x
მეტი
  • 23.09.2020
  • სტატია:103495
  • ვიდეო:347765
  • სურათი:467806
14 შეცდომა, რომელიც ხანძრის დროს შეიძლება ძვირად დაგიჯდეთ
image

ხანძარი ბევრ ადამიანს აბნევს. შეუძლებელია ექსტრემალურ სიტუაციას 100% -ით მომზადებული შეხვდეთ, თუმცა იმის ცოდნა, თუ რისი გაკეთება არ შეიძლება ხანძრის დროს, ძალიან დაგეხმარებათ იმაში, რომ სათანადოდ მოიქცეთ და თქვენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნათ.


შეცდომა № 1: არასერიოზულად ეკიდებით ხანძრის საფრთხეს

imageტაფაზე აალებული ზეთი ადვილად შეიძლება ხანძრის მიზეზი გახდეს, თუ არასათანადოდ შეაფასებთ მოსალოდნელ საფრთხეს. არ შეიძლება ტაფის გადმოგდება ქურადან, არც წყალი დაასხათ ცეცხლმოკიდებულ ჭურჭელს-ეს მხოლოდ გააძლიერებს ალს და ახალ კერებს წარმოქმნის.


გამორთეთ გაზქურა და ტაფას თავსახური დააფარეთ.


შეცდომა № 2:პანიკაში ხართ

imageყველაზე ბანალური რჩევაა: შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ აყვეთ პანიკას. ფხიზელი გონება დაგეხმარებათ გაიხსენოთ უსაფრთხოების წესები, რომ მინიმალური დანაკარგებით დაღწიოთ ხანძარს თავი.

თუ სავაჭრო ცენტრში ხართ, აქეთ-იქით სირბილის ნაცვლად უპირველესად მოიძიეთ საევაკუაციო გეგმა, რომ შენობიდან გასასვლელი უსაფრთხო მარშრუტი შეარჩიოთ.


შეცდომა № 3:რისკავთ სიცოცხლეს ნივთების გამო

imageხანძრის გაჩენისთანავე აუცილებლად უნდა დატოვოთ შენობა, სანამ ცეცხლი არ გაძლიერებულა. სანამ ძვირფასი ნივთები ძებნას დაიწყებთ, შესაძლოა ცეცხლმა გასასვლელი ჩაკეტოს. ამასთან, ასეთ სიტუაციაში ადამიანი განსჯის უნარს კარგავს და შესაძლოა სიცოცხლე სრულიად გამოუსადეგარი ნივთების გამო გაწიროთ.


შეცდომა № 4:არასწორად იყენებთ ცეცხლმაქრს

imageცეცხლმაქრის შიგთავსს ნუ მიუშვებთ ცეცხლის ალში, უმჯობესია მისი წყაროსკენ მიმართოთ, ანუ იქით, რასაც ცეცხლი უკიდია. დაცლილი ცეცხლმაქრი კი არასოდეს არ დატოვოთ ცეცხლთან, არც ცეცხლში ჩააგდოთ, ეს საშიშია!


შეცდომა № 5:წყლის დასხმა ელექტრომოწყობილობებზე

imageწყალი კარგი გამტარია და თუ მას ჩართულ ელექტროხელსაწყოს დაასხამთ, დენი დაგარტყამთ.შესაძლოა მოკლე ჩართვაც მოხდეს და სადმე ცეცხლის ახალი კერა გაჩნდეს. გამორთეთ ჯერ ხელსაწყო დენის წყაროდან და მხოლოდ შემდეგ დაასხით მას წყალი. თუ წყალი ხელთ არ გაქვთ, გამოიყენეთ სქელი ქსოვილი. პატარა ცეცხლის დროს კი შეგიძლიათ სოდაც გამოიყენოთ, ის ნატრიუმის ბიკარბონატს შეიცავს, რომელსაც ცეცხლმაქრებში იყენებენ.


შეცდომა № 6: აღებთ კარ-ფანჯრებს

imageჟანგბადი ხანძრის მთავარი “საკვებია", ამიტომ უნჯობესი იქნება მისი მიწოდება ხანძრის ადგილას მაქსიმალურად შვზღუდოთ. დახურეთ ფანჯრები და კარები-ეს საშუალებას მოგცემთ, რომ შენობაში კვამლის გავრცელებას ხელი შეუშალოთ.


