x
image
Lerato
ბინა პრაქტიკული და გამძლე ინტერიერით – რემონტი და დიზაინი

წლის დასაწყისში სტუდია FILD design thinking company დაასრულა 82 კვ.მ. ბინის ინტერიერი, რომელიც ქალაქ კიევში მდებარეობს. მფლობელს სურდა სახლის დიზაინი ყოფილიყო სადა და დაეტოვებინა მუდმივი ესთეტიკის შეგრძნება, თუმცა, ამავდროულად უნიკალური და მომხმარებლისთვის კომფორტული სივრცე შეექმნათ. დიზაინერებმა მოახერხეს დასახული ამოცანის შესრულება საბაზო მასალების გამოყენების საშუალებით, რომლებიც ერთმანეთს ავსებდა და მათ ბუნებრივ სილამაზეს ხაზს უსვამდა. ბეტონმა და ხემ ძირითადი და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბინის დიზაინში – მიანიჭა უხეში და დაუმთავრებელი ნამუშევრის შთაბეჭდილება, რაც დღესდღეობით საკმაოდ ტრენდულია, მაგრამ ამასთანავე შექმნეს უფრო თბილი და მიმზიდველი ატმოსფერო, ვიდრე დამკვეთი სავარაუდოდ ელოდა.


image

ფერს რაც შეეხება, მთელს ბინაში გამოყენებულია ნეიტრალური და მონოქრომული ტონები.


image

უხეში ბეტონის ზედაპირი სამრეწველო ელემენტს მატებს ბინის სრულ დიზაინს


სახლის გეგმა ღია და მოქნილია. ძირითადი სოციალური სივრცე შედგება მისაღების, სასადილო ზონის და სამზარეულოსგან, რომელიც შავი ფერის კარადებითაა გაწყობილი, კომფორტული დასაჯდომი ადგილებით და პრაქტიკული სათავსოებით ჰარმონიულად ინტეგრირებული დიზაინში. მისაღები სივრცე ძალიან უბრალოა, თუმცა, ამავდროულად საკმაოდ საინტერესოც. აქ აღმოაჩენთ მულტიფუნქციურ დივანს, რომელიც გაკეთდა მომხმარებლის ინდივიდუალური დაკვეთით სპეციალურად ამ ზონისთვის. ის ინტერიერს სრულად ერწყმის, მიუყვება კედელს და ბუნებრივად ყოფს არსებულ სივრცეს. ბინის დარჩენილი ნაწილი უკავია ოსტატურად დამუშავებულ საძინებელს და სააბაზანოს, რომელიც რეალურად ძალიან მაგარი და უჩვეულო ნაწილია ბინაში. სააბაზანო რეალურად ბინის ცენტრშია – მისაღებსა და საძინებელს შორის, მინის კედლებით კონსტრუირებული. მისი იატაკი უფრო ზემოთ არის ბინის ძირითადი იატაკის დონიდან, რაც უფრო მეტად გამოყოფს მას ინტერიერიდაან. წყალგაუმტარი ფარდები მინის კედლების გასწვრივ ქმნის სიმყუდროვესა და ინტიმურ ატმოსფეროს ჩვეულ და დახვეწილ სტილში.



image

ძირითად სოციალურ სივრცეს ორი სხვადასხვა მაკავშირებელი აქვს ტერასასთან, ერთ-ერთი გასასვლელი სამზარეულოშია.



image

სააბაზანო ბინის ცენტრშია – აქვს მოდური და დახვეწილი დიზაინი


image

სააბაზანოს იატაკი უფრო ზემოთაა ბინის იატაკის დონიდან


image

ბეტონის უსწორმასწორო ხორკლიანი ზედაპირი დაბალანსებულია ხის იატაკის ფერით.


image

სპეც–დაკვეთით დამზადებული დივანი მისაღებში ასრულებს სივრცეების გამყოფ ფუნქციას – სამზარეულო და სასადილო ზონებს შორის



image

სააბაზანოს კედლები მინისაგანაა, რომელსაც მთლიანად მიუყვება წყალგაუმტარი ფარდები


image

საძინებელი მისაღებთან დაკავშირებულია პატარა დერეფნით


image

კედელში ჩაშენებული 7 მეტრიანი კარადა საკმაოდ დიდი სათავსოა სხვადასხვა ნივთის შესანახად.


image

საწოლი დაბალზეა და 2მ X 2მ მატრასი საშუალებას იძლევა ღამე კომფორტულად მოისვენოთ



ასევე დაგაინტერესებთ:


45 ყველაზე კრეატიული თარო წიგნებისთვის


რემონტი და დიზაინი: როგორ მოვაწყოთ ყველაზე მყუდრო ადგილი სახლში – 70 კრეატიული იდეა (ნაწილი II)


ბაღის და სახლის გაფორმება ხის კუნძებით – 60 საოცარი იდეა


ბაღის და სახლის გაფორმება ხის კუნძებით – 60 საოცარი იდეა


სიახლე მშენებლობაში – სახლები, რომლის ღირებულება მხოლოდ 15 000$-ია


მისაღები ოთახი – 30 ორიგინალური იდეა რემონტამდე და რემონტის შემდეგ


რემონტი და დიზაინი: უხეში სტილი - უბრალოება და სიმარტივე ინტერიერში. 45 ორიგინალური იდეა


1
230
8-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
230
  
2020, 29 ივლისი, 13:17
მინიმალისტური, დახვეწილი, გემოვნებიანი... მაგარიაააა!
0 1 1