატყნა ყველა ეკრანზე დასვეს და სჯერათ რომ ჟურნალისტები და ტელეწამყვანები არიან“ - წერს გიორგი მასხულია.

ამ სტატუსს დიდი გამოხმაურება და უამრავი კომენტარი მოჰყვა სოციალურ ქსელში. მეორე დღეს მასხულიამ ეს სტატუსი წაშალა. აღსანიშნავია, რომ კომენტარების ავტორთა დიდი ნაწილი გიორგი მასხულიას ამართლებდა, მხარს უჭერდა და გადაცემის წამყვანს ია ფარულავასა და მის სტუმარს გიორგი ნაზღაიძეს აკრიტიკებდა. სავარაუდოდ, დიდი გამოხმაურებისა და ბევრი კომენტარის გამო მასხულიამ სტატუსის წაშლა ამჯობინა.
მასხულიას ამ პოსტს გამოეხმაურა კიდევ ერთი სკანდალური ტელეწამყვანი ნინო ადამაშვილი, რომელმაც ია ფარულავას მოუწოდა არ აპატიოს „ამ სკვინჩას“. მანვე სოციალურ ქსელში გიორგი მასხულიაზე ასევე დაწერა, რომ იგი ნაშვილებია და ლანდა მასხულიაც (გიორგის დედა) ვერ გახდა დედა. სულ მალე ეს პოსტი სოციალურ ქსელში ლანდა მასხულიამ ნახა და ნერვიულობის ნიადაგზე გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გიორგი მასხულია ამ ამბის გამო აცხადებს, რომ ის ნინო ადამაშვილს სასამართლოში უჩივლებს.
„არაფრით დავთმობ არაფერს ამის გამო ბოლო წერტილამდე ვიბრძოლებ რომ ნინო ადამაშვილი, გიორგი ნაზღაიძე, და ია ფარულავა სამართლებრივად დაისაჯონ. დედაჩემის გამო ცოცხლად დავწვავ ნებისმიერს. არ გავჩერდები სანამ სამართალს არ მივაღწევ დავიღალე უკვე, მე ჩემით ვშრომობ და ვქვნი რაგინდათ რა შემჭამეთ ვერ გავიგე, “ - წერს დამატებით გიორგი მასხულია.
image
რუსთავი 2-ის გადაცემა „ფარული კონვერტის“ ბოლო გადაცემა იმდენად ხმაურიანი აღმოჩნდა, ცნობადი სახეები ერთმანეთის მიყოლებით უპირისპირდებოდნენ გადაცემის წამყვანსა და მის გუნდს, ასევე არხის ხელმძღვანელობას.


მომღერალი თემურ თათარაშვილი „რუსთავი 2-ის“ გადაცემის „ფარული კონვერტის“ წინააღმდეგ გამოდის. თათრაშვილი გადაცემას სიცრუის ბუდეს უწოდებს და ტელევიზიისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამაუწყებლო კომპანიის ნებისმიერ გადაცემაში მონაწილეობაზე უარს ამბობს.


„დღეს შედარებით ფრთხილი პოსტი დავწერე, არ მინდოდა მძაფრად მეთქვა ის რასაც სინამდვილეში ჩემგან და არამარტო ჩემგან იმსახურებს "ფარული კონვერტი" რომელსაც გადაცემასაც ვეღარ ვუწოდებ ისე დაბლა დაეშვა და გაბანძდა უკვე.სიბინძურის და ცილისწამებების ბუდედ გადაიქცა .ამიტომ ამაზე აღარც შევჩერდები.მინდა პირდაპირ ტელევიზიას და მის ხელმძღვანელებს მივმართო: რას ერჩით ამ ტელევიზიას? რატომ აბანძებთ და უკარგავთ ყველანაირ ფასს და ღირსებას? ბატონ ქიბარ ხალვაშს ამისთვის ვგულშემატკივრობდით ამდენი ადამიანი რომ სიბინძურეები ბოლოს ჩვენსკენ მოემართათ ამ ტელევიზიიდან?
კატეგორიულად ვითხოვ ბოდიშის მოხდას და ვაცხადებ რომ არასდროს აღარ იქნება ჩემი ფეხი ამ ტელევიზიის არც ერთ გადაცემაში სანამ ფარული კონვერტიდან ბოდიშს არ მომიხდიან საჯაროდ!
სამარცხვინოა რაც ხდება და მოგმართავთ ბატონო ქიბარ და ბატონო პაატა სალია! ცილისწამება და ბოროტი ტყუილების ტირაჟირება არის დასჯადი!გთხოვთ აღკვეთოთ ეს მარაზმი თქვენს ტელევიზიაში რომელსაც ასე ვგულშემატკივრობდი აქამდე!
ველოდები ბოდიშს! - წერს თემურ თათარაშვილი.
0
164
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0