x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მაჩხაანის ბნელაუბნის მაცხოვრებლები წყალის რეზერვუარის გადაკეტვით იმუქრებიან

image



სოფელ ზემო მაჩხაანის ბნელაუბნის მაცხოვრებლები წყლის ნაკლებობაზე საუბრობენ და ცენტრალური რეზერვუარის გადაკეტვით იმუქრებიან.


"თავის დროზე ჩვენი მამა-პაპა ბნელაუბანში წყალის და ტყის გამო ჩამოსახლდა. ახლა ზედა უბნები მარაგდება წყალით და ჩვენ, სამი ქუჩის მაცხოვრებლები წყაროდან ხელით ვეზიდებით. ჩვენ რამდენჯერმე მივმართეთ მუნიციპალიტეტის მერიას უბანში ერთი ცისტერნის დადგმის თხოვნით. შარშან მერის მოადგილე, დავით ფხოველიშვილი შეგვპირდა ორმოცდაათ ტონიანი ცისტენა გაგვითავისუფლდა და დავდგავთო.
image
აქ წყალის მარაგი დიდია, გროვდება ორ სათავეში და ჩადის წყალსაქაჩთან, ორასტონიანი აუზი 7 საათში ივსება და მერე იტუმბება ზემო მაჩხაანში. დაპირება დღემდე დაპირებად დარჩა და ბნელაუბანი ისევე წყალის გარეშეა დარჩენილი.თუ არ მოგვეხმარებიან, ცენტრალურ რეზერვუარს სულ გადავკეტავთ და მოვაწყობთ საპროტესტო აქციას" - ამბობს ბნელაუბანის მაცხოვრებელი, ირაკლი ცაკაშვილი.
image
მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, დავით ფხოველიშვილი ამბობს:
"ჩვენ არავინ მოგვიტყუებია, ნამდვილად არბოშიკში გამოთავისუფლდა 50 ტონიანი ავზი, კოვიდ -19-ის და თანხების არარსებობის გამო დღემდე ეს ვერ შევძელით, ახლო მომავალში ვაპირებთ ამ 50 ტონიანი ცისტერნის ბნელაუბანში დადგმას.
ზოგადად ზემო მაჩხაანის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, სოფლის შესასვლელში წელს გავხსენით და წყალკანალს გადავეცით ახალი რეზერვუარი, სადაც მოხდება სამი ძველი, ერთი 120 ტონიანი და ორი 240 ტონიანი რეზერვუარის შეკრება და შემდეგ ცენტრალურიდან სოფელზე გადანაწილდება. "

0
143
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
143
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0