x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსეთის მოქალაქეებს 15 აგვისტოდან შეეძლებათ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება
image

გამალაიას ცენტრის მიერ შემუშავებული რუსული ვაქცინა რეგისტრირებას 10-12 აგვისტოს გაივლის და შესაძლოა ის ხელმისაწვდომი გახდეს მოქალაქეებისთვის 15-აგვისტოს. ამის შესახებ რუსული სააგენტო "ინტერფაქსი"- ი სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.


სააგენტოს ცნობით, პრეპარატი შემოწმდა სამკურნალო პროდუქტების ექსპერტიზის სამეცნიერო ცენტრში. ამის შემდეგ, შესაბამისი დოკუმენტები გადაეცემა ჯანდაცვის სამინისტროს . Росздравнадзор-ს შემოწმებისთვის კიდევ ხუთი- შვიდი დღე დასჭირდება. ”ამის შემდეგ, უკვე 15 აგვისტოს მოსალოდნელია, ვაქცინა სამოქალაქო ბრუნვაში გადავიდეს.” - განუცხადა ინტერფაქსს წყარომ.

მანამდე .ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ მურაშკომ განაცხადა, რომ, კლინიკური კვლევების შედეგების საფუძველზე, COVID-19– ის საწინააღმდეგო სამამულო ვაქცინამ დაამტკიცა მისი ეფექტურობა და უსაფრთხოება. მისი თქმით, მისი რეგისტრაცია იგეგმება 2020 წლის აგვისტოში.


თუმცა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სერგეევმა აღნიშნა, რომ მიზანშეწონილია მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 2021 წლამდე არ დაიწყოს, რადგან პრეპარატის სრულად შემოწმებას დაახლოებით ექვსი თვე დასჭირდება. მან ისიც დასძინა, რომ ვაქცინის მანამდე გამოყენებას აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინაციას გაუკეთებენ რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს, მაგალითად ექიმებს.


შეგახსენებთ, მსოფლიოში 133 პოტენციური ვაქცინიდან ამჟამად მიმდინარეობს 20-მდე ვაქცინის კლინიკური კვლევა, ზოგიერთი მათგანის გამოცდა, მესამე დასკვნით ეტაპზეა, ორიოდე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ინდოეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა "კოვაქსინი"-ის გამოცდა ადამიანებზე წარმატებით მიმდინარეობს, ინდური "კოვაქსინი" იმ 20 ვაქცინის სიაში, რომელსაც მსოფლიო არაუგვიანეს 2021 წლისთვის ელოდება.


ბრაზილიაში გამოცდის მესამე, დასკვნით ეტაპს გადის ჩინური კომპანიის Sinovac Biotech-ის შექმნილი ვაქცინა, წარმატების შემთხვევაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა წლის ბოლოს მზად იქნება.

0
91
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0