x
image
_K_
ამ მსახიობებმა სილამაზე როლს შესწირეს - გაიცანით 11 ცოცხალი ლეგენდა
image

ნიჭიერ მსახიობს უამრავი როლის მორგება შეუძლია, მათ შორის ისეთისაც, სადაც მიმზიდველად სულაც არ გამოიყურება. ტრანსფორმაცია რომ ნამდვილს ჰგავდეს, მსახიობს ბევრი რამის გაკეთება უწევს: წონის მომატება ან დაკლება მოკლე დროში, ულამაზო ტანსაცმლის ტარება და დროის დახარჯვა მაკიაჟზე, რომელიც მის სილამაზეს სრულად დაფარავს.


მსახიობების მცდელობებს კინოს მაყურებლები და ფილმის კრიტიკოსები აფასებენ. სტატიაში მოყვანილ 4 მსახიობს როლის გამო კინო-სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ჯილდო - ოსკარიც კი გადასცეს.


წარმოგიდგენთ 11 მსახიობ ქალს, რომელმაც ფილმის გამო სილამაზეზე დროებით უარი თქვა.






ქეით უინსლეტი


ქეით უინსლეტმა არაერთი ლამაზი ქალის როლი შეასრულა, ასევე ითამაშა გაუნათლებელი გერმანელი სიკვდილმისჯილი ქალის როლიც ფილმში The Reader. მსახიობმა ამ ფილმის გამო ოსკარიც მიიღო. ქეითის არაჩვეულებრივი სამსახიობო უნარისა და ვიზაჟისტების წყალობით, მისი პერსონაჟი ბევრად უფროსი და შეუხადავი იყო, ვიდრე მსახიობი სინამდვილეში.

image






ნატალი პორტმანი

ნატალი პორტმანი ცნობილია, როგორც მრავალფეროვანი მსახიობი. ფილმში V for Vendetta მას გამბედაობა ეყო, როლის გამო თავი გადაეპარსა; ფილმში Goya’s Ghosts (მარცხენა ფოტო) კი მან ესპანური ინკვიზიციის მსხვერპლის როლი შეასრულა.

image






კამერონ დიაზი

კამერონ დიაზი ტიპიური ჰოლივუდელი ქერა ქალია მომხიბვლელი ღიმილით, რომლის წარმოდგენაც არამიმზიდველ ქალად საკმაოდ რთულია. თუმცა, 1999 წელს ფილმში Being John Malkovich კამერონმა სწორედ ასეთი ქალის როლი მოირგო. უმაკიაჟო სახემ და მუქი ფერის კულულებმა მას უშნო ქალის ვიდი მისცა. როლის გამო დიაზი ნომინირებული იყო BAFTA-ზე და ოქროს გლობუსზე.

image






ნიკოლ კიდმანი

ნიკოლ კიდმანმა 2003 წელს ოსკარი მიიღო მწერალ ვირჯინია ვულფის როლის შესრულებისთვის ფილმში The Hours. მაკიაჟის წყალობით ის ძალიან დაემსგავსა პროტოტიპს. ფილმების სია კი, სადაც კიდმანი ლამაზ ქალს თამაშობს, საკმაოდ გრძელია: Moulin Rouge!, The Others, Cold Mountain, Australia, Grace of Monaco და ბევრი სხვა.

image






შარლიზ ტერონი

შარლიზ ტერონი არაერთხელ გვინახავს ეკრანზე ლამაზი ქალის როლში, მაგრამ ნამდვილი აღიარება კინოს კრიტიკოსებისგან მან ფილმ Monster-ში შესრულებული როლის გამო მოიპოვა. ფილმში მსახიობი სერიული მკვლელის როლს ასრულებს. ტრანსფორმაციის მისაღწევად მან 10კგ მოიმატა, ვიზაჟისტების შრომის წყალობით კი ნამდვილ მეამბოხეს დაემსგავსა. Monster-ში შესრულებული როლისთვის ტერონმა ოქროს გლობუსი, ოსკარი და Screen Actors Guild Award მიიღო.

