x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
პანდემიის დროს დაბადებული იდეა 7 აგვისტოს რეალობად იქცევა
image


იდეა, შეექმნათ რაღაც მნიშვნელოვანი, პანდემიის დროს გაჩნდა. რომა ცირეკიძეს და მარიტა ჭანტურიას წყვილმა ახალი საქმის დაწყება მაშინ გადაწყვიტა, როცა საღამოს 9-დან დილამდე სახლში უწევდათ ყოფნა და ყველას მსგავსად, ენატრებოდათ მეგობრები, გართობა და ღონისძიებებზე სიარული.


მარიტა იურისტია, რომა - მსახიობი, მაგრამ პროფესიის მიღმა ორივეს რაღაც ახლის შექმნის სურვილი ქონდა.


“ორივეს გვიყვარს გართობა, ასევე ორივეს გვიყვარს კომფორტი. ივენთებზე სიარულისას ვაკვირდებოდი და ვხვდებოდი, რომ იყო ადგილები, სადაც მუსიკის გარდა სოციალიზაციაც შეიძლება, მაგრამ ტერიტორიულად შორსაა, კლუბური კულტურა ძირითად აქცენტს მუსიკაზე აკეთებს და დახურულ სივრცეშია, ის ადგილები, სადაც კომფორტია, მუსიკალურად არ მაკმაყოფილებდა, აქედან გაჩნდა “Eclectik”-ის იდეა, რომ თბილისშივე, ღია ცის ქვეშ, ძალიან კომფორტულ გარემოში ძალიან კარგი მუსიკით შეგვექმნა სივრცე, რომელიც მთლიანად ჩვენი იქნებოდა”, -ამბობს მარიტა ლისის ტბასთან ახლოს მოძიებული ტერიტორია 7 აგვისტოსთვის თითქმის მზადაა, Line Up 6 არტისტისგან შედგება, ცნობილ მუსიკოსებთან ერთად ახალ სახეებსაც წარადგენენ. “გვინდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ სტუმრების კომფორტს, ტერიტორია ჯამში 1000-მდე ადამიანს დაიტევს, რაც ძალიან კარგი წინაპირობაა კომფორტის შესაქმნელად, მითუმეტეს ტერიტორია სავსე იქნება პუფებით, ჰამაკებით, კვების ობიექტით. სივრცეში კომუნიკაციაც უნდა შევძლოთ და ცეკვაც და რაც მთავარია, ეს ყველაფერი ხდება ბუნებაში და სიგრილეში”.



image


7 აგვისტოს დაგეგმილი ღონისძიება შუაღამეს დაიწყება და მეორე დღის საღამომდე გასტანს. Eclectik-ის ტერიტორია მსმენელისთვის კარგად ნაცნობი Lisi Wonderlands-ის უკან, მთის ძირში მდებარეობს. ბალახზე წამოწოლილი სტუმრები სიმწვანით და მთების ხედებით დატკბებიან, შეზღუდვების გამო ბილეთების მხოლოდ შეზღუდული რაოდენობა გაიყიდება. Eclectik-ისთვის ეს პირველი ექსპერიმენტია, რომელიც მელომანებს, სოციალიზაციის მოყვარულებს და არტისტებს ერთ სივრცეში მოუყრის თავს.



0
126
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0