x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"მართლმადიდებლობა საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა-რატომ გააგდო მამაომ გალინა კარმუშინა ტაძრიდან
image დავით ქართველიშვილის თქმით, გიდი-ექსპერტი, გალინა კარმუშინა რუს ტურისტებს საქართველოს ისტორიაზე დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდიდა, რის გამოც ის ეკლესიიდან გააძევეს:



„გარდაცვლილი თამუნა ბაჩალიაშვილის მხარე არ ენდობა გამოძიებას, სახელმწიფო ექსპერტიზას და საქმეში რუსეთის მოქალაქის, უკრაინელი გიდის, გალინა კარმუშინას ჩართვას ითხოვს. ამ ფაქტმა და შაქარაშვილის საქმეზე ამ ქალბატონის „საექსპერტო“ განცხადებებმა, მოვლენათა განვითარებას საინტერესო და გასაანალიზებელი მიმართულება შესძინა, როდესაც მე დამირეკა ჩემმა ახლობელმა მღვდელმსახურმა.


მამაოსთან საუბარში შევიტყვე, რომ გალინა კარმუშინას სახით, მან ამოიცნო ის გიდი, რომელმაც შარშან მის ტაძარში რუსულენოვანი ტურისტების ჯგუფი შემოიყვანა და აწვდიდა იმდენად დამახინჯებულ და ცილისწამებლურ ინფორმაციას ქართული ეკლესიისა და მართლმადიდებლობის ისტორიის თაობაზე, რომ ტაძრის სხვა მსახურებთან ერთად, მამაომ სთხოვა ამ ქალბატონს ტურისტებთან ერთად დაეტოვებინათ ეკლესიის ტეროტორია.


გალინა კარმუშინას „საექსპერტო“ მონაყოლით, ტურისტებმა გაიგეს, რომ „მართლმადიდებლობა საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა, ხოლო აღნიშნული ტაძარი (მე-6 საუკუნის!!!) მას შემდეგ გახდა ქართული, რაც იგი სომხურ ეკლესიას უკანონოდ ჩამოართვეს“.



ამ ზარმა ბიძგი მომცა ეს თემა ოდნავ ფართოდ გამეშალა და ერთ პარადოქსსაც მივადეგი. თავის დროზე მეც მქონდა მცდელობა, რუსულენოვანი ტურისტების ბაზარზე შევსულვიყავი, როგორც არასტანდარტული ტურების სცენარისტი და ტურისტული ჯგუფების გიდი. ამ მიმართულებით სოციალურ ქსელებში, ტურისტულ საიტებზე და ცალკეული ტურისტული კომპანიების დონეზე წავაწყდი ერთ საინტერესო კანონზომიერებას – ტურიზმის კონკრეტულად ეს სეგმენტი (რუსეთი/უკრაინა) დიდი ხანია ნაცმოძრაობის რუსულენოვანი კონტინგენტის კონტროლის ხელშია, რომლის ერთ-ერთ „რუხ კარდინალს“ წარმოადგენს საქართველოში თავის დროზე სააკაშვილის მიერ ჩამოყვანილი და მისი პირადი მეგობარი, რუსული წარმოშობის ჟურნალისტი, თავის უკრაინელ მეუღლესთან ერთად.


სწორედ ის და მასთან დაახლოებული ნაცსექტანტების სხვა წარმომადგენლები ფლობენ ტურიზმის ამ მიმართულებით ე.წ. საკონტროლო პაკეტს. ხოლო საკუთარ კლიენტებში, მეფის რუსეთისა და საქართველოზე ბოლშევიკური შეხედულებების საუკეთესო ტრადიციებში, ახდენენ ჩვენს ქვეყანაზე, მის ისტორიაზე გაუკუღმართებული წამოდგენების ჩამოყალიბებას. ამას ჰქვია “მეხუთე” კოლონა, ამას ჰქვია ჰიბრიდული ომის ნაწილი, ამას ჰქვია რუსეთის ოკუპაციის გაგრძელება/ხელშეწყობა და ყოველივე ამით დაკავებულია ნაცსექტის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, ხოლო მეორე ნაწილი – “ჩემი შენ გითხარის”-ს პრინციპით აპრავებს ყოველივეს.


აქვე დავძენ, რომ ჩემი ბაზრის ამ სეგმენტში შეღწევის მოუფიქრებელი და მოუმზადებელი მცდელობა – ამ ჯგუფის მიერ მყისიერად იქნა დაბლოკილი, თუმცა საქმის ვითარებაში გარკვევის შემდგომ, ამ ეშმაკის მოციქულებთან ძალისა და ენერგიის ფუჭად ხარჯვის სურვილი აღარც მე დამრჩენია.


