x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508582
მეტი წიგნი სოფელს

ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი 2016 წლიდან რეგიონებში საგანმანათლებლო ცენრების ხელშეწყობას ეწევა. ამ ინიციატივის ფარგლებში იგი ახორციელებს სოფლის ბიბლიოთეკების გახსნას- აღდგენას, ხოლო უკვე არსებული ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდით გამდიდრებას. ფონდის ხელმძღვანელია გიორგი იარაჯული. დამფუძნებლები: გიორგი სავანელი, თეკა კოხრეიძე, თამარ ადამია და ქეთევან შერვაშიძე. ფონდის მიერ უკვე აღდგა მუდმივმოქმედი ბიბლიოთეკა ორ სოფელში გახსნეს უკვე ორი სოფლის ბიბლიოთეკა: სოფელი ნინოწმინდის ბიბლიოთეკა ( საგარეჯოს მუნიციპალიტეტი) და სოფელი ბეთლემის ბიბლიოთეკა ( გორის მუნიციპალიტეტი). ამჟამად ფონდთან ერთად ბიბლიოთეკის გახსნის პროცესში, თუ სოფლად არსებული ბიბლიოთეკების ახალი წიგნებით გამდიდრებაში ჩართულია საინიციატივო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში არიან სხვადასხვა პროფესიის ახალგაზრდები: გიორგი ვარამაშვილი, სოფო ომიაძე, ირაკლი ვარამაშვილი, თაკო პაპია, ვერიკო ტატიშვილი, ლაშა დალაქიშვილი, თამარ კაკუბერი და ქრისტინე ცეკვავა. "ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდმა" საინიციატივო ჯგუფთან ერთად სოფელ მარაბდის სკოლაში უკვე განახორციელა ერთი აქტივობა, რის შედეგადაც მარაბდის სკოლის ბიბლიოთეკა გავამდიდრეთ წიგნებით. ამ მხრივ თანამშრომლობა გრძელდება.უკვე მიმდინარეობს მუშაობა ახალ გეგმებზე და სექტემბრიდან პანდემიური მდგომარეობის შესუსტების შემთხვევაში ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი და "ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი" დამატებით რამდენიმე სოფელს ეწვევა და წიგნებით დაასაჩუქრებს.ამჟამად მიმდინარეობს ლოკალიზაციის დაადგენა. image


0
3
1-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი ვარამაშვილი
გიორგი ვარამაშვილი
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0