x
image
ქეთეონე
ანჯელინა ჯოლი
image

ანჯელინა ჯოლი ვოითი (ინგლ. Angelina Jolie Voight; დ. 4 ივნისი, 1975) — ამერიკელი კინომსახიობი. პოპულარული მედიის მიერ ის ხშირადაა აღიარებული მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალად, ხოლო მისი არაეკრანული, პირადი ცხოვრება ფართოდაა გაშუქებული. მას მიღებული აქვს სამი ოქროს გლობუსი, ორი კინომსახიობთა გილდიის პრემია და ოსკარი.

მიუხედავად იმისა რომ ჯოლის დებიუტი მის ბავშვობაში შედგა მამამისთან ერთად 1982 წლის ფილმში „ველოდები წასვლას“, ჯოლის სამსახიობო კარიერა დაიწყო მოგვიანებით, დაბალბიუჯეტიანი ფილმით „კიბორგი 2“ (1993). მან პირველი მთავარი როლი განასახიერა ფილმში „ჰაკერები“ (1995), ასევე მან ითამაშა კრიტიკოსთა მიერ კარგად მიღებულ და აღიარებულ ბიოგრაფიულ ფილმებში: „ჯორჯ ვალასი“ (1997) და „ჯია“ (1998) და მიიღო ოსკარი, როგორც მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელმა ქალმა, ფილმისათვის „გოგონა, რომელსაც შეაწყვეტინეს“ (1999). ჯოლიმ მიაღწია საქვეყნო აღიარებას ფილმით „ლარა კროფტი: სამარხების მძარცველი“ (2001), სადაც მან ვიდეო-თამაშის გმირი, ლარა კროფტი განასახიერა. ამის შემდეგ ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მაღალანაზღაურებადი მსახიობი ჰოლივუდში. მან თავისი ყველაზე დიდი კომერციული მოგება ნახა მძაფრსიუჟეტიანი კომედიური ჟანრის ფილმით „მისტერ და მისის სმიტი“ (2005).

image
ანჯელინა დაშორდა თავის პირველ მეუღლე ჯონი ლი მილერს და მეორე მეუღლე ბილი ბობ თორნტონს, ახლა კი მსახიობ ბრედ პიტთან ერთად ცხოვრობს, მათ შორის ურთიერთობამ მსოფლიო მედიის ყურადღება დაიმსახურა. ჯოლის და პიტს ჰყავთ სამი აყვანილი ბავშვი: მედოქსი, პექსი და ზაჰარა, ისევე როგორც სამი ბიოლოგიური შვილი: შილო, კნოქსი და ვივიენი. ჯოლი დაკავებულია საქველმოქმედო საქმეებით მთელ მსოფლიოში და ასევე ის თანამშრომლობს UNHCR-სთან.


image
ჯოლიმ მუშაობა დაიწყო, როგორც მოდელმა, როდესაც ის 14 წლის იყო. მას კონტრაქტი ჰქონდა სამოდელო სააგენტო Finesse Model Management-თან და მოღვაწეობდა ისევე როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაშიც, ძირითადად ლოს-ანჯელესში, ნიუ-იორკსა და ლონდონში. ამ პერიოდში ის გამოჩნდა ბევრ მუსიკალურ ვიდეოში, მაგალითად: მით ლოუფის „Rock & Roll Dreams Come Through“, ანტონელო ვენდიტის „Alta Marea“, ლენი კრავიტსის „Stand by My Woman“ და ლემონჰედსის „It's About Time“. 16 წლის ასაკში ჯოლი დაბრუნდა თეატრში და ითამაშა თავისი პირველი როლი, მან განასახიერა გერმანელი დომინანტი ქალი. მან გადაწყვიტა მამისაგან ესწავლა მისი ერთგვარი მეთოდი, რომელიც შემდეგში მდგომარეობდა: დააკვირდე ადამიანებს, რათა მათნაირი გახდე. ამ პერიოდში მამა-შვილის ურთიერთობა არ იყო დაძაბული და ენჯი ფიქრობდა, რომ ისინი ორივენი „დრამის დედოფლები“ იყვნენ.

ჯოლიმ ითამაშა თავისი ძმის ხუთ სტუდენტურ ფილმში, რომელიც მან მაშინ გადაიღო როდესაც USC School of Cinematic Arts-ში სწავლობდა, მაგრამ ანჯელინას პროფესიონალური კინო-კარიერა 1993 წელს დაიწყო, როდესაც მან ითამაშა მთავარი როლი დაბალბიუჯეტიან ფილმში „კიბორგი 2“, სადაც მან განასახიერა კასელა (ქეშ) რისი — ადამიანური ტიპის რობოტი. ამას მოჰყვა ფილმი „სამხილის გარეშე“, ხოლო თავის პირველ ჰოლივუდურ 1995 წლის ფილმში „ჰაკერები“, სადაც ჯოლი მომავალ პირველ მეუღლე ჯონი ლი მილერს შეხვდა, მან ითამაშა კეიტ ლიბი. ფილმი ჩავარდა და მოგება ვერ მოიტანა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ვიდეოზე გამოვიდა, უამრავი ფანი შეიძინა.

image

0
107
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0