x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134406
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
უინსტონ ჩერჩილს სურდა ავიამზიდი ყინულისგან შეექმნა
1942 წელს დიდი ბრიტანეთისთვის დასავლეთის ფრონტზე ვითარება კატასტროფულად მძიმე იყო. გერმანული საზღვაო ძალები სერიუზულ ზიანს აყენებდნენ სამეფო ფლოტს. დანაკარგი ყოველდრიურად იზრდებოდა. გერმანიის მძლავრმა ინდუსტრიულმა ბაზამ ქვეყანას საშუალება მისცა სწრაფად აღედგინა დანაკარგები ტექნიკის მხრივ, მაშინ როდესაც დიდი ბრიტანეთი ომში მოუმზადებელი ჩაერთო და მოწინააღმდეგისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ნებისმიერ, ყველაზე არარეალურ და გიჟურ, გზასაც კი მიმართავდა.


ერთ-ერთი ასეთი იდეა - ავიამზიდის შექმნა, რომლის სამშენებლო მასალადაც ყინულს გამოიყენებდნენ - ფოლადის დროებითი ჩანაცვლება, რომლის ნაკლებობამ იმ დროისათვის პიკს მიაღწია. ცნობილია, რომ 1942 წელს ეს იდეა განიხილეს გაერთიანებული სამეფოს უმაღლეს წრეებში, მათ შორის თავად უინსტონ ჩერჩილთან, მაშინ ის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ასრულებდა.


ერთდროულად ორი მიდგომით მუშაობდნენ. პირველი - ყველაზე იაფი - დიდი აისბერგითვის ზედა ნაწილის გადახერხვა და მასზე ასაფრენი ბილიკის მოწყობა. ითვლებოდა, რომ ასეთი იაფი ხომალდები გამოყენებული იქნებოდა მოკლევადიანი ოპერაციებისათვის მოწინააღმდეგის სტრატეგიულ ობიექტებზე იერიშის მისატანად. ასეთი აისბერგი-ავიამზიდი აღჭურვილი უნდა ყოფილიყო თავდაცვითი მექანიზმებით, საცხოვრებელი განყოფილებებით, ძრავით და საჭით მის სამართავად. ასეთი გემის გამოყენება მხოლოდ რამდენიმე თვით შემოიფარგლებოდა.


მეორე მიდგომა გულისხმობდა ავიამზიდის ნულიდან შექმნას, წინასწარ მომზადებული ყინულის ბლოკებისგან, რომელთა შორის მოთავსდებოდა მილები გაციების სისტემებისთვის, რაც საშუალებას მისცემდა ხომალდს არ გამდნარიყო და თავისი ფუნქცია ხანგძლივად შეესრულებინა.



ხანგრძლივი დისკუსიების შემდეგ, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ აირჩია მეორე ვარიანტი, როგორც ყველაზე პერსპექტიული. პროექტის ხელმძღვანელად დაინიშნა ინჟინერი ჯეფრი პაიკი. ექსტრემალურად მან დაასკვნა, რომ თუ წყალს შეურევდა ცელულოზას გაყინვის შემდეგ მიიღებდა ჩვეულებრივზე უფრო მტკიცე მასალას, რომელიც შემდგომში არ დადნებოდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა ახალი მატერიალი კიდევ უფრო დნობადი აღმოჩნდა. გადაწყდა, რომ პროექტისთვის ეწოდებინათ «pykret» ბრიტანულ პროექტში ჩაერთნენ ამერიკელი და კანადელი მოკავშირეებიც, სულ რაღაც ორ თვეში შეიქმნა ხომალდის სატესტო ნიმუში, მისი გამოცდა დაიწყეს კანადაში.

image

1943 წლისთვის 18 მეტრიანი ხომალდი წარმატებით გამოსცადეს საზაფხულო პირობებში, მაგრამ ხელმძღვანელობას რამდენიმე მოთხოვნა გაუჩნდა ინჟინრებთან: ისინი ითხოვდნენ გემბანის გამაგრებას მძიმე ბომბდამშენების დასასმელად და გემის აღჭურვას დამატებითი დაცვითი საშუალებებით გერმანული წყალქვეშა ნავების ტორპედოების წინააღმდეგ. ამისთვის კი საჭირო გახდა გემის კარკასის ლითონით გამაგრება, რაც დაკავშირებული იყო დამატებით ხარჯებთან და რაც მთავარია დროსთან. პროექტი უკვე აღარ ითვლებოდა პანაცეად გერმანიასთან ბრძოლაში, მითუმეტეს რომ 1943 წლისთვის ვითარება მოკავშირეთა სასარგებლოდ შეიცვალა. ბრიტანეთმა საბოლოოდ მოახერხა ფოლადის დეფიციტის გადალახვა და იაფი თვითმფრინავ-მზიდავი გემების წარმოება დაიწყო. უჩვეულო პროექტი დავიწყებას მიეცა, მისგან მხოლოდ ნახაზებიღა დარჩა. რაც შეეხება საცდელ ნუმუშს, ის მალევე გადნა, მისგან კი კარკასი, ჩონჩხი შემორჩა.

0
90
შეფასება არ არის
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0