შეცდომა № 7: კუთხეს აფარებთ თავს

imageხანძრის შემჩნევისთანავე პირველ რიგში ქუჩაში გასვლის შანსი უნდა შეაფასოთ. ნუ დაიწყებთ სამალავის ძებნას სააბაზანოში, საწყობსა და სარდაფში. ცეცხლმა შესაძლოა იქაც შემოაღწიოს, მაშველებს კი თქვენი მოძებნა გაუჭირდებათ.

რა თქმა უნდა, თუ გარეთ გასვლა შეუძლებელია, მაშინ გაცილებით უსაფრთხო ადგილი უნდა მოძებნოთ. დახუროთ კარი და ღრიჭოები სველი ქსოვილით ამოქოლოთ, რომ კვამლი არ შემოვიდეს, შემდეგ კი მაშველებს დაურეკეთ.


შეცდომა № 8:სარგებლობთ ლიფტით

imageხანძრის დროს ელექტროენერგია ითიშება, ამიტომ ლიფტი გაჩერდება და თანდათან კვამლით გაივსება. ისარგებლეთ კიბით და თუ ეს შეუძლებელია, მაშინ სახანძროსა და მაშველების მოსვლამდე იმ ადგილს შეაფარეთ თავი, სადაც ნაკლები კვამლია.


შეცდომა № 9:რისკავთ

imageმაღალი სართულიდან დაშვება იმპროვიზებული თოკით- ძალიან საშიშია, რადგან, როგორც წესი, ასეთი ხელნაკეთი საშუალებები ზრდასრული ადამიანის წონას ვერ უძლებს და შესაძლოა სერიოზული დაზიანებები მიიღოთ.

უკეთესი იქნება მაშველებს თქვენი ადგილმდებარეობა ანიშნოთ.


შეცდომა № 10: ფიქრობთ, რომ სველი ნაჭერი დაგიცავთ

imageსველი ქოვილი მართლაც დაგეხმარებათ იმაში, რომ კვამლი არ ისუნთქოთ, თუმცა ის პანაცეა როდია. წვის დროს გამოყოფილ აირებს წყალი ვერ შთანთქავს და ისინი თქვენს ფილტვებში მოხვდებიან

რა თქმა უნდა, როცა შენობიდან გადიხართ, სველი ქსოვილი კარგი იდეაა, მაგრამ იმაში დარწმუნებული, რომ სველი ნაჭერი საიმედოდ დაგიცავთ, ნურასოდეს შებრუნდებით ხანძრის ადგილას.


შეცდომა № 11: გამართული გადაადგილდებით

imageხანძრის დროს, დაკვამლიანებულ შენობაში გამართული ტანით გადაადგილება საშიშია, რადგან კვამლი მაღლა იწევს, ჟანგბადი კი ქვემოთ ეშვება. ამიტომ, მოიხარეთ, ან იატაკზე ცოცვით გადაადგილდით.


შეცდომა № 12: ცეცხლი სამოსზე მოგეკიდათ და დარბიხართ

imageთუ იგრძენით, რომ ცეცხლი სამოსს მოედო, სირბილი ყველაზე ცუდი იდეაა. ეს მხოლოდ ცეცხლის ალს გააძლიერებს. ამ დროს ან სამოსი უნდა გაიძროთ სწრაფად, ან დაწვეთ მიწაზე და იგორაოთ. თუ ცეცხლი თქვენს ახლობლად მოედო ვინმეს, არ მისცეთ სირბილის საშუალება, წააქციეთ და პირსახოცით ან რამით დაფარეთ.


შეცდომა № 13:უკან დაბრუნება

imageროცა გარეთ გამოხვალთ, არაფრისდიდებით აღარ შებრუნდეთ ცეცხლმოკიდებულ შენობაში, რა ძვირფასეულობა და დოკუმენტებიც არ უნდა დაგრჩენოდათ იქ. ჩამონგრევის ან კვამლით მოწამვლის რისკი ყოველ წამს იმატებს. ცუდი მხედველობის გამო კი შესაძლოა გასასვლელსაც ვეღარ მიაგნოთ.


შეცდომა № 14: არ აფრთხილებთ მეზობლებს

აუცილებლად გააფრთხილეთ მეზობლები ხანძრის შესახებ, იმის იმედად ნუ იქნებით, რომ კვამლის სუნს იგრძნობენ ან ხმაურს გაიგებენ. შესაძლოა ვიღაცას ღრმად სძინავს ფანჯრებდახურულ ოთახში და კვამლის სუნიც ვერ იგრძნოს. აუცილებლად დარეკეთ სახანძროშიც, ნუ იფიქრებთ, რომ ამას სხვა გააკეთებდა.



0
274
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
274
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0