ჩემს მიერ გაკეთებულმა ამ აღმოჩენამ, ნაცმოძრაობის, როგორც ნეოტროცკიზმის, ბოლშევიკური რუსეთის იდეოლოგიური მემკვიდრის – ზოგად დახასიათებაში, კიდევ ერთი დამატებითი „პაზლი“ ჩამასმევინა გრიგოლ ვაშაძის, ელენე ხოშტარიას და საბჭოთა ავტორიტარულ ლიდერებზე შეყვარებულ სააკაშვილთან ერთად. ხოლო მოქმედი ხელისუფლების რუსეთის მიმართ სიყვარულში დადანაშაულების მიღმა, საკუთარი პარტაქტივის რუსეთზე ფინანსური და იდეოლოგიური მიბმის მხოლოდ და მხოლოდ გადაფარვის ეშმაკური მცდელობაა. სამწუხაროა, რომ მათ ამ დაგებულ ხაფანგებში ხვდება ჩვენი ზოგიერთი დასავლელი მეგობარი. თუმცა მათი ამ ხაფანგებიდან განთავისუფლება და მოვლენათა განვითარების რეალურ სურათზე სწორი ხედვების ჩამოყალიბება – ჩვენი პარტნიორული ვალდებულებაა“, -წერს დავით ქართველიშვილი.

