x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134471
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
რუსეთში ბიჭმა სიგარეტს ეკლესიაში ანთებული სანთლიდან მოუკიდა და "ტიკ-ტოკზე" გამოაქვეყნა

რუსეთის ქალაქ ჩიტაში ახალგაზრდა ბიჭმა სიგარეტს ეკლესიაში დანთებული სანთლიდან მოუკიდა და ამის ამსახველი ვიდეო "TikTok" - ზე გამოაქვეყნა. პოპულარობისთვის გადაღებულმა ვიდეომ საზოგადოება აღაშფოთა და ადგილობრივი პოლიციის დაინტერესება გამოიწვია.

image

ორმა მოზარდმა ვიდეოს გადასაღებად ქალაქში არსებულ ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარს მიაშურა. ტაძრიდან მრევლის წასვლას დაელოდა და ამის შემდეგ ერთ-ერთმა სიგარეტს ანთებული სანთლიდან მოუკიდა. მეორე ახალგაზრდამ კი ეს ყველაფერი ტელეფონით გადაიღო. ახალგაზრებმა ვიდეოს "წლის დანაშაული" დაარქვეს და ინსტაგრამზე და "TikTok" - ზე გამოაქვეყნეს.

პოლიციამ ფაქტზე გამოძიება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 148 -ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ქმედებას, რომელიც გამოხატავს საზოგადოების აშკარა უპატივცემულობას და მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას.



0
89
შეფასება არ არის
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0