x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
დიდნაურის ნაქალაქარი ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიაში შევიდა
image


საქართველოს მთავრობის სპეციალური დადგენილების მიხედვით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე დიდნაურის ნაქალაქარს, გორში მდებარე წედისის ციხის კომპლექსს და ასევე ხვამლის ციხე-ქვაბულს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა. ამის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ 23 ივლისს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გამოსცა. დადგენილებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს.


„კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლისთვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის განსაზღვრის შესახებ“ მთავრობის დადგენილება 24 ივლისს „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.


ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსს ატარებს ოზაანის ამაღლების ტაძარიც, რომელსაც უძრავი ძეგლის სტატუსი 2006 წელს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა.



როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დავის ცენტრის დირექტორი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, ახლახან დედოფლისწყაროში მდებარე კიდევ ერთ უძველეს ნამოსახლარს „სამრეკლო 1“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.


დე­დოფ­ლის­წყა­რო­დან აღ­მო­სავ­ლე­თით, 9 კი­ლო­მეტრში, ნა­ქა­ლა­ქა­რი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომელიც სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში „დიდ­ნა­უ­რის“ სა­ხელ­წო­დე­ბით შე­ვი­და. ნაქალაქარ­ში არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი 4 წლის წინ და­ი­წყო და ექ­სპე­დი­ცი­ას კი­ა­ზო ფი­ცხე­ლა­უ­რი ხელმძღვანელობდა. ნა­ქა­ლა­ქა­რი ძვ.წ. მე-13 სა­უ­კუ­ნით თა­რიღ­დე­ბა და 15 ჰექ­ტარ­ზეა გა­შე­ნე­ბუ­ლი. მისი მას­შტა­ბე­ბის გამო სპე­ცი­ა­ლის­ტებს დიდ­ნა­უ­რი სრუ­ლად არ შე­უს­წავ­ლი­ათ, თუმ­ცა წლი­დან წლამ­დე ახალ აღ­მო­ჩე­ნე­ბამ­დე მი­დი­ან. ნა­ქა­ლა­ქა­რი ში­რა­ქის ველ­ზე ანუ დაბ­ლობ­ზე იყო გა­შე­ნე­ბუ­ლი. სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ დიდ­ნა­უ­რის გარ­შე­მო, მთის წვერ­სა და ბორ­ცვებ­ზე პა­ტარ-პა­ტა­რა ნა­ქა­ლა­ქა­რე­ბია შე­მორ­ჩე­ნი­ლი. სწო­რედ ამი­ტომ, არ­ქე­ო­ლო­გე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ შე­საძ­ლოა დიდ­ნა­უ­რი ცენ­ტრა­ლუ­რი ქა­ლა­ქი იყო, რო­მელ­საც გარ­შე­მო თავ­დაც­ვი­თი ნა­გე­ბო­ბე­ბი ჰქონ­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ თავ­დაც­ვი­თი კედ­ლის სი­გა­ნე 4, 5 მეტ­რია, გარს კი 22 მეტ­რის სი­გა­ნის თავ­დაც­ვი­თი თხრი­ლი აქვს შე­მორ­ტყმუ­ლი.

0
111
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0