x
image
alex999
Mediator image
უცნაურ კითხვაზე ლოგიკური პასუხი: არის თუ არა გადარჩენის შანსი ვეშაპმა რომ გადაგყლაპოთ?

უცნაური კითხვების კატეგორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია კითხვას: რა მოხდებოდა ვეშაპს რომ გადაეყლაპეთ? დღევანდელ სტატიაშია ამ უცნაურ კითხვაზე ლოგიკური და საინტერესო პასუხი მოვამზადეთ.


image





ვეშაპები ჩვენი სამყაროს გონიერი და გიგანტური არსებები არიან. ისინი როგორც მომხიბვლელები, ასევე საკმაოდ გონიერებიც არიან. იშვიათად თუ შეხვდება ადამიანი ვეშაპს, თუმცა არც ისე დიდი იშვიათობაა.


და რა მოხდებოდა მაშინ, თუ ვეშაპი გადაწყვიტავდა ადამიანის გადაყლაპვას?

image




სანამ პასუხს გაგცემდეთ, მინდა გითხრათ, რომ ლურჯი ვეშაპის ენა იწონის იგივეს, რამდენსაც ზრდასრული სპილო. გარდა ამისა, ვეშაპის პირის ღრუში თავისუფლად შეიძლება 300 ადამიანის მოთავსება. თუმცა სრულიად უნდა გამოვრიცხოთ რადგან ლურჯი ვეშაპები ადამიანებს არცერთ შემთხვევაში არ ყლაპავენ. ამიტომ მათი მონატესავე ვეშაპები ვნახოთ...

image





1891 წელს მამაკაცი სახელად ჯეიმს ბარტლი ვეშაპმა გადაყლაპა. საბოლოოდ როგროც აღმოჩნდა ბარტლი ცოცხლად დაბრუნდა სახლში... როგორ?

image

ისტორიის თანახმად, ვეშაპი თავს დაესხა მოთევზავეების ნავს, რა დროსაც ბარტლი გადაყლაპა. მეორე დღესვე მოთევზავეებმა ვეშაპი მოკლეს და მისი კუჭიდან გონება დაკარგული ბარტლი ამოიყვანეს. ისე მალევე დაუბრუნდა გონს და სახლში დაბრუნდა.

როგორც ცნობილია, მამაკაცი გათეთრებულიყო და დაბრმავდა, რაც ვეშაპის კუჭის მჟავამ გამოიწვია. თუმცა წლების განმავლობაში ხალხს ამ ისტორიის რეალობაში ეჭვი ეპარებოდა, რადგან ისინი ფიქრობდნენ, რომ მჟავა არამხოლოდ მხედველობას დააკარგვინებდა, არამედ მასაც მოკლავდა.


image





მეცნიერების წყალობით, უფრო ნათლად შეგვიძლია მივიღოთ პასუხები იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოხდეს დღეს...

image


პირველ რიგში რაზეც უნდა იფიქროთ, არის ის, რომ 40-50 ძლიერი და მსხვილ კბილებს შორის მოგიწევთ ყოფნა....


ვთქვათ გადავურჩით ბასრ კბილებს და ვანაგრძობთ გზას... აქ ჩვენ უკვე საყლაპავ მილთან ვხვდებით, სადაც ჟანგბადი საერთოდ არ არის და უარესი მეთანის გაზითაა გაჟღენთილი...


ვეშაპის ყელის ძლიერი კუნთების საშუალებით ეს ეტაპიც დავძლიეთ, თუმცა კუჭისკენ მიმავალ გზაზე ამჯერად კიდევ უფრო რთული ამოცანა გვხდება. მარილმჟავა, რომელიც გაგრძნობინებთ, თუ როგორ გეწვით კანი ნელ-ნელა.


ვეშაპს 4 კუჭი აქვს. ჯერ ხვდებით პირველ კუჭში, სადაც დიდი ალბათობით შესაძლებელია სხვა ცოცხალი არსებებებიც ნახოთ, შემდეგ უკვე გადიდხართ მეორე კუჭში, სადაც თქვენი გადარჩენის შანსი თითქმის აღარ არის.


აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ ჯეიმს ბარტლის ისტორია ნამდვილად გამოგონილია, რადგან ვეშაპის კუჭიდან ადამიანის ცოცხლად გამოყვანა შეუძლებელია.უჟანგბადობა და მარილმჟავა აუცილებლად მომაკვდინებელია.

image



















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



<<<<< იხილეთ ასევე >>>>>



7 ცნობილი ფოტოს ისტორია, რომელიც წარსულში ღრმად მოგზაურობის საშუალებას მოგცემთ!

image





გაიცანით არას ბულუთ ინემლი - 14 საინტერესო ფაქტი "ორმოს" ვარსკვლავის იამაჩ ქოჩოვალის შესახებ

image





ყველაზე უნიკალური გარეგონობის 4 პატარა "ფერია" !

image





ბავშვების გამოყენებით შესრულებული სატანისტური რიტუალები, რომლებიც ბევრ ქვეყანაშია დადასტურებული

image




11 სიმართლე, რომელიც წიგნებში არ წერია - მეტი განათლება არ გაწყენთ!

image






0
398
8-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
398
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0