x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
თემურ თათარაშვილი რუსთავი 2-ისა და ია ფარულავასგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
image


რუსთავი 2-ის გადაცემა „ფარული კონვერტის“ ბოლო გადაცემა იმდენად ხმაურიანი აღმოჩნდა, ცნობადი სახეები ერთმანეთის მიყოლებით უპირისპირდებოდნენ გადაცემის წამყვანსა და მის გუნდს, ასევე არხის ხელმძღვანელობას.


მომღერალი თემურ თათარაშვილი „რუსთავი 2-ის“ გადაცემის „ფარული კონვერტის“ წინააღმდეგ გამოდის. თათრაშვილი გადაცემას სიცრუის ბუდეს უწოდებს და ტელევიზიისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამაუწყებლო კომპანიის ნებისმიერ გადაცემაში მონაწილეობაზე უარს ამბობს.



„დღეს შედარებით ფრთხილი პოსტი დავწერე, არ მინდოდა მძაფრად მეთქვა ის რასაც სინამდვილეში ჩემგან და არამარტო ჩემგან იმსახურებს "ფარული კონვერტი" რომელსაც გადაცემასაც ვეღარ ვუწოდებ ისე დაბლა დაეშვა და გაბანძდა უკვე.სიბინძურის და ცილისწამებების ბუდედ გადაიქცა .ამიტომ ამაზე აღარც შევჩერდები.მინდა პირდაპირ ტელევიზიას და მის ხელმძღვანელებს მივმართო: რას ერჩით ამ ტელევიზიას? რატომ აბანძებთ და უკარგავთ ყველანაირ ფასს და ღირსებას? ბატონ ქიბარ ხალვაშს ამისთვის ვგულშემატკივრობდით ამდენი ადამიანი რომ სიბინძურეები ბოლოს ჩვენსკენ მოემართათ ამ ტელევიზიიდან?



კატეგორიულად ვითხოვ ბოდიშის მოხდას და ვაცხადებ რომ არასდროს აღარ იქნება ჩემი ფეხი ამ ტელევიზიის არც ერთ გადაცემაში სანამ ფარული კონვერტიდან ბოდიშს არ მომიხდიან საჯაროდ!
სამარცხვინოა რაც ხდება და მოგმართავთ ბატონო ქიბარ და ბატონო პაატა სალია! ცილისწამება და ბოროტი ტყუილების ტირაჟირება არის დასჯადი!გთხოვთ აღკვეთოთ ეს მარაზმი თქვენს ტელევიზიაში რომელსაც ასე ვგულშემატკივრობდი აქამდე!
ველოდები ბოდიშს! - წერს თემურ თათარაშვილი.


image


თათარაშვილი ერთადერთი არ ყოფილა.


დიზაინერი და სამოდელო სააგენტო გოლდენ ბრენდის დირექტორი გიორგი მასხულია სოციალურ ქსელ პოსტს აქვეყნებს და მსახიობ ია ფარულავას მიმართავს.
„პირდაპირ ამას გეუბნები საჯაროდ ია ფარულავა ვერასოდეს იქნები ვერც მშობელი და ვერ გაიგებ დედის თქმას შენი შვილიდან და ნაზღაიძე დედაშენს უნდა გაეკეთებინა აბორტი შენს გამო რომ ესეთი ს..ი არსებობ, უბრალოდ როგორ არ გცხვენიათ ამ ტელე არხებს რომ ყველაფერს აშუქებთ და კადრულობთ რეიტინგების გამო, ხომ უნდა გაითვალისწინოთ რაღაცეები მაინც, ასეთი დაბალი დონის დადგმული თოქ-შოუები რაუბედურება, ამასთან დაკავშირებით აუცილებლდ მივიღებ ზომებს და ამას ასე არ დავტოვებ, უკვე ძან ყელში ხართ ამ თქვენი სირული ბულინგით.

ფარულავას, რომ ვინმეს რამე გაუკვირდება ან ნაზღაიძეს ვერ გაუგია რა უნდა საერთოთ, უბრალოდ გადაცემას უყურებენ მშობლები, ოჯახის წევრები, როგორ არ გრცხვენიათ რომ პიარის გამო ყველაფერს აშუქებთ, საშინლად უდაბლესი დონის ადამიანები ხართ.
უნიჭოების ხროვას მიყვას ტელე გადაცემები და თოქ-შოუები, ვინც ერთმანეთი გადატყნა ყველა ეკრანზე დასვეს და სჯერათ რომ ჟურნალისტები და ტელეწამყვანები არიან“ - წერს გიორგი მასხულია.

ამ სტატუსს დიდი გამოხმაურება და უამრავი კომენტარი მოჰყვა სოციალურ ქსელში. მეორე დღეს მასხულიამ ეს სტატუსი წაშალა. აღსანიშნავია, რომ კომენტარების ავტორთა დიდი ნაწილი გიორგი მასხულიას ამართლებდა, მხარს უჭერდა და გადაცემის წამყვანს ია ფარულავასა და მის სტუმარს გიორგი ნაზღაიძეს აკრიტიკებდა. სავარაუდოდ, დიდი გამოხმაურებისა და ბევრი კომენტარის გამო მასხულიამ სტატუსის წაშლა ამჯობინა.
0
346
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
346
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0