x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"კიდევ ერთი სკანდალი: მეჯართე ლ.ყ. შაქარაშვილის მეზობლად ცხოვრობს?!" ნახეთ, რა ინფორმაციას ასაჯაროებს ელისო კილაძე

image


19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, ჟურნალისტი და გაზეთ "ქრონიკა+"- ის რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში საგანგებო პოსტს აქვეყნებს. კილაძის თქმით, მეჯართე, ლ.ყ. რომელიც შაქარაშვილის საქმეში ფიგურირებს, სინამდვილეში ცნობილი კრიმინალია და ის ვაზისუბანში შაქარაშვილის მეზობლად ცხოვრობს: "კიდევ ერთი სკანდალი: მივმართავ მწყემსცენტრს-ოფიციალურ განცხადებაში მეჯართე ლ.ყ. რატომ არის ინიციალებით მოხსენიებული? იმიტომ ხომ არა, რომ სინამდვილეში ცნობილი კრიმინალია და ვაზისუბანში შაქარაშვილის მეზობლად ცხოვრობს?! ტეროტორიაც შეგნებულად გადაწვა და არა ნაპერწკლით ! და სხვა მსგავს საქმეშიც ფიგურირებს!"- დაწერა ელისო კილაძემ საკუთარ ფეისბუქგვერდზე. შეგახსენებთ, რომ 4 დღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად ფეხბურთელის ცხედარი მდინარე არაგვში იქნა ნაპოვნი. პროკურატურის მიერ გავრცელებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზად ასფიქსია, წყალში დახრჩობით დასახელდა. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.




0
650
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
650