x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში !!
image

ადამიანის სიმაღლის 65-85 პროცენტს მისი გენეტიკა განსაზღვრავს. დანარჩენი გარემო ფაქტორებსა და სწორ კვებაზეა დამოკიდებული.

დიახ, თუ კლასში ყოველთვის ყველაზე დაბალი იყავით ან რიგის ბოლოში გაყენებდნენ, შეიძლება ეს იმის ბრალი იყო, რომ არასაკმარისად/არაჯანსაღად ჭამდით და ამიტომ თქვენი გენეტიკური პოტენციალი სრულად ვერ აითვისეთ.

თუმცა, დაგამშვიდებთ და გეტყვით, რომ სხეული დაახლოებით 27 წლამდე განაგრძობს ზრდას. თუ ამ ასაკამდე ჯერ არ მიგიღწევიათ, გაზრდის შანსი ჯერ კიდევ გაქვთ.


მართალია, არც გენეტიკა და არც სწორი კვება არ იძლევა იმის გარანტიას, რომ მაღალი იქნებით, მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას - სიმაღლეში ზრდასთან დაკავშირებით ფართოდ გავრცელებული ბევრი მითი არსებობს. ამ სტატიის მიზანი კი სწორედ ამ მითების გაქარწყლებაა.

1. კალათბურთზე ბავშვის შეყვანა სიმაღლეში ზრდას დააჩქარებს

"კალათბურთი ითამაშე და სიმაღლეში გაიზრდები" - სავარაუდოდ, ეს ფრაზა ხშირად მოგისმენიათ, თუმცა გეტყვით, რომ ის სიმართლეს არ შეესაბამება. ასე ალბათ იმიტომ ფიქრობენ, რომ კალათბურთელები მაღლები არიან, თუმცა სინამდვილეში კალათბურთს სწორედ იმიტომ თამაშობენ, რომ მაღლები არიან.

რა თქმა უნდა, ნებისმიერი სპორტი გვეხმარება, რომ უფრო ენერგიულები და ძლიერები ვიყოთ, თუმცა სიმაღლეს ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

2. იოგა და გაწელვა სიმაღლეში გვზრდის

მცდარია მოსაზრება, რომ იოგა სიმაღლეში გვზრდის, თუმცა მას მართლა შეუძლია დგომის მანერა გამოგისწოროთ რაც ვიზუალურად რამდენიმე სანტიმეტრს დაგიმატებთ.

3. ძელზე ჩამოკიდება ეფექტური გზაა გასამაღლებლად

ძელზე ჩამოკიდება მართლაც დაგიმატებთ 1 სანტიმეტრს, მაგრამ ეფექტი რამდენიმე საათში გაქრება.

4. თმის შეჭრას და ფეხსაცმელში მარილის ჩაყრას ზრდის აჩქარება შეუძლია

იმედია, ამ მითების ავტორების მსგავსად არ ფიქრობთ, რომ თმა ზრდისთვის მნიშვნელოვან ნივთიერებებს ითვისებს ან ფეხსაცმელში მარილის ჩაყრას სასუქის ეფექტი ექნება.

5. ყავა სიმაღლეში ზრდას აფერხებს

მოსაზრება იმის შესახებ, რომ ყავა სიმაღლეში ზრდას აფერხებს, მტკნარი სიცრუეა. სინამდვილეში, ყავას უბრალოდ არ აქვს სასარგებლო ნივთიერებები და მადის დაქვეითება შეუძლია.

6. რძის პროდუქტები პირდაპირ კავშირშია სიმაღლეში ზრდასთან

რა თქმა უნდა, დაბალანსებული დიეტა მნიშვნელოვანია, მაგრამ ვიტამინები და ცილები, რომლებიც ზრდისთვის გვჭირდება, მხოლოდ რძის პროდუქტებში არაა.

7. ტანვარჯიშზე თუ ბავშვს შეიყვანთ, სიმაღლეში არ გაიზრდება

დიახ, ტანვარჯიში ნამდვილად ახდენს სიმაღლეზე გავლენას, თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ გოგონები, რომლებიც მოზარდობის ასაკის შემდეგ ტანვარჯიშს თავს ანებებენ, მალევე იმატებენ სიმაღლეში.

0
88
3-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0