x
image
alex999
Mediator image
ვსწავლობთ მსოფლიო გეოგრაფიას - 10 ქვეყანა, რომელთა დედაქალაქები შესაძლოა არასწორად იცოდეთ!

გეოგრაფიულ საკითხებზე საუბრისას, ხშირად გვიწევს ქვეყნების დედაქალაქების ხსენება. დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ ისეთი ქვეყნების დედაქალაქებზე, რომლებიც ადამიანებს უმეტეს შემთხვევაში ერევათ. უფრო მეტი ინფორმაციისთვის წაიკითხეთ ჩვენი დღევანდელი სტატია...


image







შვეიცარია

image


შვეიცარია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი და მდიდარი ქვეყანაა. ადამიანების უმეტესობამ ქვეყნის დედაქალაქი არასწორად იცის. აშშ-ში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, აღმოჩნდა, რომ ამერიკელების 40% -ს შვიცარიის დედაქალაქი ციურიხი ჰგონია, 20%ს - ჟენევა, 17%-ს კი ბაზელი. მხოლოდ 23% -მა უპასუხა კითხვას სწორედ, რომ შვეიცარიის დედაქალაქი ბერნია.





მაროკო

image


ჩრდილოეთ აფრიკის ამ ულამაზეს ქვეყანასაც იგივე პრობლემა აქვს. ევროპაში მოსახელობის უმეტესობას ქვეყნის დედაქალაქი კასაბლანკა ან მარაკეში ჰგონია, თუმცა მაროკოს დედაქალაქი რეალურად სანაპირო ქალაქი რაბათია.





ახალი ზელანდია

image


ეს პატარა ქვეყანა ცნობილია, როგორც ბუნების საოცრება. კითხვაზე, რომელია ახალი ზელანდიის დედაქალაქი, ძირითადად მიიღებთ პასუხს - ოკლენდი. თუმცა ეს მცდარია, რადგან ქვეყნის დედაქალაქი ველინგტონია.





ბრაზილია


image

ამ ქვეყანაში ფეხბურთი ყველაზე მეტად უყვართ. იცოდით, რომ ადამიანების უმეტესობამ ბრაზილიის დედაქალაქი არასწორად იცის... კვლევის თანახმად, აღმოჩნდა, რომ ევრაზიაში ბრაზილიის დედაქალაქი უმეტესობას სან პაულო, ხოლო აფრიკის მხარეს რიო დე ჟანეირო ჰგონია. რეალურად კი ქვეყნის დედაქალაქი ბრაზილიაა.






კანადა

image


ტორონტო, ვანკუვერი და მონრეალი... ეს ქალაქი მთელ მსოფლიოში ცნობილია, თუმცა კანადის დედაქალაქის სტატუსს ოტავა ატარებს.





ავსტრალია

image


ამ ჩამონათვალში ყოფნა ყველაზე ნაკლებად ავსტრალიას ეკუთვნის. ამხელა კონტინენტ-ქვეყნის დედაქალაქი ადამიანმა როგორ არ უნდა იცოდე? თუმცა გამონაკლისებიც არის... სიდნეი და მელბურნი ძალიან გვაბნევენ, თუმცა პასუხი ნათელია - ავსტრალიის დედაქალაქი კანბერაა.





ყაზახეთი

image


საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული ქვეყნის დედაქალაქი ალმაატი იყო, თუმცა მოგვიანებით დაწყებული წარმოტებული პროექტის შედეგად, დედაქალაქი ასტანა გახდა.





ინდოეთი

image


შესაძლოა იფიქროთ... როგორ არ იციან დელი? თუმცა მინდა გითხრათ, რომ მსოფლიოში ადამიანების უმეტესობას ინდოეთის დედაქალაქი მუმბაი ჰგონია.





ნიგერია

image


ზოგადად ნიგერიის დედაქალაი უმეტესობას ლაგოსი ჰგონია, თუმცა რეალურად აბუჯაა.





თურქეთი

image


და ბოლოს... რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ ამ სიაში მოხვდა ცვენი მეზობელი თურქეთიც. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში თითქმის ყველამ ზუსტად იცის თურქეთის დედაქალაქი, იგივეს ვერ ვიტყვით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ძალიან ბევრ ქვეყანაში ჰგონიათ, რომ თურქეთის დედაქალაქი სტამბულია და არა ანკარა.






















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<



უცნაურ კითხვაზე ლოგიკური პასუხი: არის თუ არა გადარჩენის შანსი ვეშაპმა რომ გადაგყლაპოთ?

image





7 ცნობილი ფოტოს ისტორია, რომელიც წარსულში ღრმად მოგზაურობის საშუალებას მოგცემთ!

image





გაიცანით არას ბულუთ ინემლი - 14 საინტერესო ფაქტი "ორმოს" ვარსკვლავის იამაჩ ქოჩოვალის შესახებ

image





ყველაზე უნიკალური გარეგონობის 4 პატარა "ფერია" !

image





ავშვების გამოყენებით შესრულებული სატანისტური რიტუალები, რომლებიც ბევრ ქვეყანაშია დადასტურებული

image






0
1271
6-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1271
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0