x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"იგულავამ რუსთაველზე მარმარილო რომ აგიყარათ და ჩინური "პლიტკა" მოგიფინათ, მაშინ თვალები სად ნა@ყლში გქონდათ"- მანჩო გიორგობიანი

image


მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში თბილისის ყოფილ და მოქმედ მერებთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წინა ხელისუფლების მხარდამჭერებს მათი მერის, "აწ მულტიმილიონერ, თ(ფ)ილისელ უგულავას" დედაქალაქის რეაბილიტაციის "სავალალო" შედეგებს კიდევ ერთხელ ახსენებს. ქალაქისთავს, კახა კალაძეს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელესებისთვის შრომას უფასებს და სრულ მხარდაჭერას უცხადებს, ყოფილი ხელისუფლების მეხოტბეებს კი მერების საქმიანობასთან დაკავშირებით, საკუთარ გვერდზე დებატში იწვევს: "მაგრად ამოხვედით ყელში ზოგ - ზოგიერთები... საერთოდ აღარაფრის გრცხვენიათ? და რა გგონიათ, რომ ამნეზია, სკლეროზი, ბინდი თუ ლიბრი გადამეკვრება გონებაზე და ვერ გავიხსენებ ვერაფერს!? გამოდით, გამოლაგდით ერთი რა! ჩემ პოსტზე გელით, ტატამზე! ვიკამათოთ თბილისის მერებზე!! ის ხალხი მინდა დაგთვალოთ, თ(ფ)ილისელმა ცალ-ცალი “შლიოპანცით” თუ “ბასანოჩქით” მოსულმა, მერადყოფილმა და აწ მულტიმილიონერმა იგულავამ, რუსთაველზე მარმარილო რომ აგიყარათ და ჩინური "პლიტკა" მოგიფინათ 20 მილიონად!!! კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებად აღიარებულ უნიკალურ შენობებზე თავისი ძმაკაცის მეტალო-პლასტმასის "კარ-აკოშკა" რომ ჩაგისვათ ყველგან, მაშინ თვალები სად ნა@ყლში გქონდათ, ახლა რომ ლუპებით (გამადიდებლებით) დაიარებით მთელ ქალაქში და რაც კეთდება, ყველაფრის გაშავებას ცდილობთ?! სად იყო თქვენი შავი იუმორი მაშინ,

საფეხმავლო ბილიკებზე ქვის კონსტრუქციები რომ ამოაშენეს, ვითომ საყვავილეები, საშინელება რომ დამართეს იქაურობას ყოველგვარი პროექტის გარეშე, მაშინ სად იყავით, მაგრად მაინტერესებს? იქ, რომელიმე სახლში, ხანძარი რომ გაჩნდეს, საერთოდ წარმოდგენა თუ გაქვთ, როგორ გაუჭირდება მეხანძრეებს მუშაობა, რადგან მანქანები ახლოს ვერ მივა?! უგულავამ უპროექტოდ გააკეთა ოც მილიონად და კაცს-სულიერს კითხვა არ გაგჩენიათ, ქვეყნის მთავარი ქუჩა და სავიზიტო ბარათი როგორ გაკეთდებოდა პროექტის გარეშე?!! არც მერე გაგჩენიათ პროტესტი, როდესაც უკვე ჩინურად მოკირწყლული იხილეთ დედაქალაქის საამაყო გამზირი?!!! და ეხლა (ახლა) ვერ ამოვედით თქვენი "პრითენზიებიდან", საცოდავად სასაცილოები ხართ, თორემ კრიტიკა კი არ არის პრობლემა, თუ მართლა შარზე არ ხარ! . ))) .. ოდნავ ვინც ერკვევით მშენელობებში, რა თანხა დაჯდებოდა რუსთაველზე მარმარილოს აყრა და ჩინური ფილების დაკვრა, თავის ქვის ბორდიურებიან -საყვავალეებიანად?! რამდენი კვადრატულია და რა ფასი უნდა ედოს? სულ რომ ამოხტეთ ყველაფრიდან 10 მილიონს ვერ გასცდებით ... ასე არ იყო ყველააფერზე, ორმაგს და სამმაგს რომ გვახდებინებდნენ, ტუ კიდევ მეტს არა?? აიღებდნენ მილიონობით სესხს ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად და მერე მიდიოდა ატკატები თავიანთივე კომპანიებიდან!... "შავ ზღვას" თეთრად მოგაჩვენებთ, მაგ თქვენ ინგლისურ სახელებიან ფულის საჭრელ კომპანიებში, რა, გივი თარგამაძის ძმა არ გახდა ერთერთის მოწილე? რაღა რეჟიმის დროს გახდა ეს კომპანია ასეთი მოთხოვნადი, რომელშიც თარგამაძის ძმა ჩაიწერეს?!.. რომელი ერთი ჩამოვთვალო?!..

