x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
მე საბოლოოდ გადავწყვიტე შევეშვა თამაშს!
მე საბოლოოდ გადავწყვიტე აზარტულ თამაშებს შევეშვა და ყველას ამავეს გირჩევთ.

დიდი ხნის ისტორია მაქვს, ჯერ ტოტალიზატორით დავიწყე, მერე სლოტებზე გადავედი. არ მსიამოვნებს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ მაინც განვაგრძობ. ბევრი ფათერაკი გადამხდომია თავს ამის გამო, სერიოზული დამოკიდებულება გადამიტანია, დღეს შედარებით იოლ ფორმაში მჭირს ეს სენი და აი დღეს გადავწყვიტე საბოლოოდ შევეშვა და 1 თეთრიც აღარ ჩავრიცხო აზარტული თამაშების საიტების ანგარიშზე.


გულწრფელი ვარ და ამას შევძლებ. ბევრი საერთოდ დაუღუპია თამაშს და ნარკოტიკებს, ნარკოტიკებთან პრობლემა არ მაქვს და დროა ეს თამაში დავასრულო და მოვიგო ცხოვრება, როგორც ამას ერთი ანტიაზარტული ლოზუნგი მოგვიწოდებს.


მე ვფიცავ, ღვთისა და ერის წინაშე რომ 1 თეთრსაც არ გავრისკავ არასოდეს თამაშში, მთელი დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში, დავჯერდები იმას რაც მექნება და არ მექნება მოგების დამამცირებელი იმედი.



იგივეს გირჩევთ თქვენც. კარგი არაფერი მოაქვს, ბევრ ფათერაკში თუ უხერხულ მდგომარეობაში ჩავუგდივარ და გავუხვევივარ ვალებსა და პრობლემებში, ოჯახში თუ ოჯახს გარეთ.


და აი დადგა დრო, როცა სამუდამოდ ვეშვები შეგნებული გადაწყვეტილებით და მხოლოდ შრომით გამომუშავებულ თანხას მივიღებ აწი დარჩენილი სიცოცხლე.


გთხოვთ, გამამხნევოთ, ან კომენტარში რამე სასარგებლო რჩევები დამიწეროთ.

უფალი იყოს ჩემი და თქვენი შემწე!

ყველას გირჩევთ, ვინც თამაშობთ დაანებეთ ხალხო თავი, შეეშვით. ნუ აყვებით რეკლამასა და პროპაგანდას, რომელიც სხვის გასამდიდრებლადაა წამოწყებული.

მინდა ბევრი ვილაპარაკო, მაგრამ აღარ გავაგრძელებ სიტყვას. ველი თქვენს გამოხმაურებებს.

0
4
შეფასება არ არის
ავტორი:გერტრუდა სტაინი
გერტრუდა სტაინი
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0