x
image
მაკა ნიკვაშვილი
"ელისო, მაგ ტონით მე ნუ მელაპარაკები და გიორგობიანის ხელის გოგოებში ნუ აგერევი"- ნახეთ, რაზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს კილაძე და გრიგოლია

image


ჟურნალისტი და გაზეთ "ქრონიკა +" - ის რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ტელეკომპანია "პირველს" გარდაცვლილი, 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის პიარში ადანაშაულებს, კილაძე ასევე გადაცემა "პოლიტიკური პარასკევი"- ს წამყვანებს - ინგა გრიგოლიასა და ეკა მიშველაძეს არაკოლეგიალობაში სდებს ბრალს, ვინაიდან მათ პირდაპირ ეთერში ნიკოლაძის მიერ, მისი "ბოტასას" სახელით მოხსენიებისთვის რესპოდენტს პასუხი არ მოსთხოვეს და საუბრის გაგრძელების საშუალება მისცეს, გაზეთ "ქრონიკა+"-ის რედაქტორი მზადყოფნას გამოთქვამს პირდაპირ ეთერში ნიკოლაძის "უსინდისო ბოდვებს" პასუხი გასცეს და ამისთვის თავისუფალ ეთერს ითხოვს :"ინგა გრიგოლია Ekaterine Mishveladze Vato Tsereteli მირიან ნიკოლაძის პიარით რომ დაკავდა ტვ პირველი, ცხადზე ცხადია, თქვენს ეთერში ბოტასას რომ მეძახის და პასუხს არ სცემთ, ვხედავ - ეთერს ვითხოვ, პასუხი რომ გავცე მის უსინდისო ბოდვებს. (ჩვენს ნაკვალევზე წახვედით და იმიტომ) სტანდარტიც ამას ითხოვს და კოლეგიალობაც ! მზად ვარ ეთერში ნიკოლაძესთან ერთად დავჯდე, ან იმედია, ცალკე მომცემთ პასუხის გაცემის საშუალებას!" - დაწერა ელისო კილაძემ საკუთარ ფეისბუქგვერდზე, პოსტს ინგა გრიგოლიას მყისიერი რეაქციაც მოჰყვა, რომელმაც კოლეგას, კეტეგორიული ტონის შეცვლისკენ საჯაროდ მოუწოდა და შეახსენა, რომ მას გიორგონიანის ხელის გოგოებში ნუ განიხილავს:"ელისო, მაგ ტონით მე ნუ მელაპარაკები, ეს ერთი, მეორეც. ვინ თქვენს ნაკვალევზე წავედი? როდის ვიჯექი მე ვინმეს დღის წესრიგში?თუ ფიქრობ, მხოლოდ შენი ექსკლუზივია ამ თემის გაშუქება? ძალიან გამაოცე, ინტერვიუს ვიღებ ოც წელზე მეტია და არასოდეს არავის კვალდაკვალ არ ამიღია, რაღაც გეშლება და პლუს, არ მომწონს ამ ტონით რომ მელაპარაკებიან და რაღაცეებში მადანაშაულებენ, იმდენჯერ ავიღებ ინტერვიუს ნებისმიერისგან, რამდენჯერაც საჭიროდ ჩავთვლი და მე გიორგობიანის ხელის გოგოებში ნუ აგერევი, პლზ."- უპასუხა კოლეგას ინგა გრიგოლიამ.




0
524
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
524