მერე კიდევ უფრო მოემატა მადა... ჩვენ კი დაგვიტოვეს 14 მილიარდი $ ვალი, საშვილთაშვილოდ სახდელად!!

აი ის ხალხი, ქალაქის "გადაბეტონებას" რომ აბრალებთ კახა კალაძეს, მართლა მთელი თბილისი რომ გადააბეტონა უგულავამ, ამაზე არც დაგიკნავლიათ და ჭავჭავაძეზე დაგებულ უძვირფასესს ტრავერტინს ვერ ხედავთ, თუ არ იმჩნევთ, თუ როგორ არის თქვენი საქმე?! ასეთი ძვირფასი და ლამაზი მოპირკეთება ბევრ ევროპულ ქალაქში გინახავთ?!...

რა მასშტაბის სამუშაოებსაც უგულავა ბიუჯეტს უჯენდა 300 მილიონს, იგივე ფართობის ბევრად ხარისხიანად რეკონსტრუქცია -რეაბილიტაციას კახა კალაძე როგორ ახერხებს 100 მილიონად?!..

სამტრეიდიელია და ამიტომ რა?

რაში ვერ აჯობა თქვენ გაბეყილ, თფილისელ ნამუსგარეცხილ უგულავას?! ოჯახით ვერ აჯობა? კარიერით? ფორმაში ყოფნით? გემოვნებით? აი, რაში ვერ აჯობა, მითხარით ერთი, მეც მაგრად მაინტერესებს??!

რა აქვს ერთი კარგი თვისება მაინც, მაგ თქვენ მთხლე გაუზრდელ უგულავას? ღორი, ხარბი და გოიმი ! ქალებთან მოქცევა მაგან არ იცის, მით უმეტეს კაცებთან... "ბიუჯეტი დაინახა? აპა შეჭამს!.."

საკუთარი შვილის დაბადებაც თავის გაჭირვებულ და დამშეულ ქვეყანას გადაახდევინა ამ სამარცხვინომ!

ეს თბილისი ხომ დააქცია და დაანგრია!, ვეზიზღებით და იმიტომ!.. რა უქნა ქალაქს?! ყველა ხეობა ჩაკეტა კორპუსების ჩაშენების ნებართვების გაცემით! ქალაქში ჰაერი აღარ მოძრაობს, არ ნიავდება.. საბურთალოს ხომ ბაზრის მხრიდან საერთოდ გადაუკეტა ჰაერიკორპუსებით მტკვრის საჰაერო სივრცე და მეირე მხრიდან ჯიქია და მაღლივ კორპუსთან, მთავარი გასანიავებლები ამოქოლა, ფილტვები ჩაუკეტა!.. არადა, ძალიან კარგად იცოდა, რომ კომუნისტები, დიდ დიღომსაც ფრთხილად აშენებდნენ, ქალაქის ფილტვები რომ არ დაეზიანებინათ!!!

