x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
4 შვილის დედის ამ სურათს  ტანსაცმლის უზარმაზარ გროვაზე, 2020 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ფოტო უწოდეს
imageავსტრალიელებმა 4 შვილის დედის ამ სურათს ტანსაცმლის უზარმაზარი გროვის ფონზე, 2020 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ფოტო უწოდეს.



კოდი ქუინლივანმა ავსტრალიის ქალაქ პერტიდან, საკუთარ ფეისბუქზე გააზიარა ფოტო, რომელიც ბევრისთვის მთელი 2020 წლის სიმბოლოდ იქცა.

სურათზე გამოსახულია ოთხი სკოლანდელი ასაკის ბავშვის დედა, რომელმაც გადაწყვიტა, 8 კვირიანი კარანტინის დროს, იძულებითი შინ სწავლების დროს, არ დაელაგებინა და არ გაერეცხა ბავშვების ტანსაცმელი, შედეგად იმდენი ტანსაცმელი დაგროვდა, რომ გეგონება ტახტრევანიაო, კოდის თავისუფლად შეუძლია ზედ ასვლა და წამოსკუპება, ანუ მიიღო " მთაზე მეტი დასაკეცი"(ინგლისურად "Mount Fold-More").


image


"ოდესმე გქონიათ ასეთი რამ, როცა თქვენს აუარებელ სარეცხს ათვალიერებთ და გინდათ მისი გადაყრა?"-წერს სოცქსელში კოდი.


ტანსაცმლის უზარმაზარი გროვა 8 კვირიანი კარანტინის და ბავშვთა სახლიდან სწავლების შედეგია. კოდიმ უბრალოდ ჩამოყარა ტანსაცმელი, რომელიც მოიხოვდა გაუთოებას და შემდეგ აკურატულად კარადაში იყო დასალაგებელი, 8 კვირის განმავლობაში ბავშვები სახლიდან არ გადიოდნენ და ამიტომ დროებით ტანსაცმელი მათ ფაქტობრივად არ სჭიდებოდათ. აღსანიშნავია, რომ ფოტო ორიოდე თვის წინაა გადაღებული, თუმცა ავსტრალიის მედიის წყალობით ახლა უკვე ის ჰიტად იქცა.


მოგვიანებით კოდიმ ეს აუარებელი ტანსაცმელი სამრეცხაოში წაიღო, შედეგად მიიღო 50 შეკვრა ცელოფანის პაკეტი.

image

კოდის ამ ფოტოებს უამრავი კომენტარები ახლავს, გთავაზობთ ზოგიერთს:

"მიყვარს დარეცხვა და გასაშრობად გაკიდება ... მაგრამ ვერ ვიტან დაკეცვას და დალაგებას"


” კარგია, შენ სუფთა ტანსაცმელი მაინც გაქვს. მეც იგივე გროვა მაქვს - მხოლოდ ჭუჭყიანი."


"ვინც ამბობს, რომ სახლშო არ ჰქონია ამდენი გროვა სარეცხი, ყველა მატყუარაა"


"ბავშვები იზრდებიან, იცვლება ზომები, ამოვიდა ყელში სახლში ტონობით ტანსაცმელი"

"ეს არის მთელი 2020 წელი ერთ ფოტოში"

0
280
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
280
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0