x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მოსკოვის ოლიმპიადა და "მერსედეს-ბენცი"
imageამა წლის ივლისში მოსკოვის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებს 40 წლის იუბილე შეუსრულდა.


მოსკოვის ოლიმპიადა იმით არის გამორჩეული, რომ ის იყო პირველი ოლიმპიადა ისტორიაში, ჩატარებული აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, ეს იყო ასევე პირველი ოლიმპიადა, რომელიც სოციალისტურ ქვეყანაში ჩატარდა.


1980 წლის ივლის-აგვისტოში დედაქალაქი გადაიქცა სადღესასწაულო ქალაქად, კეთილდღეობის ქალაქად, სიხარულის ქალაქად. ალბათ, 1917 წელს დაპირებული კომუნისტური სამოთხე ასეთი უნდა ყოფილიყო.


ნებისმიერ შემთხვევაში, სამოთხე მხოლოდ რამდენიმე დღეს გაგრძელდა და ეს იყო სსრკ -ს ტრადიციულს სტილში -ფარსი და მოჩვენებითი კეთილდღეობა.


ყოველ შემთხვევაში მოსკოველებმა იმ დღეებში პირველად შეძლეს "ფანტის" დაგემოვნება, პირველად გამოჩნდა მაღაზიებში იაპონური «SONY»-ის კასეტები, ასევე ნამდვილი ამერიკული «Malboro»-სიმბოლო დასავლური თავისუფლებისა. დახლებზე «Adidas»-ის ბოტასების უპრეცედენტო მრავალფეროვნება სუფევდა.

სამაგიეროდ არასასურველ სოციალურ ელემენტებს (ლოთები, მეძავები, ნარკომანები და უსაქმურები)იძულებით დედაქალაქიდან 101-ე კილომეტრზე უშვებდნენ.

image

ყველა ხვდებოდა, რომ დასრულდებოდა ოლიმპიადა და ისევ დაცარიელდებოდა დახლები როგორც "ბურჟუაზული", ასევე ადგილობრივი საქონლისგან, ისევ შეიქმნებოდა დეფიციტი.

"ოლიმპიურ ზღაპარს" საბჭოთა კავშირი უცხოელ პარტნიორებთან ერთად ქმნიდა, მათ შორის იყო კაპიტალისტური ქვეყნების კომპანიები.


მოსკოვის ოლიმპიადის ერთ-ერთი პარტნიორი იყო Mercedes-Benz-ი.ხელშეკრულება 1978 წელს გაფორმდა, თუმცა როდესაც სსრკ ავღანეთში შეიჭრა, აშშ-მ და მოწინავე კაპიტალისტურმა ქვეყნებმა ბოიკოტი გამოუცხადეს მოსკოვის ოლიმპიადას, მათ შორის იყო გფრ, მაგრამ თავად Mercedes-Benz-მა უარი თქვა ბოიკოტზე.ისევ როგორც ზოგიერთმა დასავლურმა კომპანიამ.

image

მთლიანად Daimler‐Benz-ის ჩადებული თანხა 1 250 000 მარკით გამოიხატა.მათ შორის 5 მიკროავტობუსი Mercedes‐Benz O 309, ასევე 6 ერთეული სპეცტანსპორტი(ნაგვის და კანალიზაციის გამწოვი), ასევ სასწრაფო დახმარების მანქანები, სამი მსუბუქი Mercedes‐Benz 280 S (W123) და ერთიც Mercedes‐Benz 250 (V123), რომელზე Bosch-ის ფირმის აღჭურვილება იყო დამონტაჟებული ტელერეპორტაჟებისთვის.მოძრავი სატელევიზიო სადგური Mercedes-Benz LP 1313ი

image


image

ამის გარდა იჯარით აღებული 10 მიკროავტობუსი Mercedes‐Benz O 309, ექვსი Mercedes‐Benz 280 S და ორიც Mercedes‐Benz 250 დაგრძელებული ვარიანტი, რომლების ტექნიკურ მომსახურეობას ახდენდნენ ტრასებზე.

image

არ უნდა დაგავივიწყდეს მილიციის W123 და W116, ექვსიც Mercedes-Benz L2232-ის ტრაილერი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო "Совтрансавто"-ს 'სავიტრინო საჩვენებელი"


image

image


0
231
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
231
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0