ისეთი საშინელებები აკეთა, იმდენად დაარღვია ჰაერის მოძრაობა ქალაქში და იმდენი წინაღობები გაუჩინა, რომ თბილისი აღარ ნიავდება არსაიდან და ტენიანი გახდა! გადაივლებ, გამოხვალ, 5 წუთში იწეპები, წყლად იღვრები !რაც არასდროს ოყო თბილისში! გადაუღეთ დრონით და მიხვდებით, რასაც ვამბობ!!! ... ბაგები კორპუსებით ამოიტენა.. მთაწმინდა.. კრწანისიც... ტაბიძე, კუს ტბის ასახვევი, ჟვანიას ქუჩის კოშმარზე აღარააფერს ვამბობ . ქვაბი და კიდევ როდის გამოსკდება ის კედელი, ღმერთმა უწყის!... ჰაერი აღარსაიდან შემოდის... ხეობებშიც და ყველა გასანიავებელშიც ამოტენა კორპუსები, ჰაერი აღარ იძვრის... მოვითხოვ, ყველა შენობას დააკრან საინფორმაციო პატარა დაფა, სადაც ეწერება არქიტექტორიც, წელიც, ნებართვის გამცემი მთავარი არქიტექტორიც და მერიც!!!

რამდენი ათეული საბავშვო ბაღის და სკოლის შენობა გაყიდა ქალაქის ცენტრში უგულავა-სააკაშვილმა დაგითვლიათ?! სად იყო თქვენი პროტესტი და აღშფოთება?! მთელი თბილისის მიწები რომ რეკრეაციამოხსნილი დატოვა და ყველა გოჯი მიწა გაყიდული, მერე აღარ კითხულობთ, რა უჯდება ქალაქისთავ კახა კალაძეს და თბილისს ახალი საბავშვო ბაღებისთვის ტერიტორიების გამოსყიდვა და თავიდან აშენება?! ან რა ნერვების ფასად უჯდება კოეფიციენტის შემცირება თუ უგულავას ხელმოწერილი, ქალაქისთვის საზიანო სხვა დოკუმენტების გაბათილება?! აბანაოთუბანში, უგულავას ხელმოწერით 45 000 კვ/მ დამტკიცებული "გრგ" კალაძემ 10 000 მოაკლებინა და ვისაც ბიზნესი არ უკეთებია, იმა არ ესმის, ეს რა სირთულეებთან არის დაკავშირებული, როდესაც სამართლებრივად უპირატესობა აქვს მომლაპარაკებელს!!! რომელი ერთი ჩამოგითვალოთ?! იპოდრომს რეკრეაცია ვინ მოუხსნა, ან წითელ ბაღში მშენებლობისგან რომ ოცნების დროს გადარჩით, ეს არაფერი?! რამდენი ასეთი ჩამოვთვალო?! უგულავას სამშენებლო ნებართვები გაცემული აქვს მთაწმინდის მეწყერსაშიშ ფერდზეც!!!

მთაწმინდის ფერდების ხეების გამაგრებას კი იწყებენ, მაგრამ უგულავამ რა ტვინით გასცა ნებართვა? აბა, დავით ბაქრაძესაც ხომ უნდა სამშენებლო ბიზნესიდან შემოსული ფული?! ბაქრაძის ქვისლია მიმდგარი მამა დავითის ქვემოტ და კრწანისის კორპუსებიც მისია!..

აი, ამ კროუმპირებული მერის ელექტორატი რომ ვინმეზე რამეს იტყვის რა, ყველა ტენდერს რომ მისი ადმინისტრაციის უფროსი -მიხუნჰაუზენის ახლო მეგობარი ცოლი აკონტროლებდა, აბა, შემოსულიყო ტენდერში ვინმე ზედმეტი კონკურსანტი, გაებედა?! !

თორემ დანარჩენებმა უნდა ვილაპარაკოთ და შენიშვნებიც ვთქვათ, რა პრობლემაა?!...

