x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მამაკაცს 25 წელი ჰყავდა მონობაში საკუთარი თანამემამულეები
image

ჯოზეფ მათამატას(Joseph Matamata) რომელიც სამოადან იყო და ახალ ზელანდიაში ცხოვრობს, მიესაჯა ციხე, მისი სამოელი თანამემამულეების მიმართ განხორციელებული ტრეფიკინგისთვის.



65 წლის კაცს 11 წელი მოუწევს ციხეში ჯდომა. მოსამართლე ჰელენ კულის ((Helen Cull) გადაწყვეტილებით, მათამატას აგრეთვე მოუწევს 180 000 ახალი ზელანდიური დოლარის გადახდა.

image

ჯოზეფ მათამატას, ტრადიციულ სამოას კულტურაში "მათას", ანუ ბელადის პოზიცია ეკავა, რა დროსაც 1994-1999 წლებში, სამოადან მოტყუებით ჩამოიყვანა 13 000 საკუთარი თანამემამულე, ამათგან უმეტესობა მისი მშობლიური სოფლიდან იყო. გამოცემის თანახმად, იგი იხდიდა ავიაბილეთების ფულს და თანამემამულლებს პირდებოდა, რომ მათ სკოლაში მოაწყობდა ან სამსახურს უშოვიდა. თუმცა, როდესაც ხალხი ახალ ზელანდიაში ჩადიოდა, ისინი მათამატას პირად ტყვეობაში ვარდებოდნენ, ჩრდილოეთი კუნძულ ნეიპირთან ახლოს.



მრავალი მათგანი ჩამოსვლისთანავე, იძულებული იყო დღეში 14 საათი ემუშავათ სოფლის მეურნეობის მუშაკებად, რა დროსაც მათ გამომუშავებულ თანხას მათამატა ჯიბეში იდებდა.


სასამართლო სხდომაზე გაირკვა, ბელადი ხშირად სცემდა თანამემამულეებს, მათ შორის ხის ნაჭრით, ცოცხით ან ელექტრო კაბელით, ასევე ის, რომ მან ერთ-ერთ დაზარალებულს ბაღის მაკრატელი ესროლა და ხელში გაურჭო.


მათამატას დამონებულ ადამიანებს ეკრძალებოდათ მისი სამფლობელოს გარეთ ვინმესთან საუბარი, აგრეთვე მისი ნებართვის გარეშე სამოაში ოჯახის წევრებთან დაკავშირება .

image

მონათმფლობელობა 25 წელიწადი გაგრძელდა და საქმე მხოლოდ შარშან გაიხსნა სრულიად შემთხვევით, როდესაც საემიგრაციო სამსახურმა მიაკითხა ბელადის სამფლობელოს.

დაკავებულმა სამოელებმა თავიანთი მძიმე ყოფის შესახებ სამართალდამცავებს მოუყვნენ .

2
196
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
196
  
2020, 28 ივლისი, 13:21
გადაირევი კაცი((
0 1 2