x
image
ირინა მ.
Mediator image
იცოდით თუ არა, რომ ზოგიერთ ხილ-ბოსტნეულს ადრე სხვა გემო და ფორმა ჰქონდა

image

ზოგიერთ პროდუქტს, რომელსაც დღეს ჩვენ მივირთმევთ, წარსულში სრულიად სხვანაირი სახე და გემო ჰქონდა.

1. ბანანი

ბანანს თესლები ჰქონდა.

image

ამმ ხილს, რომელსაც დღეს ჩვენ სიამოვნებით მივირთმევთ, ადრე უხეში იყო და დიდი ზომის თესლები ჰქონდა. იგი გამოყვანილია ორი სახეობის გარეული ბანანის ჯიშიდან, რომელიც შემდგომში გადაიქცა ნოყიერ და გემრიელ ჯიშად (წვრილი თესლებით).

2. კიტრი

კიტრი ტოქსიკური იყო.

image

კიტრი იმდენად ტოქსიკური იყო, რომ მისი მირთმევა არ შეიძლებოდა. ინდოეთში ხალხი მას სამედიცინო მიზნებისთვის იყენებდა. კიტრს, რომელსაც ჩვენ დღეს მოვიხმართ, უფრო დიდხანს იზრდება და დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს, რომელიც მას სასარგებლოს და დაბალკალორიულს ხდის.

3. ბადრიჯანი

ბადრიჯანი არ იყო მუქი იასამნისფერი და ჰქონდა ეკლები.

image

ბადრიჯანი ჰგავდა კვერცხს, რომელიც მცენარეზე იზრდება. ყველაზე ადრეული ბადრიჯნები სხვადასხვა ფერის იყო: თეთრი, ყვითელი ან ლურჯი. ფორმაც სხვადასხვა ჰქონდა: მრგვალი ან ოვალური, ღეროებზე კი პატარა ეკლები ჰქონდა.

4. სტაფილო

სტაფილო ნარინჯისფერი პოლიტიკური მოსაზრების გამო გახდა

image

წინა საუკუნეებში სტაფილო თეთრი და მოწითალო ფერის იყო. არსებობს ვერსია, რომ ჰოლანდიელებმა პოლიტიკური მოსაზრების გამო დაიწყეს ნარინჯისფერი სტაფილოს მოყვანა. ამბობენ, რომ ჰოლანდიელმა ფერმერებმა დღევანდელი სახით ამ ბოსტნეულის მოყვანა რევოლუციის ლიდერის, უილიამ ორანელის პატივისცემის ნიშნად დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ თეორიაა, დღეს ორანელების სახლი ნარინჯისფერ სტაფილოსთან ასოცირდება.

5. სიმინდი

სიმინდს არ მიირთმევდნენ.

image

მას ნაკლები მარცვლები ჰქონდა, ხოლო ტაროს აგებულება შეუძლებელს ხდიდა მარცვლები ტაროსგან მოეცილებინათ. სელექციის და "მოშინაურების" შემდეგ სიმინდი ბევრად დიდი გახდა ზომაში, ადვილია მისი მოყვანა და გახდა საკვებად ვარგისი.

6. ვაშლი

ვაშლი ძალიან მცირე ზომის იყო.

image

ვაშლის წინაპარი, გარეული ვაშლი, ძალიან პატარა იყო. რაც ყველაზე გასაოცარია, ერთ ხეზე იზრდებოდა სხვადასხვა ფერის, ზომის და გემოს გარეული ვაშლები. იგი დაახლოებით 4000 წლის წინ "მოიშინაურეს".

7. ატამი

ატამი და ალუბალი ერთი ზომის იყო.

image

ადრე ატამი ზომით ალუბალს მოგაგონებდათ და რბილობი ბევრად ნაკლები ჰქონდა. ძველმა ჩინელებმა პირველებმა დაიწყეს ატმის სელექცია. მრავალი ათასწლეულის სელექციის შემდეგ ატმის ზომა უფრო გაიზარდა და უფრო წვნიანიც გახდა.

8. საზამთრო

საზამთრო მწარე იყო.

image

საზამთრო შემოვიდა ეგვიპტიდან 5000 წლის წინ. მაშინ ის ძალიან პატარა იყო, მწარე გემო ჰქონდა და მკრთალი ფერის იყო. რბილობიც ნაკლები რაოდენობის ჰქონდა და კურკებით იყო სავსე. სელექციის შედეგად მივიღეთ დღევანდელი საზამთრო უფრო ტკბილი, წვნიანი და თხელი კანით.

0
152
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0