x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134340
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
„საპარტნიორო ფონდი“ გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას ბიზნეს პროექტების განხორციელებაში დაეხმარება
image


"მშვი­დო­ბის ფონ­დის“ მი­ზა­ნია, გამ­ყო­ფი ხა­ზის მიღ­მა მცხოვ­რებ მო­სახ­ლე­ო­ბას ბიზ­ნეს პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ლე­ბა­ში და­ეხ­მა­როს, რა­შიც „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დი“ აქ­ტი­ურ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს, - გა­ნა­ცხა­და „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძემ პროგ­რა­მის „მშვი­დო­ბის ფონ­დი უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თვის“ შე­დე­გე­ბის შე­მა­ჯა­მე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას.


რო­გორ მან აღ­ნიშ­ნა, ვი­ნა­ი­დან „სა­პარტნი­ო­რო ფონდს“ სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, ფონ­დი აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თვე­ბა პრო­ექ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბა­სა და და­ფი­ნან­სე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში.


„ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბაა და რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­კეთ­დეს იმის­თვის, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა მხო­ლოდ მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით გამ­თლი­ან­დეს. ამის­თვის ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­ბი­ჯია ე.წ. სა­ზღვრე­ბის იქით ჩვე­ნი ძმე­ბის, აფხა­ზე­ბი­სა და ოსე­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი დახ­მა­რე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ შე­იქ­მნა „მშვი­დო­ბის ფონ­დი“ და „სა­პარტნი­ო­რო ფონდს“ აქვს პა­ტი­ვი, იყოს მისი თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის აპა­რატ­თან და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ვაჭ­რო-სამ­რეწ­ვე­ლო პა­ლა­ტას­თან ერ­თად. „მშვი­დო­ბის ფონ­დის“ მი­ზა­ნია, რომ გამ­ყო­ფი ხა­ზის მიღ­მა მცხოვ­რებ მო­სახ­ლე­ო­ბას და­ეხ­მა­როს ბიზ­ნეს პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ლე­ბა­ში, სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით ინ­დუსტრი­ულ და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სექ­ტო­რებ­ში“, - გა­ნა­ცხა­და „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა.



და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძემ, ასე­ვე, ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დი­სა“ და მისი შვი­ლო­ბი­ლი „სტარ­ტაპ სა­ქარ­თვე­ლოს“ ერ­თობ­ლივ პრო­ექ­ტზე, რო­მე­ლიც „USAID Zrda“-სთან ერ­თად ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ხელ­წო­დე­ბით „ახა­ლი სა­წარ­მო­ე­ბი გამ­ყო­ფი ზო­ლის მიმ­დე­ბა­რე სოფ­ლებ­ში“.


„ამ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ე.წ. სა­ზღვრის­პი­რა სოფ­ლებ­ში ფი­ნანსდე­ბა „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ სტარ­ტაპ-სა­ქარ­თვე­ლოს მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლებ­ზეც და­ფი­ნან­სე­ბულ თან­ხას დამ­წყებ მე­წარ­მე­ებს „USAID Zrda“ გრან­ტის სა­ხით უორ­მა­გებს. ჩვენ მი­ვიჩ­ნევთ, რომ ანა­ლო­გი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბი უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს, რო­გორც აფხა­ზე­თის, ასე­ვე სა­მა­ჩაბ­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც“, - აღ­ნიშ­ნა და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძემ.


„სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ ინ­ფორ­მ­ცი­ით, „მშვი­დო­ბის ფონ­დი უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თვის“ შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის აპა­რატ­თან ერ­თად, „სა­პარტნი­ო­რო ფონდმა“ და „სა­ქარ­თვე­ლოს სა­ვაჭ­რო-სამ­რეწ­ვე­ლო პა­ლა­ტამ“ და­ა­ფუძ­ნეს. მისი მი­ზა­ნია, გამ­ყო­ფი ხა­ზე­ბის გას­წვრივ ხელი შე­უ­წყოს მშვი­დო­ბის მშე­ნებ­ლო­ბას, მო­სახ­ლე­ო­ბის სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, ასე­ვე, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და პარტნი­ო­რუ­ლი ბიზ­ნეს პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.


მა­თი­ვე ცნო­ბით, ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით წარ­დგნენ შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ლია გი­გა­უ­რი, სა­ქარ­თვე­ლო­ში USAID-ის მი­სი­ის დი­რექ­ტო­რი პი­ტერ ვიბ­ლე­რი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ვაჭ­რო-სამ­რეწ­ვე­ლო პა­ლა­ტის პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი პერ­ტა­ია და ფონ­დის სტრუქ­ტუ­რი­სა და სა­ო­პე­რა­ციო გეგ­მის შე­სა­ხებ პრე­ზენ­ტა­ცია გა­მარ­თა „მშვი­დო­ბის ფონ­დის უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თვის“ დი­რექ­ტორ­მა ბე­სიკ ბუ­გი­ა­ნიშ­ვილ­მა.

0
10
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0