x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ორსულობის ტესტები ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში ჰქონდათ და ისინი მუშაობდნენ კიდეც

image
ჯერ კიდევ 3500 წლის წინაც სურდათ ქალებს გაეგოთ ორსულად იყვნენ თუ არა, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1400 წელს პაპირუსზე დაწერილი ტექსტის მიხედვით, ორსულობის ტესტები ძველ ეგვიპტელებს ჰქონდათ. ამისთვის ქალები ხორბლის და ქერის მარცვლებს იყენებდნენ. ისინი მარცვლებზე შარდავდნენ და თუ ერთ-ერთი მაინც იზრდებოდა, მაშინ ქალი ორსულად იყო. ეგვიპტელები იმასაც კი იგებდნენ ორსული გოგოს ელოდებოდა თუ ბიჭს. თუკი ქერის მარცვალი უფრო სწრაფად იზრდებოდა, იმის მანიშნებელი იყო, რომ ქალს ბიჭი ჰყავდა, ხოლო თუ ხორბალი- მაშინ გოგო. 1963 წელს გამოკვლევაც კი ჩატარდა ეგვიპტელების ძველ ტესტზე, კვლევამ აჩვენა, რომ ორსულობის ძველი ტესტი 70% იან სიზუსტეს აჩვენებდა, აი სქესის გამოცნობის “ტექნიკამ'' კი ვერ გაამართლა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამგვარი ტესტი კარგად მუშაობდა იმის გამო, რომ ორსული ქალის შარდი ბევრ ესტროგენს შეიცავს, რაც იწვევს მარცვლების ზრდას.

0
92
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0