თუმცა, ჩვენ, იმის დამნახავებიც ვართ, რომ ჩვენი არჩეული მერი ყოველ დღე შუაღამემდე მუშაობს.. უამრავი და უმძიმესი საქმეები წამოიკიდა და რა თქმა უნდა, შეცდომებიც გაიპარებოდა... უნდა ვთქვათ, მაგრამ ხომ გააჩნია თქმასაც?!

უგულავამ ასფალტი რომ დაგვიგო, სანიაღვრეები ამოლესა მთელ საბურთალოზე!!! ყველა ჟუჟუნა წვიმაზე" მოტორიანი კატერები" გამოგვყავდა მანქანების გადასარჩებნად, იმხელა ტბა დგებოდა ხოლმე!!! ახალ კორპუსებზე ისე იძლეოდა აშენების უფლებებს, რომ კანალიზაციების დაერთების ერთიანი რუქა არ არსებობდა!! - ეს გესმით, რა არის?! და მერე ვინმეს გიკვირთ, ჭავჭავაძე გაეწელათო?!

რუკა არ არსებობდა, სად რა მილი გადის და ახალი კორპუსი სად დაერთდა!!! ადგილებზე მიმდინარეობდა სამძებრო სამუშაოები!!!

მთელი ჭავაჭავაძე ცურავდა ფეკალიებში, მთელი პეკინის ქუჩა იდგა წყალში და საძირკვლები ერეცხებოდა ბევრ შენობას, გამდინარე წყლებით!

ამას მე უნდა ვყვებოდე?!..

ისევ დავუბრუნდეთ უგულავას ამომრჩევლებს, შევაწუხეთ, საფუძვლიანად რომ გაკეთდა, დავღალეთ, მიშას დრობლებით დაწებებული ერჩივნათ - სწრაფად, უხარისხოდ და ძალიან ძვირად!

ან ახალი გზა რას დაამსგავსა იგულავამ? 250 მილიონის რა არის მანდ?! რომ აეშენებინა კომინუსტების დროინდელი პროექტით გათვლილ ადგილას, ატენის ქუჩისკენ, ეს უბედურება არ მოხდებოდა! თუნდაც, რომ აეშენებინათ ხიმინჯებზე (ფეხებზე) პროექტის მიხედვით, უბედურება არ მოხდებოდა!! მაგრამ შემოდგომაზე, არჩევნების წინ, კარტინგებზე ვის ეკატავა მერე დაამფიტამინებულს?! აქციები მოუწყვეს პროფესიონალებმა, გიგა ბათიაშვილიც მათ შორის და ჰკითხეთ!.. კატეგორიულად აფრთხილებდნენ, არ ჩასვათ მილებში ვერა-რეჩკა, მთის მდინარეა და ხშირად დიდდებაო, მაგრამ მერე მილიონები სად გაეწერა ტრაპაიძეს?! დანარჩენი, ბეტონის მოლიპული ტრასა ხელის გულზე იყო (ეს ცალკე პრობლემა, სულ სრიალდებოდა მანქანები), ხოლო 100 მილიონი სადღაც რაღაცაზე ხომ უნდა გაეწერა, გოდა "გააკეთეს" სამი გვირაბი, ჩასვეს მდ.ვერე "ჟეშტის გარმოშკებში" და დამალეს, მიწა წააყარეს!!! ასე დამიწეს 100 მილიონი (დაახლოებით ვამბობ)!!! აბა დანარჩენ გზას ითვლით უცბად, 30 - 40 ათასი კვადრატული მეტრი ბეტონი უნდა იყოს, დაახლოებით, იოლი და რა უნდა დამჯდარიყო 20 მილიონზე მეტი, სულ რომ გადახარჯვები გქონოდა?!

