x
image
ქეთი1988
Mediator image
2000-იანი წლების გიჟური ტენდენციები, რომლებსაც დღეს სიცილით ვისხენებთ
2000 იანი წლები ნამდვილად ტრენდების ერა იყო. დღეს შეიძლება ვერც კი წარმოგვიდგენია ესა თუ ის ტენდენცია რატომ იყო ასეთი პოპულარული, მაგრამ მაშინ ყველა მოდის მიმდევარი ერთნაირად გამოიყურებოდა.

  • შარვლის ზემოთ აწეული საცვლებიimage
მაღალწელიანი სტრინგები, გამოკვეთილი თეძოები მოდაში Gucci, Jean Paul Gaultier და Christian Dior ის წყალობით შემოვიდა, ისინი უშვებდნენ ისეთი სახის საცვლებს, რომლებიც აუცილებლად უნდა გამოგეჩინათ. განსაკუთრებით პოპულარული იყო საცვლები, რომლებსაც სხვადასხვა ქვები ან პეპლები ჰქონდათ დამაგრებული.

  • დაშვებული შარვლებიimage
გასაოცარია, მაგრამ ასეთი შარვლები პოპულარული იყო როგორც გოგონებში, ისე ბიჭებშიც, და უფრო გასაკვირი ისაა, რომ ეს ტენდენცია უკან ბრუნდება. ცოტამ თუ იცის, რომ მსგავსი ტიპის შარვლები პირველად ამერიკაში, კრიმინალურ უბნებში შემოიღეს რათა იარაღი კარგად დაემალათ.

  • პირსინგი ჭიპზეimage
90-იან წლებში ჭიპის პირსინგი სასინლად პოპულარული იყო ტოპ მოდელების, ნაომი კემპბელის და კრისტი ტარლინგტონის წყალობით, 2000 იან წლებში კი ტრენდი აიტაცეს პოპ მომღერლებმა, როგორებიც არიან კრისტინა აგილერა და ბრიტნი სპირსი.

  • ბეწვიანი ჩექმებიimage

მსგავსი ტიპის ფეხსაცმელი ყველა მოდის მიმდევარს ჰქონდა. მათ ატარებდნენ როგორც ჯინსებთან, ისე კაბებთან და შორტებთანაც კი.

  • ტატუ წელზეimage
საკუთარი ინდივიდუალურობის გამოსახატად ყველაზე კარგი საშუალება სწორედ ტატუირება იყო წელზე.

  • ოქროსფერი გადასაკრავი მანქანაზეimage
სტატუსისა და ორიგინალურობის საჩვენებლად, აფერადებდნენ'' ხოლმე მანქანებს ოქროსფერი გადასაკრავით.

  • სარაფანი ან ქვედაბოლო ჯინსებზეimage
განსაკუთრებით პოპულარული იყო თინეიჯერებში, მათ ხომ დისნეის ვარსკვლავები ატარებდნენ.

  • დაბალწელიანი ჯინსებიimage
ეს ჯინსები ალბათ 2000 იანი წლების სავიზიტო ბარათია. პოპულარული ის დიზაინერ ალექსანდრ მაკქუინის წყალობით გახდა.

  • ბარხატის თმის სამაგრებიimage
ასეთი სამაგრები 1990-2000 იან წლებში იყო პოპულარული, მათ ატარებდნენ როგორც მოხუცები, ისე ახალგაზრდები და ბავშვები. სერიალში “სექსი დიდ ქალაქში'' პერსონაჟმა ქერი ბრედშოუმ ეს სამაგრები პროვინციალურად შერაცხა (6X04 სერია), სწორედ ამის შემდეგ ამოვარდა აქსესუარი მოდიდან.

0
333
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
333
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0