x
image
გემი დალანდი
8 ნიშანი, რომ სხვებზე მაღალი IQ გაქვთ
image

ჩვენ უკვე დიდი ხანია სკოლაში აღარ ვართ, სადაც ჩვენს გონებრივ მონაცემებს იმით აფასებდნენ, თუ როგორ დავწერდით საკონტროლოს და მოვყვებოდით გაკვეთილს. დღეს ინფორმაციის მხოლოდ მიღება არ კმარა, უნდა შეგვეძლოს მისი გაანალიზება და შესაბამის სიტუაციაში მისი გამოყენება. სწორედ ასეთ მომენტებში ხვდები, რომ ადამიანის გონიერებაზე არა კარგად შესრულებული ტესტი, არამედ ის მიუთითებს, თუ როგორ ართმევს თავს ამა თუ იმ სიტუაციას ყოველდღიურად.


ეს მექანიკური ქმედებები ადამიანის მაღალ IQ-ზე მიანიშნებს:


1. გამუდმებული ქაოსი გაქვთ


imageკვლევების თანახმად, ის ადამიანები, რომელთაც მოწესრიგებული სამუშაო მაგიდა აქვთ, უფრო კანონმორჩილნი არიან, სისუფთავეს პირად ცხოვრებაშიც ინარჩუნებენ და გულუხვობითაც გამოირჩევიან.

თუმცა, ის ინდივიდები, რომელთა სამუშაო მაგიდაზეც სრული ქაოსია, უფრო კრეატიული აზროვნებით გამოირჩევიან და პრობლემის გადაჭრის რამდენიმე გზაც იციან.


2.კომფორტულად გრძნობთ თავს სიმარტოვეში

imageვერ ხვდებით რატომ წუწუნებენ თქვენი ნაცნობები, რომ მარტო არიან და მოიწყინეს? გარშემო ხომ იმდენი საქმეა! დამტკიცებულია, რომ ის ადამიანები, რომელთაც უფრო განვითარეული გონებრივი მონაცემები აქვთ, საკუთარი თავის შეცნობისკენ ისწრაფვიან. სწორედ ამიტომ, ეს ადამიანები მარტოობით უფრო მეტ სიამოვნებას იღებენ, ვიდრე საზოგადოებაში ყოფნით.


3.კატები უფრო გიყვართ

imageარ გვინდა ძაღლების მოყვარულებს ეწყინოთ, მაგრამ კვლევებით დამწკიცებულია, რომ კატების მფლობელები უფრო კარგი გემოვნებით გამოირჩევიან, უკეთ აანალიზებენ სიტუაციას და გაცილებით მაღალი ინტელექტი აქვთ.


4.ეჭვი გეპარებათ თქვენს შესაძლებლობებში

image

ეს მოვლენა დანინგ-კრუგერის ეფექტის სახლწოდებითაა ცნობილი: გაცილებით დაბალი ინტელექტის მქონე და არაკომპეტენტური ადამიანები მიდრეკილნი არიან საკუთარი შესაძლებლობების გაზვიადებისკენ, მაშინ როცა ექსპერტები და მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანები საკუთარ შესაძლებლობებში დაეჭვებულები არიან.


5.კარგი იუმორის გრძნობა გაქვთ

imageთუ უნარი გაქვთ ყველა მოვლენას სათანადო ხუმრობით შეხვდეთ, თქვენ სხვებზე გაცილებით გონიერი ხართ.იუმორი იმის ნიშანია, რომ არასტანდარტულად განიხილავთ და აფასებთ სიტუაციას და პრობლემებს ფილოსოფიურად უდგებით. კვლევებით დამტკიცებულია, რომ პროფესიონალ კომიკოსებს საშუალოსტატისტიკურ ადამიანებზე გაცილებით მაღალი IQ აქვთ.


6.შინაგანად შფოთავთ

imageამერიკელმა ფსიქოლოგმა ჯერემი კაპლანმა გამოარკვია, რომ შინაგაში შფოთვა წვრილმანების გამო იმ ადამიანებს ახასიათებთ, რომელთაც ვერბალური IQ უფრო მაღალი აქვთ.

ეს თეორია კანადის ლეიქჰედსონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმაც დაადასტურეს. მათ ექსპერიმენტი ჩაატარეს და დაამტკიცეს, რომ ის ადამიანები, რომლებიც წარსულის ნეგატიური მოვლენების გადათამაშებებს განიხილავდნენ გონებაში ან მომავალზე შფოთავდნენ, გაცილებით უფრო მაღალი შედეგით გამოირჩეოდნენ ვერბალური ინტელექტის ტესტში.


7.იყენებთ უცენზურო სიტყვებს

imageმასაჩუსეტსის ხელოვნების კოლეჯის ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ უცენზურო სიტყვების ცოდნა და მათი გამოყენება უპირატესობა უფროა. ექსპერიმენტის მონაწილეებში იმ ადამიანებმა უფრო მეტი უცენზურო სიტყვა იცოდნენ, ვისი IQ სხვებთან შედარებით უფრო მეტი იყო.


8.გვიან იძინებთ და გვიან იღვიძებთ

imageთუ ცხოვრების წესით ღამურა ხართ, უფრო დიდი შანსია, რომ სხვებზე მაღალი IQ გქონდეთ. კვლევებით მტკიცდება, რომ ის ადამიანები, ვინც ღამით უფრო პროდუქტიულია, გაცილებით უფრო განვითარებული გონებრივი შესაძლებლობებით გამოირჩევა, ვიდრე ისინი, რომლებიც მამლის ყივილზე იღვიძებენ.






0
562
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
562
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0