x
image
არჩილ ვერულიძე
კლარა - მე -18 საუკუნის ყველაზე ცნობილი მარტორქა

მარტორქებს შორისაც არიან ნამდვილი ვარსკვლავები. ერთ-ერთი ასეთი იყო ინდური მდედრი მარტორქა სახელად კლარა. მან თავისი ცხოვრების განმავლობაში ბევრი ევროპული ქალაქი მოინახულა - უფრო მეტი ვიდრე ნებისმიერმა თანამედროვე ტურსტმა. კლარას ყველგან გაოცებით ხვდებოდა მაყურებელი.


დიდი ხნის განმავლობაში, ძველი სამყაროს მკვიდრებმა იცოდნენ მარტორქების არსებობის შესახებ მხოლოდ მოგზაურთა მოთხრობებიდან, რომლებიც სტუმრობდნენ იდუმალი აღმოსავლეთის მიწებს. მარტორქის ჩვენება ევროპაში ჯერ კიდევ 1515 წელს სურდათ. მამაცმა პორტუგალიელებმა მოახერხეს ცხოველის ლისაბონში ჩამოყვანა. თუმცა რომში ტრანსპრტირების დროს გემი, რომელზეც მარტორქა იმყოფებოდა მოვხდა შტორმში და ჩაიძირა. ალბრეხტ დიურერი შეეცადა რამოდენიმე ადამიანის მონაყოლის საფუძველზე მარტორქა ფურცელზე გამოესახა. ამ ნახატის საუშალებით ევროპელები იკმაყოფილებდნენ ცნობისმოყვარეობას შემდეგი საუკუნეების განმავლობაში.

ალბრეხტ დიურერის მარტორქა.

1515 წლის წარუმატებლობის შემდეგ, კიდევ 3-ჯერ სცადეს მარტორქების ევროპაში ჩამოყვანა, მაგრამ რიგი მიზეზების გამო ყოველი ცდა წარუმატებელი აღმოჩნდა. სანამ 1741 წლის ივლისში, ჰოლანდიის საპორტო ქალაქში არ ჩამოვიდა ინდური მარტორქა, სახელად კლარა. ვინ იფიქრებდა, რომ თავისი ძლიერი ფეხის დაბიჯების შემდეგ ევროპის კონტინენტზე, კლარა გახდებოდა "მარტორქა მანიის" მიზეზი მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში.



კლარა დაიბადა 1738 წელს, მისი დედა მოკლეს ნადირობის დროს, ხოლო ჰოლანდიური აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიის მეპატრონემ პატარა მარტორქა სახლში წაიყვანა, როგორც მხიარული და უჩვეულო ცხოველი. გარკვეული დროის შემდეგ კლარა ვეღარ ეტეოდა სახლში ამიტომ ის ჰოლანდიური გემის კაპიტან ვან დერ მეერს მიჰყიდეს.


გრძელი მოგზაურობა ინდოეთიდან ჰოლანდიაში და, და ბოლოს, უჩვეულო მხეცი წარმოდგენილი იქნა როტერდამის ქუჩებში გაოცებული საზოგადოების წინაშე. დაინახა რა ცხოველის გარშემო მყოფთა ინტერესი, ვან დერ მეერმა გადაწყვიტა გაეყიდა გემი და რისკის ფასად მოეწყო ტურნე მთელი ევროპის მასშტაბით.


ცხოველის ტრანსპორტირება, რომელიც ორ ტონაზე მეტს იწონიდა, იმ დროისთვის ნამდვილად დიდი ავანტიურა იყო. ცხოველის უზრუნველყოფისათვის კაპიტანს 165 კაციანი გუნდის გაქირავება მოუხდა. როგორც მოგეხსენებათ მარტოქის ტრანსპორტირების წინა მცდელობები უშედეგოდ დასრულდა. ერთი მათგანი ავადმყოფობით გარდაიცვალა, მეორე კი მოკლეს მოგზაურობის დასაწყისშივე - მას შემდეგ, რაც ცხოველი სამეფო ეკიპაჟს დაესხა თავს. ვან დერ მეერმა გაითვალისწინა თავისი წინამორბედების შეცდომები და მიიღო უსაფრთხოების ყველა ზომა:კლარას მუდმივად გვერდით ჰყავდა ვეტერინარი, მხოლოდ სუფთა და ახალ საკვებს აძლევდნენ, მაზე ფიზიკურად არასოდეს ძალადობდნენ და გადაჰყავდათ დახურული ვაგონის მეშვეობით, რომელშიც 8 ცხენი იყო შებმული.


კლარას ტურნე ევროპაში გაიმართა ჰოლანდიის, წმინდა რომის იმპერიის, შვეიცარიის, საფრანგეთის, იტალიის, დანიის, ჩეხეთის და ინგლისის გავლით. გზად მარტორქა ასობით ქალაქს ეწვია, სადაც აჟიოტაჟი გამოიწვია.

კლარა

იტალიელმა ხმატვარმა პიეტრო ლონგიმ არ გაუშვა კლარას დახატვის შესაძლებლობა.


სანამ კლარა ერთ ქალაქში იმყოფებოდა ოგანიზატორები რეკლამირებას უწევდნენ მის შემდგომ ქალაქში გამოჩენას. მარტორქის სანახავად მოდიოდნენ მდიდრებიც და ღარიბებიც.

imageკლარა - ფრაგნი მხატვრის ჟან-ბატისტის ნამუშევარი 1749 წ.


საოცარმა სანახაობამ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ხალხზე, რომ მე -18 საუკუნის ნამუშევრებში შეიძლება ნაპოვნი იყოს ერთგვარი "მარტორქა მანია"კლარა გამოსახულია ფერწერულ ტილოებზე, ფრესკებზე ასევე შეხვდებოდით მარტორქის სკულპტურასაც.

imageარაფერი არაჩვეულებრივი - კლარა ადამიანის ჩონჩხის გვერდით. შესრულებულია გერმანელი ანატომის ბერნარდ ზიგფრიდ ალბინუსის მიერ.


მსოფლიოში ცნობილი მარტორქა სიბერის შედეგად გარდაიცვალა 1758 წლის აპრილში, ლონდონში. კლარამ გრძელი, ბედნიერი და ალბათ ყველაზე საინტერესო მარტორქის ცხოვრება გაიარა რისი წარმოდგენაც კი არის შესაძლებელი.





0
126
2-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0