x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
გარუჯვის დროს მიღებული დამწვრობით 4 ქალი და 2 კაცი მკურნალობს
image


თბილისის დამწვრობის ცენტრში მზიგან დამწვარი 6 ადამიანია მოთავსებული. სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.


პაციენტებს არ დაუკონკრეტებიათ, რა გზით მიიღეს სხეულის სერიოზული დამწვრობები.


ქაშიბაძე თითქმის ყოველწლიურად საუბრობს იმაზე, რომ მოქალაქეები რუჯის მისაღებად საკმაოდ უცნაურ მეთოდებს იყენებენ და შედეგად სხეულის დამწვრობის მძიმე ფორმებით სწიორედ დამწვრობის ცენტრში ხვდებიან. მას ჟურნალისტებთან არაერთ კურიოზულ ფაქტზეც ხშირად უსაუბრია, თუმცა ასეთი შემთხვევები მაინც არ მცირდება.



„თბილისის დამწვრობის ცენტრში ნამზეურის მიღების დროს დამწვარი 6 პაციენტია მოთავსებული. აქედან 4 ქალია, ერთი კაცი და ერთიც მოზარდი ბიჭი. ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე მზის ღრმა და ზედაპირული დამწვრობა აღენიშნებათ“, - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.


სპეციალისტები კიდევ ერთხელ გვირჩევენ, რომ სხეულის დამწვრობის დროს ტრავმის გასაგრილებლად მხოლოდ გამდინარე ონკანის წყალი გამოვიყენოთ და არავითარ შემთხვევაში არ მივმართოთ არც მაწონის, ან რაიმე მსგავსის წასმას დამწვარ ადგილებზე.


„პაციენტმა სადეზინფექციო ხსნარით დაიმუშავა ხელები, სიგარეტის მოკიდების დროს აუალდა და მტევნები დაიწვა“ - ეს კურიოზული განცხადებაც გუგა ქაშიბაძეს უკავშირდება.


დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე ამბობს, რომ ერთ-ერთმა პაციენტმა სადეზინფექციო ხსნარით დაიმუშავა ხელები, სიგარეტის მოკიდების დროს კი ცეცხლი გაუჩნდა და მტევნების დამწვრობა მიიღო. ამის შესახებ ქაშიბაძემ ამასწინათ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.
.
"ბუნებრივია ისეთი საშუალებები, რომლებიც ადვილად აალებადია და ასეთია სპირტი და სადეზინფექციო ხსნარები, სპირტის ფუძეზე დამზადებული, ჯობია შეშრეს და ცეცხლთან ახლოს არ მივიტანოთ. სპირტი ადვილად აალებადია და ხანძარსაც იწვევს", — აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.
.
გუშინ, 16 აპრილს გუგა ქაშიბაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის პრევენციისთვის რამდენიმე ადამიანმა მდღურა წყალი დალია, რის გამოც პირის დამწვრობა მიიღეს.
"ვერ გეტყვით, რამდენად მოერევა ეს კორონავირუსს, მაგრამ ბუნებრივია, ტუჩების, ენისა და საყლაპავის დამწვრობას მივიღებთ. კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო, რომ ამ ხერხს ნუ მიმართავენ. ძალიან სახიფათოა მათი ჯანმრთელობისთვის", — თქვა ქაშიბაძემ.
.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როცა მოქალაქეებმა კორონავირუსთან საბრძოლველად მდუღარე წყალი დალიეს და ამით დამწვრობა მიიღეს. ამის შესახებ მან მაესტროსთან ისაუბრა.

.

"ვერ გეტყვით, რამდენად მოერევა ეს კორონავირუსს, მაგრამ ბუნებრივია, ტუჩების, ენისა და საყლაპავის დამწვრობას მივიღებთ. კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო, რომ ამ ხერხს ნუ მიმართავენ. ძალიან სახიფათოა მათი ჯანმრთელობისთვის", — აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.

0
49
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0