image


31
1032
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1032
  
2020, 2 აგვისტო, 19:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 2 აგვისტო, 19:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 2 აგვისტო, 7:26
ერი რო მიყვარს მიტომ ვამბობ სიმართლეს,თორე სტურუასავით რუსებს გავურიგდებოდი. ვინც არ არის კახაბერი,ვერ დავარქმევ კახაბერს და რეალურად,ბრიყვნი ამბობენ ჩემზე,რომ მძულს ჩემი ერი,მაგრამ მაგ სიძულვილში დიდი სიყვარულია. ერის სიძულვილია,როცა ხედავ როგორ ანგრევს კორუფცია და ნეპოტიზმი ქვეყანას და იდეას,რაც დამოუკიდებელ,ერთიან და თავისუფალ საქართველოს გულისხმობს,რუსეთის მთავარი დასაყრდენი საპატრიაქო და ინტელიგენციაა,ხოლო შენ გაგებით ეკიდები. აი,ეს არის ერის სიძულვილი,თორე ადამიანი თუ ამხელს "ივერიონს" კგბ აგენტობაში მგონი ცუდი არ უნდა იყოს და ე.წ. ინტელიგენციას მოღალატეებად თვლის არც ეს მგონია სიძულვილად. ზოგადად,სიმართლის თქმას დიდი მნიშვნელი აქვს და ის უნდა თქვა. დავითის აწყობილი საქმე ვერ გაგრძლესო ამბობ და ქართველ მეფეებს უუნარობაში ადანაშაულებ,მაგრამ გავიწყდება "დრონი მეფობენ და არა მეფენი" ის განვითარება ვერ გაგრძელდა,რადგან მონღოლების ძალიან ძლიერ ძალას დააინტერესა რეგიონი. ვერც იმას იტყვის ადამიანი,რომ ლაშა-გიორგის ან რუსუდან არ სურდათ ძლიერი სახელმწიფოს შეანარჩუნება. მაშინაც ასე იყო და ეხლაც ასეა,როცა ეკლესიას აქვს იმაზე დიდი ძალაუფლება,ვიდრე ეს სჭირდება. 1245-47 წლებში რატომ იყო უმეფობა საქართველოში? დავით ლაშას ძეს კანონიერ უფლებას ხომ არ ართმევდნენ გამხდარიყო საქართველოს მეფე? მეფეებს იმახსოვრებს ისტორია,მაგრამ პატროტების ძალისხმევამ ქნა ის,რომ დავითი(ულუ) გამეფდა და გამეფდა აღმოსავლეთ საქართველოში,რადგან მთავრი ტახტის ტიტული დარჩენულიყო ლაშას შთამომავლებს. მგონი,შეხსენება არ გჭირდება ვინ იყო დავით(ულუს) შვილიშვილი და ეკლესიას თავისი რო გაეტანა,მაშინ ვერ ვიხილავდით ისეთ მაგარი მართველს,როგორიც გიორგი V იყო. ისტორია დაიწყო ბრძოლა და დამთავრდა ბრძოლა არ არის მარტო. ისტორიამ საშუალება უნდა მოგცეს სწორად შეაფასო ყველაფერი და მისით განსაზღვრო აწყმო და მომავალიც. პრობლემა არის კრიტიკულად შეფასება ისტორიის და ერთი სახელმწიფო დაღუპა ლამის ამ ყველაფერმა. რამდენმა ქართველმა იცის,გიორგი I,ლაშა-გიორგის,დავით ულუს და დემეტრე თავდადებულის შესახებ? დემეტრეს საერთოდ ეკლესია უწესო და აღვირახსნილ კაცად მოიხსენიებდა. გამსახურდიამ დიდოსტატით საერთოდ გააცამტვერა გიორგი I. იმას არ ვამბ
2020, 2 აგვისტო, 7:00
არადა დავწერე,რომ ბევრი მოღალატე არის საქართველოშითქო))) ყველა მართავს და თან რეალურად არავინ. არ უნდა ყფილიყო რთული გასაგები. დამოუკიდებელი და მაკონტროლებელი ინსტიტუტები,რომლეშიც ჩართული უნდა იყოს საზოგადოების ყველა ფენა,ზოგი მეტად და ზოგი ნაკლებად. საზოგადოების ყველა წევრის უფლებები უნდა იყოს დაცული(მათ უნდა ქონდეთ დაცვის და რეალიზების უფლება) და არ უნდა იყოს უმრავლესობის ძალადობა უმცირესობაზე. რაც შეეხება ილიას,თუ კარგად წაიკითხავ "ბაზალეთის ტბას" მიხვდები,რომ ილიაც სწორედ მაგას გულისხმობს. არ ვიცი,რა გგონია კლასიკური ლიბერალიზმი იგივე ლიბერტარიანიზმი,მარა აშკარად შეუძლია ამ იდეას ქვეყნის ჭაობიდან გამოყვანა. ერთხელ იყო მცდელობა პრაქტიკაში გატარების,უფრო ეკონომიკის მიმართულებით,მაგრამ რეალური ძალა რო ნახო,მაშინ გჭირდება დამოუკიდებელი ისნსტიტუტები. 12.5% ეკონომიკური ზრდა გვქონდა,როცა არ არსებობს დღემდე დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა,ადამიანის თავისუფლება იზღუდებოდა ყოველ მეტრზე და ამ მხრივ დღესაც არ გვაქს სახარბიელო სიტუაცია. რაც შეეხება "გენიოსებს",ეგ ის იროდიონ ევრდოშვილი ხომ არ იყო,რომლიდანაც იწყება საბჭოთა ლიტერატურა? სსრკ დროსაც გვყავდა გენიოსები,რომლებიც სახელმწიფოს წინააღმდეგ მოწყობილ პროვოკაციაში აქვთ მონაწილეობა მიღებული. ე.წ. წითელი ინტელინგენცია,რომლებიც დღესაც მოძღვრავენ ერს თუ ბერს. რომ ვუყურებ დღევანდელ სიტუაციას და ამ "გენიოსებს",არც უნდა ვუხდიდეთ ფულს. ზოგი ადამიანი გენიოსად მიიჩნევს ვიღაცას და ზოგი არა. მაგალითად,რობერტ სტურუა ზოგისთვის გენიოსია,ჩემთვის საქართველოს მოღალატე. ვინემს რო ეკითხა და ეთქვა ჩამომითვალე გენიოსებიო,იროდიონ ევრდოშივილი არ გამახსენდებოდა საერთოდ.
