x
image
არჩილ ვერულიძე
უარყოფითი ლიტერატურული პერსონაჟები, რომელებიც რეალური ადამიანების პროტოტიპს წარმოადგენენ
image


საიდუმლო არ არის, რომ მრავალი ავტორი პერსონაჟებზე მუშაობისას რეალურ პიროვნებებს აღწერს. მაგრამ ყველა მკითხველმა როდი იცის, თუ ვისგან არის გადაღებული ყველაზე პოპულარული წიგნების უარყოფითი პერსონაჟებიც კი. პროტოტიპები ჰყავდა: დოლორეს უემბრიჯს, ჰანიბალ ლეკტერს და პროფესორ მორიარტსაც კი


ირინე ადლერი (შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი, არტურ კონან დოილი)

imageდოილის რამდენიმე თანამედროვენი ითვლებიან საბედისწერო ირინე ადლერის პროტოტიპებად. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია ირლანდიელი ქალი ლოლა მონტესი. იგი იყო ბავარიის მეფის ლუდვიგ I- ის ფავორიტი და მოცეკვავე. ირინე ადლერის მსგავსად, მონტესმა გამოიყენა მეფის სიყვარული მისი პირადი სარგებლობისთვის და ძლიერი გავლენა მოახდინა ბავარიის ეროვნულ პოლიტიკაზე.


ლუდვიგ I-მა აჩუქა ლოლას ძვირფასეულობა, სასახლე და დაითხოვა მთავრობა, რომელსაც არ სურდა მისთვის ბავარიის მოქალაქეობის მინიჭება. მეფემ მონტესს გრაფინიას ტიტულიც კი უბოძა. მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილო დარჩა, რადგან ლოლა საშინლად სკანდალური პიროვნება იყო. მალევე ის იქნა განდევნლი ბავარიიდან, შემდეგ კი მონტესსზე ძებნა გამოცხადდა.


ვიტო კორლეონე (ნათლია, მარიო პიუზო)

imageვიტო კორლეონე ერთ – ერთი ყველაზე ძლიერი მაფიის კლანის ხელმძღვანელი. მასში შეიმჩნევა კრიმინალური სამყაროს ორი რეალური წარმომადგენლის თვისებები:ფრენკ კოსტელო და ვიტო ჯენოვესი.

კასტელოს კრიმინალური სამყაროს პრემიერ-მინისტრს უწოდებდნენ. 1930-იანი წლების ბოლოს, იგი იყო გავლენიანი მაფიის ბოსი შეერთებულ შტატებში. კასტელო და კორლეონე ჰგვანან იმით, რომ ორივე ცდილობდა გავლენის გაძლიერებას პოლიტიკურ სტრუქტურებში საკუთარი ხალხის ჩანერგვით.

1957 წლიდან 1959 წლამდე ჯენოვესი ცნობილი იყო როგორც ბოსების ბოსი. ასე უწოდებენ სიცილიელი მაფიოზები ყველაზე გავლენიანი ოჯახის ბოსს. ჯენოვესიმ, როგორც "ნათლიის" მთავარმა გმირმაც, თავდასხმის შემდეგ მართვის სადავეები შვილს გადააბარა.



ჰანიბალ ლეკტერი (კრავთა დუმილი, ტომას ჰარისი)

imageმხოლოდ 2013 წელს გაამხილა ჰარისმა, თუ ვინ შთააგონა იგი შეექმნა გამჭრიახი სერიული მკვლელის პერსონაჟი. პროტოტიპი აღმოჩნდა ციხის ექიმი მექსიკის ქალაქ მონტერეიდან. ჰარისმა არ განუცხადა ჟურნალისტებს ამ ადამიანის სახელი, უწოდა გამოგონილი სახელი - დოქტორი სალაზარი.

რეპორტიორებმა გამოიკვლიეს დოქტორ სალაზარის ადგილსამყოფელი, ასე გაიგო მსოფლიომ სახელი - " ალფრედო ბალი ტრევინო" ის ეჭვმიტანილი იყო 1960-იანი წლების დასაწყისში რამდენიმე ადამიანის მკვლელობაში. ექიმს სიკვდილით დასჯა მიესაჯა, მაგრამ სასჯელი შეუმსუბუქეს, ალფრედო ტრევინო გაათავისუფლეს 20 წლის შემდეგ 1981 წელს, ის აგრძელებდა ექიმის საქმიანობას მძიმე მეთვალყურეობის ქვეშ 2009 წლამდე.


დოლორეს ამბრიჯი (ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი, ჯოან როულინგი)

imageროულინგმა აღიარა, რომ ამბრიჯის პროტოტიპი მისი პედაგოგი იყო. მწერალმა არ დაასახელა კონკრეტული სახელი, მაგრამ აღნიშნა, რომ მათ ერთმანეთს პირველივე შეხვედრისთანავე ვერ გაუგეს: « არ შემიძლია ავხსნა თუ რატომ გაგვიჩნდა ერთმანეთის მიმართ ( ყოველ შემთხვეაში ჩემი მხრიდან) ასეთი უეცარი სიძულვილი.»

ავტორმა მისგან გადმოიღო და გააზვიადა ჩაცმის თავისებური სტილი და დაადსტურა, რომ ამ ქალს არასოდეს ჰქონია მიდრეკილება სადისტური ქმედებებისკენ, რაც ახასიათებდა უემბრიჯს .


პროფესორი მორიარტი ("შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი", არტურ კონან დოილი)

imageკრიმინალური სამყაროს გენიოსი და შერლოკ ჰოლმსის მთავარი მტერი, ნაწილობრივ გადმოწერილი იქნა რეალური ადამიანებისგან - ადამ უორთი და საიმონ ნიუკომი.

ადამ უორთი - ამერიკელი კრიმინალი, რომელსაც სკოტლანდ-იარდის ერთ-ერთმა დეტექტივმა კრიმინალური სამყაროს ნაპოლეონი უწოდა. ასევე უწოდებდა მორიარტის დოილი. უორთი ძარცვავდა ბანკებს და მაღაზიებს, შემდეგ კი შექმნა თავისი კრიმინალური ქსელი.

საიმონ ნიუკომი - ამერიკელი ასტრონომი, მათემატიკოსი და ეკონომისტი, წარმოუდგენლად გონიერი ადამიანი.მას მრავალმხრივ გენიოსს ეძახდნენ, რომელსაც მათემატიკური ნიჭი ჰქონდა. მაგრამ ნიუკომი ბოროტი ადამიანის რეპუტაციას ატარებდა, აშკარად ცდილობს კონკურენტი მეცნიერების კარიერის განადგურებას.


0
169
2-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
169
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0