ჰოდა, როგორც აფრთხილებდნენ, ადიდდა, წამოიღო ხეებიც, გაჭედა და გადმოატრიალა "სახურავი"მდინარემ !, გამოჩნდა ყველანაირი "ხარჯი"!! "ხარჯს ვინ დარდობს, წესიერად რომ გაეკეთებინათ, ტრაგედია არ დატრიალდებოდა!!! ნელ-ნელა აივსებოდა ხეობა და არ გააკეთებდა აუზებს, რომლების მერე გადმოასკდა თავზე იმ უბედურ ხალხს! ჩემი თვალით ვუყურე, როგორ მოხდა წყლის დაგროვება და როგორ გადმოსკდა ერთბაშად, როგორ მორეცხა უზარმაზარი მორევის ტრიალით ... ჩემ თვალწინ გამოატარა რამდენიმე ჩაყლაპული მანქანა, წყალქვეშ რომ ფარები უნათებდათ და ზოოპარკისკენ ჩაიყლაპა, "რაფიც" მაგ დროს მოიტაცა და ჩამოატარა, მანამდე ერთბასად გადმოვარდნილმა დაგროვილმა წყალმა! პირველი საცობი მამაოს სახლამდე გააკეთა და იმოტომ ჩაიხრჩო ის კერძო სახლებიც! ჟეშტის ვიწრო გვირაბებმა იმ წამსვე გაჭედა და წყლის დაგროვება დაიწყო.. ახლა რომ გვირაბია, სულ ცოტა 2-3 ჯერ დიდია ძველებზე და მონოლითური კონსტრუქციაა...

მაგრამ წესიერად გაკეთება უფრო ძვირი იყო!!! მერე ვის მოეჭრა ათეულობით და ასეულობით მილიონი?!

მერე ვის შეენახა ფულები შეფარულ ანგარიშებზე და ბიუჯეტის თანხებით ვის ეგულავა?! სულ ცოტა, 100 მილიონი აქვს წაღებული, ვის რად უნდოდა მაგის ციხეში ტომარასავით გდება, ფული რატომ არ დააბრუნებინეთ?!

ის მაინც შეამოწმეთ კალაძის დროს რამდენი იხარჯება სოციალურად დაუცველების დასახმარებლად და მაგ ღორის დროს რა იხარჯებოდა?! 2010 წლის სტიქიით დაზარალებულები უგულავას გამგებლებმა და მოადგილეებმა სულ წიხლებით სცემეს, დახმარებას რატომ გვთხოვთო!!!

და ამ სიქიმის მოტრფიალე ხალხს ენა გიტრიალდებათ ვინმეზე?!.. სინდის-ნამუსის ძარღვი ჭკა?!..

(იმას არ ვთვლი, რამდენ ბავშვს და ახალგაზრდას უფინანსებს სპორტს და განათლებას ეხმარება კახა კალაძე საკუთარი ჯიბიდან!!!)

სად იყავით რუსთაველის გამზირი რომ დაამახინჯა ახვარმა უგულავამ, ხმას რატომ არ იღებდით?! სად იყავაით, აღმაშენებელი რომ გიფსო- კორდონით მოტყლიზნეს?! სად იყავით, დამატებითი ფართები რომ ამოიშენეს აღამშენებელზე, თუ არ ვცდები, 300 მილიონიანი ტენდერი ჩერგოლეიშვილის დის კომპანიას ჰქონდა მოგებული ხომ?! და ამ გოგოს, (ბოკერიას მამიანად), რაღა ნაცხლისტური რეჟიმის დროს აღმოაჩნდათ მშენებლობის ბიზნეს-ნიჭი და ტალანტი?! რატომ იგებდნენ მრავალმილიონიან ტენდერებს?! მიუხედავად იმისა, რომ აბაშიძეზე, მშენებლობის გამო, გვერდზე მდგარი სახლის ნაწილი ჩამოექცათ, ასევე, ტრაგედია დაატრიალეს მაშინდელი რუსთავი ორის მშენებლობაზე, ორი ადამიანი იმსხვერპლეს და არავინ გასამართლებულა! და ა.შ..

