x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელიც ურთიერთობაში ნამდვილი ტირანია

image


აგრესიისგან დაზღვეული არც ერთი ქალი არ არის, თუმცა როგორც ასტროლოგები ამტკიცებენ, ტირანი ქმრის ამოცნობა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით სავსებით შესაძლებელია. მაშ ასე, მოდით ერთად გავარკვიოთ რომელია ზოდიაქოს ის 3 ნიშანი, რომელთან ურთიერთობაც ტანჯვის მეტს არაფერს მოგიტანთ.



კირჩხიბი


image


ურთიერთობაში მყოფი კირჩხიბი საკუთარი მეორე ნახევრით მუდმივად მანიპულირებს. ის, ყველა თავის ახლობელ ადამიანს შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრებას უმწარებს. ზოდიაქოს 12 ნიშანს შორის, ყველაზე ამოუცნობი და საიდუმლოებით მოცული ეს ნიშანი გარშემომყოფებს ყოველთვის აიძულებს მის დაკრულზე იცეკვონ. კირჩხიბებს საყვარელ ადამიანებთან გულწრფელი საუბარიც კი არ შეუძლიათ, ამიტომ ყოველთვის ელიან, რომ მათ პრობლემებს მათ ნაცვლად ვინმე სხვა მოაგვარებს.



ქალწული



image


ქალწულები კარიერისტები არიან, მათთვის სამუშაო ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია. ზოდიაქოს ეს ნიშანი ოჯახში განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა, რომლის მკაცრად განსაზღვრულ წესებსაც უკლებლივ, ოჯახის ყველა წევრი უნდა ემორჩილებოდეს. ქალწულისთვის საყვარელი ადამიანის გრძნობა ნაკლებ მნიშვნელოვანია, მათთვის ყველაზე მთვარი მათივე სამუშაოა.




თხის რქა


image


სასიყვარულო ურთიერთობა თხის რქასთან მანამდე გრძელდება, სანამ ეს, მათ თავად სჭირდებათ, როგორც კი თხის რქის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი იგრძნობს, რომ ვინმეს გამო შეიძლება საკუთარ კომფორტზე უარის თქმა მოუწიოს, მას ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, მაშინვე მიატოვებს. ზოდიაქოს ეს ნიშანი როგორც წესი, საყვარელ ადამიანს ზურგს საკმაოდ მარტივად აქცევს.



0
158
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
158