2020, 1 აგვისტო, 20:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 1 აგვისტო, 9:32
მულტისავალუტო რეჟიმი შემოიღო და ადამიანებს მისცა საშუალება,ევაჭრათ იმით,რომელსაც უფრო ენდობოდნენ. როცა სხვადასხვა ქალაქებს იბრუნებდა,მათ შორის თბილისაც,არაბ ვაჭრებს დაუტოვა ქარვასლები და მათ ქართველებთან შედარებით შეღავათებიც დაუწესა. ესეც შენი ინვესტიციის ხელშეწყობა და კარგი საინვესტიციო გარემოს შექმნა. სხვადასხვა ისტორიკოსები ამბობენ,რომ იმ დროინდელი საქართველო ვაჭრებისთვის ნამდვილი სამოთხე იყო. დავითი იყო მონარქი,რომელმაც რიგი ლიბერალური მიდგომები გამოიყენა და ის დროება არის ფაქტი,ლიბერტარიანიზმს საქართველოში შეუძლია სიტუაციის შეცვლა. ძლიერი ხელი და ძლიერი ნერვი საჭიროა,რადგან ბევრი მოღალატე ყავს ამ ქვეყანას. მაშინაც ყავდა დავითს და ამიტომ შექმნა ე.წ. საიდუმლო სამსახური. ხანგძლივი ომები არ იყო ჩვენი ინტერესის სფერო არასოდეს,რადგან ქართველმა კარგად იცოდა ოკუპაციიც და ანექსის ფასი. ქართველს არ აქვს დნმში ბატონობა და ამიტომ არ აწარმოებდა ხანგძლივ ომებს. რეალურად,იმ პერიოდში სრული რესურსი ქონდა ქვეყანას ეწარმოებინა ომები,მაგრამ მისი ინტერესის სფეროს არ წარმოადგენდა. დავითის ნაირი სტრატეგის ყოლა კი ბონუსი იყო და ის რომ რეალურად ჩართულიყო ჯვაროსნულ ომებში და გაძღოლოდა ჯვაროსნების ჯარს,ბევრად უკეთესი შედეგი ექნებოდათ. დასავლეთ ევროპელებს და პაპს ჯიბეში ჩაისვავდა ნებისმიერ თემაში. ფიქრობდნენ რო გამოიყენებდნენ დავითს,მაგრამ პირიქით მოხდა. დავითმა გამოიყენა ისინი თურქების ასაბარგებლად. რომის პაპს სხვა სურვილები ქონდა და მუსლიმების მერე მართმადიდებლებს დაერეოდა. თუ ჩემი არ გჯერა,მაშინ კონსტანტინოპოლის დაცემის რეალურ მიზეზებს გადახედე. უკაცრავად,მაგრამ ნიჰილიზმია ეგ და სხვა სახელი მაგას არ ქვია. ბაზალეთის ტბის ქვეშ ჩაძინებულ ყმაწვილკაცას ველოდებით და მისი გარჩენის იმედი გვაქვს. ეს არის მცდარი მიდგომა. დაიმახსოვრე,რომ საქართველოს ეშველება მაშინ,როცა ადამიანები იდეას გაყვებიან და არა კონკრეტულ პიროვნებას. იდეა კი მდგომარებს შემდეგში,ილია ჭავჭავაძის მიდგომები და კლასიკური ლიბერალიზმი. სიტუაცია მართველობის,რომელშიც რეალურად არავინ მართავს სიტუაციას და თან ყველა მართავს.
2020, 1 აგვისტო, 9:15
ეგეთი პიროვნება მე ვარ,მარა კენჭი რო ვიყარო 0.00001% ავიღებ))) თუ კარგად გაეცნობი ისტორიას,მაშინ იქ ამოიკითხავ,საქართველოს ბედიღბალით დაინტერესებულმა პირებმა გადააყენეს გიორგი II და მის ადგილას 16 წლის დავითი დანიშნეს. დავითი მარტო არ მოქმედებდა და მას გვერდზე პატრიოტი ხალხი ედგა. მისი ამღზრდელი გიორგის თამადობით. ერთპიროვნული მართველობა შესაძოა იკითხება,რადგან მონარქია იყო,მაგრამ რეალურად ეგრეც არ იყო საქმე. განსწავლული კაცი კი იყო დავითი,მაგრამ სხვისი რჩევების და წარმოდგენილი სტრატეგიის გარეშე ვერ შეძლებდა ამას. საეკლესიო რეფორმა და ეკონომიკური სტრატეგია,რამაც საშუალება მისცა ქვეყანას სავაჭრო ცენტრი გამხდარიყო. დიდგორი გვახსენდება პირველი დავითის ხსენებაზე,მაგრამ ეგ დასკვნითი ფაზა იყო. იმდენი ბრძოლა აწარმოა,რომ სელჩუკთა ბრბო შეშფოთებული იყო და ამიტომაც შექმნეს კოალიცია საქართველოს წინააღმდეგ. საქართველო მძლავრად იყო ეკონომიკურად და შესწევდა ძალა ომების საწარმოებლად. დავითი და მისი მხარდამჭერები ისეთი სტრატეგები იყო,რომ დრევანდელ დღესაც ჩვეულებრივად გაქაჩავდნენ.
2020, 31 ივლისი, 20:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 31 ივლისი, 20:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 31 ივლისი, 19:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი მარტოხელა მონადირე-ის კომენტარზე
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10