image






მიშელ ფეიფერი

ჰოლივუდელი ლამაზმანი მიშელ ფეიფერი საშიშ, მოხუც ჯადოქრად გადაიქცა მეთიუ ვოგანის ფილმში Stardust. როცა ფილმში პერსონაჟი გაახალგაზრდავდა, მაყურებლები გაოცებულები დარჩნენ მისი სილამაზით. ფილმზე მუშაობისას ფეიფერი 50 წლის იყო.

image






ენ ჰეთეუეი

ენ ჰეთეუეიმ ფანტინის როლი შეასრულა ფილმში Les Misérables, რომელიც ვიქტორ ჰიუგოს ნოველის "საბრალონი" მიხედვით გადაიღეს. ენის პერსონაჟს უნდა გამოეკვება საკუთარი თავი და ქალიშვილი, ამიტომ მოუწია თმის და კბილების გაყიდვა, ამასთანავე, მეძავი გახდა.


როლის შესასრულებლად ძალიან მოკლე დროში მსახიობმა 10კგ-ზე მეტი დაიკლო, თმა კი რეალურად შეიჭრა კამერის წინ. Les Misérables-ში შესრულებული როლისთვის ენმა ოქროს გლობუსი, ოსკარი და Screen Actors Guild Award მიიღო.

image






დრიუ ბერიმორი

დრიუ ბერიმორი ეკრანზე 5 წლიდან გამოჩნდა. მას პირველი წარმატება E.T. the Extra-Terrestrial-მ მოუტანა. ფაქტობრივად, დრიუ ეკრანზე გაიზარდა და მისი ნახვა მაყურებელს განსხვავებულ როლებში მოუწია - როგორც ულამაზესი ქალის, ასევე ბრეკეტებიანი თინეიჯერის როლშიც ფილმში Never Been Kissed.

image






გვინეტ პელტროუ

კომედია Shallow Hal-თვის სცენარისტებმა და რეჟისორებმა გვინეტს დიდი ზომის ტანსაცმელი ჩააცვეს და სახეზე ლატექსი მიუმაგრეს. მსახიობმა აღიარა, რომ როცა ამ კოსტუმით ქუჩაში გავიდა, ხალხმა ვერ იცნო და თვალიც კი მოარიდა. ამ გამოცდილების წყალობით გვინეტმა გააცნობიერა, რა რთულია ზედმეტი კილოგრამებით ცხოვრება.image






ჯულია რობერტსი

ჯულია რობერტსი უბრალოდ 90-იანების რომანტიკული კომედიების ვარსკვლავი აღარ არის, Erin Brockovich-ში შესრულებული როლის შემდეგ მის ტალანტში ეჭვი აღარავის შეჰპარვია. ხოლო ფილმში Secret in Their Eyes (მარცხენა ფოტო) მსახიობმა ითამაშა ქალის როლი, რომლის ქალიშვილიც ძალადობრივად მოკლეს.

image






ლენა ჰედი

ამ ინგლისელ მსახიობს არაერთი კარგი როლი აქვს შესრულებული, მაგრამ საყოველთაოდ ცნობილი Game of Thrones-ში სერსეი ლანისტერის როლის შესრულების შემდეგ გახდა. 2012 წელს Dredd-ში ლენამ განგსტერი ქალის როლი შეასრულა, რომლის დროსაც მაკიაჟით სახეზე შრამები დაადეს. ასევე, როლისთვის მას ცუდი კბილები და დამსკდარი ტუჩები შეურჩიეს.

image






ასევე დაგაინტერესებთ:


1. ამ ვარსკვლავებმა მხოლოდ ერთი რამ შეცვალეს გარეგნობაში და ახლა ბევრად უკეთ გამოიყურებიან

image


2. ამ ვარსკვლავებმა შეიყვარეს საკუთარი სხეულის ნაკლოვანება და ის საკუთარ ძლიერ მხარედ აქციეს

image


3. მეგან მარკლი და ქეით მიდლტონი პრინცესა დიანას ბაძავენ - 14 ფოტო, რომელიც გულს გაგითბობთ

image


4. ვარსკვლავები, რომლებმაც ფანები შეიყვარეს და ეს არ უნანიათ

image


5. როგორ ემალებიან ვარსკვლავები პაპარაცებს - სახალისო ფოტოკრებული

image

0
2066
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
2066
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0