x
image
ლურჯი თოლია
ვაჟა-ფშაველას საყვარელი ქალი და მათი სიყვარულის ტრაგიკული ისტორია

image

1885 წლის შემოდგომაზე ქართლის სოფლის ოთარაშენის დიდმა ფეოდალმა ოთარ ამილახვარმა ვაჟა შინა მასწავლებლად მიიწვია თავისი შვილის გიორგის მასწავლებლად. სწორად ამ ოჯახში გაიცნო ვაჟამ ამილახვრის უკანონო შვილი ეკატერინე, რომელიც დედის გვარს ნებიერიძეს ატარებდა. მას შინაურები კეკეს ეძახდნენ.
კეკე ადრე გაუთხოვებია დედას, მაგრამ სამწუხაროდ მალე დაქვრივებულა და ისევ ამილახვრისთვის მიუშურებია უშვილძიროდ დარჩენილ სრულიად ახალგაზრდა ქვრივს. ვაჟას მთელი არსებით შეუყვარდა და მისი ცოლად შერთვა გადაწყვიტა. გარკვეული ყოყმანის შემდეგ "დიდმა კნეინამ" ნება დართო ვაჟას ქორწინებაზე და საყვარელი არსება ფშავისაკენ წამოიყვანა.

ვაჟამ გრძნობების გამხელამდე, კეკესთვის ფშავში ცხოვრების სირთულეები გაუცნია. ამ სირთულეების მიუხედავად, კეკე ვაჟას ცოლობას დასთანხმდა.

მოსწონებიათ ფშავში ეს მშვიდი ბუნების პატარძალი, ვაჟას ნამდვილი მუზა და მისი ბედნიერების ვარკსვლავი. სანამ ის ჰყავდა, ბედნიერი იყო. ამბობენ, რომ ამ ქალმა კარგად იცოდა მისი ფასი. მათი სიყვარული იმდენად ძლიერი იყო, რომ ცოლ-ქმარი მთის დაწერილ და დაუწერელ კანონებსაც არღვევდა, მათ შორის იმას, რომ სიყვარულს მალვა უნდა. მთაში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საერთოდაც, ემოციების სახალხოდ გამოვლენა არ შეიძლება და ეს ქალი კიდევ ისე იყო შეყვარებული, რომ მოჰკრავდა თუ არა ვაჟას თვალს, სახლიდან გამოვარდებოდა და მიეგებებოდა. ჩვეულებრივ, ვაჟა ხელში აიტაცებდა და ისე მიჰყავდა შინ. ვაჟას მეორე ცოლი კი დასცინოდა კეკეს და ამბობდა სიყვარულს ვერ მალავდაო. არც ვაჟას პოეზია ხიბლავდა, როგორც ვიცით. ვაჟას კეკე უყვარდა და ამ პერიოდში დაწერა, მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებები. კეკე მეხუთე ბავშვზე იყო ორსულად, როცა გარდაიცვალა. ვაჟა დასთან იყო წასული ყვარელში. როცა დაბრუნდა, მივიდა საფლავზე, პოეზიის წარმოუდგენელი ძალის შედევრი წაუკითხა - “იას უთხარი ტურფასა''

იას უთხარით ტურფასა
მოვა და შეგჭამს ჭიაო,
მაგრე მოხდენით, ლამაზო,
თავი რომ აგიღიაო!
შენ თუ გგონია სიცოცხლე -
სამოთხის კარი ღიაო,
ნუ მოხვალ, მიწას ეფარე,
მოსვლაში არა ყრიაო.
ნუ ნახავს მზესა, ინანებს
განა სულ მუდამ მზეაო!
მიწავ, შენ გებარებოდეს
ეს ჩემი ტურფა იაო,
შენ უპატრონე, უმშობლე,
როგორაც შენი ზნეაო.

ვაჟას შემოქმედებაში სადაც “ია'' ფიგურირებს უნდა გვახსოვდეს, რომ ულამაზესი, უჭკვიანესი, უთბილესი და ვაჟას უდიდესი გულშემატკივარი, მისი მუზა - თავადის ქალი კეკეკ ნებიერიძე იმალება.

0
416
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
416
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0