x
image
ნათია ჩხობაძე
6 საშინელი რამ, რასაც უძილობა იწვევს
კვლევებმა აჩვენა, რომ ძილი არის ზრდასრული ადამიანისთვის პანაცეა. იმის გათვალისწინებით, რომ სამიდან ერთს მაინც აქვს ძილის ნაკლებობის ნიშნები, გრძელვადიან პერსპექტივაში აზრი აქვს ამაზე ლაპარაკს. უნდა იცოდეთ რა რისკებთან არის დაკავშირებული უძილობა!
უძილობა

როცა კარგად გვძინავს, ცვენი სხეული უფრო პროდუქტიულია და ჯანმრთელი. ჩვენ კი ვგრძნობთ თავს უკეთ, ბედნიერად და ახალგაზრდულად.

სტატისტიკურად ახალგაზრდებს, 18-35 წლამდე სჭირდებათ 7 დან 9 საათიანი ძილი ყოველდღიურად.

ადამიანები, რომლებიც დაავადებულნი არიან და სჭირდებათ განსაკუთრებული მზრუნველობა, საჭიროებენ მეტ ძილს.


ძილის სქემა კაცებისა და ქალებისათვის:


მოხუცები 65+: 7-8 საათი
26-64 წლის 7-9 საათი
ახალგაზრდა, 18-25 წლის: 7-9 საათი
მოზარდები, 14-17 წლის: 8-10 საათი

სასკოლო ასაკის ბავშვები, 6-13 წელი: 9-11 საათი
სკოლის ასაკის, 3-5 წელი: 10-13 საათი
პატარები, 1-2 წლის: 11-14 საათი
4-11 თვის: 12-15 საათი
ახალდაბადებულები, 0-3 თვის: 14-17 საათი

დაავადებები, რომლებსაც გამოუძინებლობა იწვევს:

1. იმუნური სისტემის დარღვევა:
პირდაპირ კავშირშია ძილი და იმუნური სისტემა. ძილის დაქვეითება იწვევს გართულებებს, ხელს უშლის ორგანიზმს შეეწინააღმდეგოს სერიოზულ დაავადებებს. ამრიგად, ეს იწვევს დაზიანებებს, რომლებიც უნებურად აისახება ჩვენს პროდუქტიულობაზე.



2. ლოგიკური აზროვნების პროცესის დარღვევა:

კვლევამ დაადგინა, რომ ძილის ნაკლებობა იწვევს გადაწყვეტილების მიღებისა და აზროვნების დონის დაქვეითებას. ამასთან, პრობლემების გადაჭრის უნარები ხშირად ქვითდება, ხოლო რეაქციები შენელებულია.

3. რისკები, რომლებიც დაკავშირებულია წონის მატებასთან და ჭარბ წონასთან:
თუ შეპყრობილი ხართ თქვენი წონით, საკმარისია დაიძინოთ. 21000-ზე მეტი მოზრდიელმა შეაფასა კავშირი ძილსა და წონას შორის. მათ, ვისაც 5 საათზე ნაკლები ეძინა, ჭარბი წონა აწუხებდა.

4. ფერმკრთალი და მშრალი კანი:
ძილის ჩვევებისა და კანის მდგომარეობის შესწავლამ აჩვენა, რომ 30-დან- 50-წლის ადამიანები, რომლებმაც ნაკლები იძინეს, უფრო მეტად იყვნენ უკმაყოფილონი თავიანთი გარეგნობითა და კანით. მათი უმრავლესობა უჩივის ნაოჭებს, ასაკობრივ ლაქებს და კანის ელასტიურობის ნაკლებობას.

5. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და ინსულტის რისკი:


კარგი ღამის ძილი ასევე აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენი გული გრძელვადიან პერიოდში სწორად ვიმოქმედოთ. European Heart Journal- ის მიერ გამოქვეყნებულ ბოლოდროინდელ კვლევაში დადგინდა, რომ მათ, ვისაც ცოტა ძინავს, აღენიშნებათ გულის კორონარული დაავადება და აქვთ ინსულტის განვითარების რისკი.

6. ძილის ნაკლებობა ასოცირდება კიბოს რისკთან:


ამერიკის ძილის მედიცინის აკადემიამ ასევე აღნიშნა, რომ მათ, ვინც დღეში 7-9 საათზე ნაკლებ ძილს იძინებდა, უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ონკოლოგიური დაავადების მატარებლები გახდებიან . ქალებს უფრო ხშირად აქვთ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, მათ შორის ძუძუს და საშვილოსნოს ყელის კიბო.

კარგი ღამის ძილი და დაგეხმარებათ აღიდგინოთ ენერგია და გაძლიერდეთ.

შეაფასეთ სტატია გაზიარებით ......







0
93
2-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0