x
გაინტერესებს,ვის ენდობი ან ვინ გენდობა?

მე, შემიძლია ნდობა გამოგიცხადო შენ მაგრამ არ შემიძლია სული მოგყიდო და მასში ჩაგახედო.ყველა საიდუმლო გავამჟღავნო და გულთ აღარაფერიღა დამრჩეს რა.შემიძლია, რომ მიყვარდე, გეალერსებოდე, გეფერებოდე და გულში ჩამწვდომ სიტყვებს გეუბნებოდე მთელი გულწრფელობით.არასდროს ვიქნები სიყალბის სადაჯაროზე მდგომი რადგან თვით მე მძულს ის და მგონია, რომ ვინც ყალბია ის არ არის ადამიანი ან ყალბად ჩამოაყალიბა ცხოვრებამ.ცხოვრება ხომ თვითონ წყვეტს ვის რა ბედი არგუნოს.ვინ იყოს უბედური და ვინ ბედნიერი.ახლოს მოგიშვებ, გაგიგებ, გაგესაუბრები მაგრამ სულიერ სიახლოვეს ვერ შეგპირდები რადგან ამ ბოლო დროს განსაკუთრებულად დავკარგე იმედი და რწმენა.აღარავის აღარ მჯერავს, ყოველი სიტყვა ტყუილი მგონია.მხოლოდ შინაგან "მე-ს" ვენდობი, ის თუ გამიგებს ამ ყოველივეს რატომაც ვიძახი.გამგებიც კი აღარ არსებობს და ვინ გაგიგებს, რომ? ვის შეეცოდები? ვინ დაგეხმარება? არავინ, ახლა ისეთი დროა, რომ ყველა თავის თავშია ჩაკეტილი და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ სხვა არ აინტერესებთ ახლობელი ადამიანით აღარ ინტერესდებიან.მხოლოდ ერთმანეთის გამოყენება შემდეგ კი გვერდზე გადაგდება იციან...აღარ შერჩათ ნამუსი იმისა, რომ წმინდად იცხოვრონ ან წრფელად გაიღიმონ.ირგვლივ ყველაფერი გააჭუჭყიანეს და ცდილობენ, რომ დანარჩენებსაც ასე მოექცნენ.ერთმანეთით აბინძურებენ ჯაჭვური რეაქციით გარშემომყოფებს.ამიტომ არავინ არ უნდ ამიუშვათ თქვენს გულამდე, სანამ დროა იმოქმედეთ და ეცადეთ, რომ შორს იყვნენ თქვენგან კარგის თუ ცუდის მსურველნი.დისტანციაა ყველა პატარა თუ დიდ დეტალში საჭირო, სწორედ მას მოაქვს შედეგი ან თუნდაც დარტყმა რომელიც უნდა ყოფილიყო მძიმე მაგრამ დისტანციის საშუალებით გახდა შედარებით მსუბუქი.ე.ი ნეიტრალიზაციის უნარი გააჩნია დისტანციას როდესაც კონკრეტულ ამბავს, ისტორიასა თუ მომენტში გამძაფრებულ რეაქციასა თუ დამოკიდებულებას ანეიტრალებს და არ ამწვავებს.მოვლნენ გულთამპყრობელთსავით, კეთილმსურველებივით თავმომწონე ღიმილით და ყალბი გამომეტყველებით.ამ დროს მათ შენგან რაღაც კონკრეტული დახმარება სურთ და არა გვერდში დგომა და მხარდაჭერა.შენ, რომ გაგიჭირდება და განსაცდელში იქნები მაშინ ყველას შეეშინდება, შორს წავა და კონტაქტზეც აღარ გამოვა.თავს აგარიდებს და იტყვის ``რად მინდა ზედმეტი პრობლემა და შარი?`` ისინი ასე უწოდებენ ადამიანობასა და დახმარების ხელს მათთვის ეს გულუხვობა კიimage
არა დიდი პრობლემაა.ისინი მშიშრები არიან ამიტომ კანკალებენ ასეთ მომენტებში და თავი ძლიერ, უშიშარ პიროვნებად მოაქვთ.არადა სიმართლე როგორი ნათელია...იყო დრო როცა იცოდნენ მხარში დგომა, გამხნევება მაგრამ არის ამჟამად ის მომენტი როდესაც ადამიანებს სიკეთე მივიწყებული აქვთ.ჩვენ, კი ვიხრჩობით ამ სანახაობას კი საკუთარი თვალებითვე ვხედავთ თუ როგორ ვიძირებით ღრმა, იდუმალ, მატყუარა, შემთრევ ზღვაში.

0
30
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0