x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გაეროს დასკვნით ჰაერის დაბინძურება, ხელს უწყობს კორონავირუსის გავრცელებას

image
გაერომ გამოაქვეყნა მოხსენება, სადაც აღწერილია რა გავლენა შესაძლოა ჰქონდეს კორონავირუსს, დიდ ქალაქებში მაცხოვრებელთათვის. ჰაერის ძლიერმა დაბინძურებამ, შესაძლოა ხელი შეუწყოს კორონავირუსის გააქტიურებას და გაზარდოს სიკვდილიანობის რიცხვი.


დოკუმენტის თანახმად, დაავადებულთა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი, პირდაპირ კავშირშია ჰაერის დაბინძურებასთან. ამასთან, აღნიშნულია ის ფაქტიც, რომ პანდემიის დროს დედამიწამ დაისვენა, ვენეციაში 50 წლის განმავლობაში, პირველად გამოჩნდნენ თევზები წყალში, ხოლო ქარხნების გამონაბოლქვისგან დასვენებული უხანი, კოსმოსიდან თანამგზავრმა აღბეჭდა. გაეროს წარმომადგენლება ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თუ არ მიიღებდნენ დამატებით ზომებს გარემოს დასაცავად, მაშინ დადებითი ეფექტი მხოლოდ დროებითი იქნება.



გაეროს გენერალურმა მდივანმა, მოუწოდა ქვეყნებს, მხარი დაუჭირონ "მწვანე პოლიტიკას". მისი თქმით, პანდემიის დროს, ბევრ ქალაქში გაკეთდა საფეხმავლო და ველო-ბილიკები, რაც ხელს უწყობს ჰაერის გასუფთავებასა და უსაფრთხოდ მოძრაობას.


მანამდე, ესპანური ორგანიზაცია "ეკოლოგიისა და ქმედების" სპეციალისტები ამბობდნენ, რომ კარანტინის დროს, ესპანეთის ქალაქები ეკოლოგიურად გაიწმინდა.ექსპერტების აზრით, ქალაქებში სადაც 150 ათასზე მეტი მოსახლეა, ჰაერის დაბინძურება, ბოლო ათი წლის განმავლობაში, საშუალოდ 58%-ით შემცირდა. მადრიდში მავნე ნივთიერებების შემცველობა 59 პროცენტით დაეცა, ბარსელონაში - 62 პროცენტით.



0
44
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0