უგულავას გიფსო-კორდონის და მართლა ბეტონის ქალაქი მოგწონდათ ხომ, ხმას რომ არ იღებდით?!..

თორემ ჩვენი ქალაქისთავისთვის არც შესწორებაა პრობლემა, სააკაშვილის მსგავსი კომპლექსებიანი გოიმი არ არის, მშვენივრად იგებს და ასწორებს, სადაც გამოსასწორებელია.. არ უნდა ამას წივილ -კივილი და ისტერიკა! დასაბუთებული განცხადების დაწერაც საკმარისია, ან ნორმალურად თქმა და იმოქმედებს!.. ციხეში კი არ ამოგვალპობს, თქვენი ლიდერებივით!!!

ეხლა (ახლა), საერთოდ უკეთესი მოიფიქრა, დაპროექტების დროს დაგვპატიჟა, რომ ავტორების მემკვიდრეებს და საზოგადოებას დეტალურად გვენახა, რა ხდება კონკრეტულად ვაკის პარკის კასკადზე, მერე რომ არ გახდეს საპრობლემო და მერეც გაგრძელდება შეხვედრები, უკვე გაკეთებულზე რომ არ ატყდეს ამბავი, მე ასე არ მინდოდა, მე ისე მინდოდა.. ყველას ყველაფერს ვერ მოაწონებ, მაგრამ ოპტიმალურ ვარიანტამდე მისვლა ასე უფრო იოლია და ასე მუშაობს კახა კალაძე ... ამიტომაც შევარქვი ქალაქისთავი - როგორც ძველებურად ამბობდნენ ხოლმე!... ამ წუთასაც, ვისაც რამე არ მოგწონთ ჭავჭავაძის პროსპექტზე, კრიტიკა რამე პრობლემა კი არ არის, ლანძღვა-გინება, შხამის და ბალღამის ნთხევაა გულისამრევი, მით უმეტეს, იმ ხალხისგან უგულავამ ქალაქი როგორ მოთხარა და დაამახინჯა რომ ვერ ხედავდნენ და "ძველი თბილისის ახალ სიკვდილს" - სიღნაღიზაციას ტაშს რომ უკრავდნენ..

მაგარი გამწარებული ვარ ოცნებაზე, კონფისკაცია რომ არ შემოიღეს!!! წლების მიმატება თუ აღარ არის, ქონების კონფისკაცია უნდა იყოს!!!! უგულავას ოჯახს და ბარამიძეს (არა მხოლოდ ამათ) კალასაის სახლში, ვაკის ექსპერტიზასთან 2-2 მილიონის ბინები აქვთ.. მხოლოდ ერთ კორპუსში.. ასევე, პარლამენტის უკან რომ სახლია, იქაც, ახალ სახლში 2 მილიონის და ა.შ... კიდევ ბევრი.. რატომ უნდა შერჩეთ, რატომ?! ბოკერიამ ორი ბინა იყიდა ვაკეში, საიდან?!..

სავარაუდოდ, მისთვის განკუთვნილ ქრთამებს რომ "ტაბულაში" არიცხინებდა ბიზნესმენებს, თუ დებილები იყვნენ და თავისით მიჰქონდათ ურეიტინგო ჟურნალში ათიათასობით დოლარი ყოველ თვე?!

თან, რომ ჰკითხო, ამ ყველას ეზიზღებათ ვერელები-ვაკელები და რას გვეტენებიან მეზობლობაში, ხომ არ იცით?!.. ))))

ოცნება!!! ისე ნუ დატოვებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას, რომ მართლმსაჯულების სისტემების რეფორმა არ გამოაცხადოთ!!! - დაწერა მანჩო გიორგობიანმა საკუთრ ფეისბუქგვერდზე.



0
551
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
551